ლობიო ინახება მშრალად, რის გამოც მას არ სჭირდება ისეთი განსაკუთრებული პირობები, როგორიც ბევრ ბოსტნეულს. მაგრამ პარკოსნებში შესაძლოა მაინც გაჩნდნენ მავნებლები, რომლებმაც შეიძლება გაანადგურონ თქვენი მარაგი. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, თუ ლობიოში მატლებს აღმოაჩენთ.
ნუ იჩქარებთ პარკოსნების გადაყრას, რადგან მათი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამასთან, გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტი უნდა ინახებოდეს სათანადო პირობებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ თავიდან აიცილოთ მასში მწერების გაჩენა.
მატლი ლობიოში: რა უნდა გავაკეთოთ
სწორი მომზადება
იმისათვის, რომ პარკოსნებმა ახალ მოსავლამდე გაძლოს, უნდა გადაარჩიოთ. გადაყარეთ ნებისმიერი რბილი ლობიო ან დაზიანებული მარცვალი და შემდეგ ლობიო გააშრეთ. ჩაყარეთ მინის ან თუნუქის ჭურჭელში, რომლიც მჭიდროდ იხურება. ლობიოს შესანახად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილის ჩანთები. მაგრამ ისინი ჯერ მარილიან ხსნარში უნდა მოათავსოთ და შემდეგ გააშროთ.
ჭურჭელში, რომლშიც ლობიოს ჩაყრით, შეგიძლიათ მოათავსოთ რამდენიმე კბილი ნიორი ან კამის თესლი. მათი სურნელი მავნებლებს მოიგერიებს. ლობიო უნდა ინახებოდეს საკუჭნაოში ან შუშაბანდიან აივანზე.
ძირითადი რეკომენდაციები
იმისთვის, რომ ლობიოში არ გაჩნდეს მატლები, შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ. ეს არის მისი შენახვის ყველაზე საიმედო გზა.
იმისთვის, რომ პარკოსნებს მავნებლები არ გაუჩნდეს, გააცხელეთ ღუმელში. მაღალი ტემპერატურის წყალობით იმ მწერებსაც კი მოიშორებთ, რომლებიც ჯერ კიდევ ლარვის სტადიაში არიან. შემდეგ გააგრილეთ პროდუქტი და ჩაყარეთ შესაფერის ჭურჭელში.
როგორ მოვიშოროთ პარკოსნებში არსებული მატლი
თუ ლობიოს მანიც გაუჩნდა მავნებლები, არ გადაყაროთ. არსებობს ორი ეფექტური მეთოდი, რომელიც მათგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ:
- გააცხელეთ ღუმელი 60 გრადუსზე. ლობიო გაანაწილეთ საცხობ ტაფაზე ერთ ფენად და გააცხელეთ.
- ლობიო მოათავსეთ საყინულეში 3 დღით. ტემპერატურა უნდა იყოს მინუს 15 გრადუსი.
მიუხედავად იმისა, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ მატლების მოსაშორებლად, არ დაივიწყოთ მნიშვნელოვანი ნიუანსი. ქილები და ჩანთები, რომლებშიც მატლიანი ლობიო ინახებოდა, სათანადოდ უნდა დამუშავდეს. ეს აუცილებელია მწერების ხელახალი გაჩენის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ქსოვილის ჩანთების და ასევე ქილების კარგად გარეცხვა.