ქონის მოყვარულები ამ პროდუქტს მიირთმევენ არა მხოლოდ ახალს, არამედ დამარილებულსაც. მეორე ვარიანტი მის გემოს კიდევ უფრო დახვეწილს ხდის. თუ არ იცით როგორ დაამარილოთ ქონი ისე, რომ ნაზი და გემრიელი გამოვიდეს, ვივიენის დღევანდელი სტატია წაიკითხეთ.
მაგიდაზე ყოველთვის გექნებათ ფანტასტიკური ხემსი, თუ ქონის დამარილების ამ სამი მეთოდიდან ერთ-ერთს გამოიყენებთ. მოდი ვისაუბროთ დამარილების ამ მეთოდებზე.
როგორ დავამარილოთ ქონი, რომ გემრიელი გამოვიდეს: სამი საუკეთესო მეთოდი
ცხელი მეთოდი
მომზადების ამ ვარიანტს შეიძლება ეწოდოს ყველაზე სწრაფი. უფრო მეტიც, ის საერთოდ არ არის შრომატევადი. აიღეთ 200 გრამი ღორის ქონი. დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოათავსეთ ქილაში. დაუმატეთ 3 ს.კ მარილი, 5 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი, 1 ს.კ შავი პილპილის მარცვლები და 2 დაფნის ფოთოლი. დაასხით მდუღარე წყალი (სითხე მთლიანად უნდა ფარავდეს ქონს). დაახურეთ ქილას სახურავი. 3 საათის შემდეგ ქონი მზად იქნება.
მშრალი მეთოდი
დამარილების ამ მეთოდს ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე წინას. თუმცა ქონი ძალიან გემრიელი და რბილი გამოდის. აიღეთ ქონი, დანით მოაშორეთ ჭუჭყი. მშრალი დამარილების წინ ქონი არ გარეცხოთ. დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითოეულ მათგანზე გააკეთეთ ჭრილები ერთმანეთისგან 5 სმ-ს დაშორებით. აიღეთ ქვამარილი და კარგად წაუსვით ქონს ყველა მხრიდან. მოათავსეთ პროდუქტი ცელოფანში ან ქილაში. კონტეინერში დაამატეთ ცოტაოდენი მარილი. ქონი მოათავსეთ მაცივარში. 3-4 დღის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი დაგემოვნება.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა რეცეპტი. ამისთვის დაგჭირდებათ 1 კგ ქონი. წაუსვით 1,2 კგ მარილი და სხვადასხვა სანელებლები. დატოვეთ ქონი სამზარეულოში 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაახვიეთ ჯერ პერგამენტის ქაღალდში, შემდეგ კი ფოლგაში. ქონი შედგით საყინულეში 3-4 დღით.
მარილწყალში
თუ გსურთ მიიღოთ ძალიან ნაზი ქონი, გააკეთეთ მარილწყალი. ქვაბში ჩაასხით 1,5 ლიტრი წყალი. დაუმატეთ 4 დაფნის ფოთოლი, 7 ს.კ მარილი, 10 ცალი შავი პილპილი და 8 კბილი დაჭრილი ნიორი. კარგად აურიეთ და ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ეს ცხელი მარილწყალი დაასხით 700 გრამ ღორის ქონს. ქილას დაახურეთ თავსახური. ქონი დატოვეთ სამზარეულოში, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. შემდეგ შედგით მაცივარში 3 დღით.
ამოიღეთ ქონი მარილწყლიდან და კარგად გააშრეთ ქაღალდის პირსახოცებით. პატარა ჭურჭელში შეურიეთ 1,5 ჩ.კ დაფქული შავი პილპილი, 4 ჩ.კ მარილი, 2 ჩ.კ. შებოლილი პაპრიკა და 6 კბილი პრესში გატარებული ნიორი. მიღებული ცხარე ნარევი წაუსვით ქონს. შეფუთეთ საკვებ ცელოფანში და შედგით საყინულეში ერთი დღით. გემრიელი ხემსი მზად არის!
მარილწყლის მეთოდი ყველაზე შესაფერისია ღორის მკერდის ქონისთვის (ქონი ხორცის ფენით). თქვენ მიიღებთ შესანიშნავ კერძს, რომელიც შეგიძლიათ მიიტანოთ არა მხოლოდ ყოველდღიურ, არამედ სადღესასწაულო სუფრაზეც.