შევღებოთ ჭაღარა აფთიაქში ნაყიდი სამკურნალო ბალახებით

862

ჭაღარა თმის შესაღებად ან გარეგნობის გასაახლებლად, აუცილებელი არ არის სილამაზის სალონებში ბევრი ფულის დახარჯვა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე ჩვეულებრივი პროდუქტები, რომლებიც არის ნებისმიერ სამზარეულოში, შეიძინოთ საჭირო ბალახეული საშუალებები აფთიაქში და დაამზადოთ ეკოლოგიურად სუფთა თმის საღებავი. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბუნებრივი საღებავი სახლის პირობებში.

ამ ტიპის შეღებვა არა მხოლოდ ფულს დაზოგავს, არამედ თქვენს თმას უფრო ლამაზს და მბზინვარეს გახდის. ამაში სამკურნალო ბალახების ნახარშები დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ეს მეთოდი მნიშვნელოვნად აჯანსაღებს თავის კანს. ბუნებრივია, ბუნებრივი შეღებვა არ მოგცემთ სწრაფ და ძალიან შესამჩნევ ეფექტს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი თმის საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

რით შეგვიძლია შევღებოთ ჭაღარა თმა სახლში

ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ ბუნებრივი საღებავების სია, რომლებიც არ შეიცავს მავნე ქიმიურ კომპონენტებს. ამ იაფიანი პროდუქტებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაფაროთ ჭაღარა თმა და მიანიჭოთ მას სირბილე:

  • ხნა ან ბასმა;
  • ყავის მარცვალი, დაფქული ყავა;
  • რევანდის ფესვი;
  • სააფთიაქო გვირილა;
  • კაკალი;
  • ხახვის ქერქის ნაყენი.

როგორ შევღებოთ ჭაღარა თმა მცენარეული ნახარშით

შემდეგი ნახარში განკუთვნილია მათთვის, ვინც ოცნებობს თმის ბუნებრივ კარამელის ფერზე. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა გამოიყენოთ ჩვეულებრივი გვირილა. აიღეთ 1 ჭიქა ხმელი ყვავილი და მოხარშეთ 500 მილიგრამ მდუღარე წყალში. გააჩერეთ ნახარში რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი გლიცერინი. საფუძვლიანად აურიეთ.

მომზადებული ნაზავი წაისვით თმაზე და შეიხვიეთ ცელოფნით. გაიჩერეთ 1 საათის განმავლობაში და შემდეგ კარგად დაიბანეთ თმა შამპუნით. ჩამოიბანეთ წყლით თითოეული ღერი.

ღია ყავისფერს თმას უფრო რევანდის ფესვი მოუხდება. ამ პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც აფთიაქში, ასევე ნებისმიერ სასურსათო ბაზარში. 2 სუფრის კოვზ ფესვს დაასხით ცხელი წყალი. შემდეგ ადუღეთ მიღებული მასა და გააცივეთ. ეს ნახარში შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭაღარა თმის შესაღებად იმავე პრინციპით, როგორც გვირილა.

როგორ შევიღებოთ ჭაღარა ხნით

ხნა – ჭაღარა თმის შეღებვის საკმაოდ იაფი და ეფექტური ვარიანტია. ამასთანავე, ფხვნილი აბსოლუტურად ბუნებრივი და უსაფრთხოა. ამ “საღებავის” გამოყენებისას საერთოდ არ უნდა იდარდოთ თმაზე: თმა არ დაიმსხვრევა და არ ჩამოცვივდება.

ხნის გამოყენებამდე წაისვით კრემი (ზეთი) კანის იმ ადგილებში, სადაც შეიძლება მოხვდეს ხნა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ასეთი საღებავის გამოყენების შემდეგ, შეიძლება დარჩეს ლურჯი ლაქები, რომელთა მოშორება შემდეგ ძალიან რთულია.

ხნით თმის შესაღებად, ჯერ მისგან უნდა მოამზადოთ ფაფა. ამისთვის დაგჭირდებათ რძე და ხნის ფხვნილი. ეს ყველაფერი შეურიეთ, რათა მიიღოთ თხევადი ფაფა და დატოვეთ თავდახურული 2 საათის განმავლობაში. მათ, ვისაც ბუნებრივად ცხიმიანი თმა აქვთ, უმჯობესია რძის ნაცვლად ჩვეულებრივი წყალი გამოიყენონ.

წაისვით ხნა თმაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჭაღარებს. შეფუთეთ თმა პოლიეთილენის ქუდით ან ცელოფნით. შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ 4 საათის განმავლობაში. პროცედურის შემდეგ თმა კარგად დაიბანეთ შამპუნით. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: ამ გზით შეღებვის შემდეგ, არ შეიძლება ფენის გამოყენება კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში. იგივე ეხება თმის სახვევებს ან უთოებს.

ხნა შეიძლება და საჭიროა, რომ იყოს შერწყმული სხვადასხვა სახის დანამატებთან. ამ გზით თმის უფრო ინტენსიურ ფერებს მიიღებთ:

  • ხნა + დარიჩინი = მუქი ჟღალი;
  • ხნა + ჯანჯაფილი ან ოხრახუში = ღია ჟღალი;
  • ხნა + ანწლი = მწიფე ქლიავისფერი;
  • ხნა + ბაბუაწვერას ნახარში (გვირილა) + კურკუმა = ოქროსფერ-ხორბლისფერი;
  • ხნა + ხახვის ქერქის ნახარში = მოყვითალო-მოწითალო ფერი;
  • ხნა + მუხის ქერქი ან ნატურალური ყავა = შოკოლადისფერი.

ჭაღარა თმა შეიძლება ნამდვილ პრობლემას წარმოადგენდეს. ზოგისთვის, ეს სრულიად ბუნებრივია. მაგალითად, მამაკაცებს ეს საკითხი დიდად არ აწუხებთ. ქალებისთვის კი არასასურველი მოვლენაა, რომლის რაც შეიძლება სწრაფად შენიღბვა სურთ. ზემოთ ჩამოთვლილი ხალხური საშუალებები თქვენს თმას გამოაცოცხლებს და ძლიერსა და მოვლილს გახდის. ღირს თუ არა მაღაზიაში გაქცევა ძვირადღირებული და არა ყოველთვის ეფექტური საღებავის შესაძენად? თქვენი გადასაწყვეტია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს