მძაფრი შეგრძნებები და გეომეტრია: სტრესთან ბრძოლის 5 მეცნიერულად დადასტურებული მეთოდი

405

ყველასთვის სასარგებლო იქნება მეთოდების ცოდნა, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად მოიკრიბოთ გონება და შეწყვიტოთ ნერვიულობა.

თანამედროვე რეალობაში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება სტრესი. არის მომენტები, როდესაც საჭიროა სწრაფად დამშვიდება და საკუთარი თავის ხელში აყვანა. ასეთ შემთხვევებში შეგიძლიათ სცადოთ არასტანდარტული საშუალებების გამოყენება.

თქვენ შეიძლება ნერვიულობდეთ სამსახურის, საშინაო საქმეების, მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობების ან მსოფლიოში არსებული ვითარების გამო. ამავდროულად, დიდი ხანია ცნობილია, რომ მუდმივი სტრესი ძალიან მავნე გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ვივიენის დღევანდელ სტატიაში საუბარია სტრესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მეთოდებზე.

ჩაყავით სახე ყინულიან წყალში

თუ ძლიერი სტრესი გაქვთ: გული გიჟივით გიცემთ, სისხლი სახეზე გაწვებათ, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავთ – შეეცადეთ მიბაძოთ ძუძუმწოვრების ყვინთვის რეფლექსს. ეს მარტივი ქმედება დაგეხმარებათ შეანელოთ თქვენი გულისცემა, სისხლი დაიწყებს დინებას ყველა ორგანოში – და თქვენ შეძლებთ, რომ გონს მოეგოთ.

იდეალურ შემთხვევაში, ამ რეფლექსის გააქტიურება შეგიძლიათ ასე: თასში, რომელშიც ყინულიანი წყალია, ჩაყავით სახე 30 წამის განმავლობაში. თუ ახლოს წყალი არ გაქვთ, გამოდგება რაიმე ძალიან ცივი – მაგალითად, ცელოფანში მოთავსებული ყინული.

მთავარია არ გამოიყენოთ ეს მეთოდი, თუ გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს.

ეძებეთ მძაფრი შეგრძნებები

იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ შფოთვას და არ ჩავარდეთ ისტერიკაში საშინელი სტრესის პირობებში, ცოტა ხნით მაინც უნდა გადაიტანოთ ყურადღება. ალკოჰოლი, სხვათა შორის, ამ შემთხვევაში ცუდი დამხმარეა – შესაძლოა, პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიძლება მხოლოდ გაუარესდეს. უმჯობესია სცადოთ სენსორული სტიმულაციის წყაროს პოვნა. მაგალითად, მიირთვით რაიმე ძალიან ცხარე ან დაღეჭეთ მჟავე ლიმონი. მძაფრი შეგრძნებები დაგეხმარებათ ემოციური წონასწორობის დაბრუნებაში – თქვენი ტვინი შინაგანი განცდებიდან – გარე შთაბეჭდილებებზე გადავა.

შეხედეთ ფრაქტალებს

ფრაქტალი არის გეომეტრიული ფიგურა, რომელსაც გააჩნია თვითმსგავსების თვისება. აღმოჩნდა, რომ ასეთი სურათები და რთული ნიმუშები ხელს უწყობს დამშვიდებას.

ფრაქტალები ხშირად გვხვდება ბუნებაში: ეს არის ფიფქები და ნიმუშები ნაუტილუსის ნიჟარაზე. მათზე დაკვირვება დაგეხმარებათ მოდუნებაში და სტრესის ოდნავ შემცირებაში.

იფიქრეთ საკუთარ თავზე მესამე პირში

ხდება ისე, რომ ნეგატიური ემოციები იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს რაციონალურად აზროვნება უჭირს. თუმცა, ზოგჯერ დამშვიდების უუნარობა შეიძლება მას ძვირად დაუჯდეს.

თუ ვერაფრით ვერ ახერხებთ ბრაზის და ნერვიულობის შეჩერებას, სცადეთ ვინმეს მოუყვეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ მესამე პირში. შეეცადეთ, რომ დისტანცირდეთ საკუთარ თავისგან – არ თქვათ, რომ „მე მაქვს პრობლემა”, არამედ თქვით: „მას აქვს პრობლემა”.

დაამთქნარეთ

მთქნარებას ჩვენ დაძინების სურვილს მივაწერთ. თუმცა, ყველამ არ იცის, რომ მთქნარება შეიძლება სასარგებლო იყოს.

საქმე ისაა, რომ სტრესის პირობებში თქვენი ტვინი სწრაფად ცხელდება. თუ ოდნავ გააგრილებთ, ის ოდნავ მაინც მოდუნდება.

გაგრილების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა არის დამთქნარება. ერთი სასარგებლო ხრიკიც კი არსებობს, რომელიც მთქნარებას გამოიწვევს: იპოვნეთ ინტერნეტში ადამიანის ვიდეო ან სურათი, რომელიც ამთქნარებს და პრობლემა მოგვარდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს