გავიგე, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ქმარი ღალატობს. უნდა ვუთხრა თუ არა მას?

1041

მყავს მეგობარი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია. შემთხვევით გავიგე, რომ ქმარი ღალატობს. უფრო მეტიც, ის ამას მუდმივად აკეთებს სხვადასხვა ქალებთან, რომლებსაც გაცნობის საიტებზე იცნობს. ცოლს ეუბნება, რომ სამსახურში რჩება გვიანობამდე, ხან ვითომ მივლინებაში მიდის…

აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი მისი ქმრის საყვარელთან ერთად მუშაობს. მას ერთი წლის მანძილზე არაფერი უთქვამს ამ სიტუაციის შესახებ, ის უბრალოდ რაღაცას ეჭვობდა. საბოლოოდ ყველაფერი გამჟღავნდა. ჩემმა ნაცნობმა საკუთარი ვარაუდების შესახებ მიამბო და ყველაფერი დაემთხვა. მეტიც, ჩემს მეგობარზე ისეთი დეტალები მიამბო, რაც არავინ იცის.

ეს ყველაფერი მან ჩემი მეგობრის ქმრის საყვარლისგან შეიტყო. თავად ის ჩემს მეგობარს პირადად არ იცნობს და არავითარი ინტერესი არ აქვს, რომ ვინმეს ცილი დასწამოს ან რაღაც გამოიგონოს. საიტის შესახებაც მანვე უამბო, ის თურმე ჩვენი სხვა თანამშრომლის გაცნობასაც ცდილობდა. ასე გამოაშკარავდა ყველაფერი. მე შემიძლია ვენდო ამ ინფორმაციას 100%-ით. ჩვენ კარგად გავარკვიეთ ყველაფერი და, სამწუხაროდ, ეჭვები აღარ არსებობს.

ერთი შეხედვით, ჩემი მეგობარი და მისი ქმარი მშვენიერი წყვილია, მათ პატარა გოგონა ჰყავთ, ის ახლა 1 წლისაა. მას ჩემი მეგობარი ძალიან უყვარს, სახლში ფული შემოაქვს, გამუდმებით უმიზეზოდ ჩუქნის ყვავილებს, ჩემს მეგობარს სახლში ყოველთვის აქვს თაიგული. უყვარს და ამაყობს მისით. ახლა კი ასეთი საშინელება გავიგე და ეს ინფორმაცია ძალიან მამძიმებს.

გადავწყვიტე მისთვის არაფერი მეთქვა, ოჯახი არ დამენგრია. ვფიქრობ, რომ ის მას ვერ მიატოვებს, რადგან ფინანსურად მასზე არის დამოკიდებული. და ასევე მეშინია, რომ ამ სიტუაციაში მე გამოვალ „ცუდი“. იქნებ დამშვიდდეს და შეწყვიტოს ეს ყველაფერი? უბრალოდ არ მესმის რატომ აკეთებს ამას? ღალატობს ქალებთან, რომლებსაც ჩემი მეგობარი ბევრად ჯობია. როგორ არ რცხვენია? ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ კარგ წყვილს, ასეთი პრობლემა შეექმნებოდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ის მაშინ ღალატობდა, როცა ჩემი მეგობარი მუცლით მის შვილს ატარებდა. ეს იმდენად ამაზრზენია, რომ ახლა მისი დანახვა არ შემიძლია, ვერიდები მასთან შეხვედრას. ის თავის საყვარელს ცოლის შესახებ ინტიმურ რაღაცებს უყვებოდა: ორსულობის თავისებურებებზე, მშობიარობაზე და ასე შემდეგ.

ერთხელ კაფეში ვიღაც გოგოსთან ერთად ვნახე, მაგრამ ვიფიქრე, რომ მისი კოლეგა იყო და არც კი მივსულვარ მათთან. ძალიან ფორმალურად საუბრობდნენ. ვიფიქრე, რომ სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ. მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია. ერთხელ ჩემმა მეგობარმა გამიზიარა თავისი ეჭვები მისი მივლინებების შესახებ, რადგან ისინი თითქმის ყოველთვის ძალიან სპონტანური იყო.

მაგრამ მე მაშინ არაფერი ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სისულელე იყო და ის ამაოდ ნერვიულობდა. მეც ვენდობი ჩემს ქმარს 100%-ით ვენდობი, მაგრამ ამ სიტუაციამ პირისპირ დამაყენა რეალობასთან, რომ ამ ცხოვრებაში ბოლომდე ვერავის ენდობი. იქნებ ღირდეს, რომ დაველაპარაკო მას და ვუთხრა, რომ თუ არ შეწყვეტს ღალატს, ჩემს მეგობარს ყველაფერს ვეტყვი. არ ვიცი, როგორ მოვიქცე…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს