ვივიენის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ბუნებრივი სისხლის გამათხელებლების ჩამონათვალს, რომლებიც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს რაციონს სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და სიცოცხლისთვის საშიში თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები.
კაიენის წიწაკა
კაიენის წიწაკა შეიცავს სალიცილატს, სისხლის ბუნებრივ გამათხელებელს, რომელიც ფასდება მისი ანტითრომბოზული ეფექტის გამო.
„ის ასევე შეიცავს კაპსაიცინს, რომელსაც როგორც კვლევებით არის დადასტურებული ჰიპოლიპიდემიური, ანტიჰიპერტენზიული, ანტიდიაბეტური და ცხიმის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია“, – ამბობს კარდიოლოგი ოლეგ ვარფოლომეევი.
ამ მიზეზების გამო, კაიენის წიწაკა ხშირად მიიღება კაფსულების სახით გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაჯანსაღებლად.
კასია (დარიჩინი)
დარიჩინი, განსაკუთრებით კასია, მდიდარია არომატული ორგანული ფიტოქიმიური კუმარინით, ძლიერი ანტიკოაგულანტით, რომელიც გამოიყენება ვარფარინის დასამზადებლად, წამლის, რომელიც გამოიყენება მავნე თრომბების წარმოქმნის ან ზრდის თავიდან ასაცილებლად.
უმჯობესია დარიჩინის დამატება საკვებსა და სასმელში, ვიდრე დარიჩინის დანამატების ხანგრძლივი დროით მიღება, რაც შეიძლება იყოს პრობლემური და გამოიწვიოს ღვიძლის პრობლემები კუმარინის მომატებული მიღების გამო.
ნიორი
„კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად მცირე რაოდენობით ნივრის მიღება, განსაკუთრებით ახალი, უმი ნივრის, შესაძლოა სასარგებლო იყოს თრომბოზის თავიდან ასაცილებლად“.
ალიცინი, ნივრის ერთ-ერთი მთავარი აქტიური კომპონენტი, რომელიც ანიჭებს მას გამორჩეულ გემოს და არომატს და ნიორში შემავალი სხვა ფიტოკომპონენტები ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი – კიდევ ერთი ანთების საწინააღმდეგო სანელებელი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას. ჟურნალ PLoS One- ში გამოქვეყნებულ მასალაში აღინიშნებოდა, რომ ის ხელს უშლის სისხლის შედედებას თრომბოქსანის დონის შემცირებით, ჰორმონის, რომელიც იწვევს თრომბოციტების აგრეგაციას ან ერთმანეთთან შეწებებას და არტერიების შევიწროებას.
გინკგო ბილობა
კვლევებმა აჩვენა გინკგოს ძლიერი ანტითრომბოციტული თვისებები, რომელიც თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბინის აქტივობას. გინკგოს ფიბრინოლიზური ეფექტი სტრეპტოკინაზას მსგავსია და შესაძლოა ჰქონდეს მაღალი თერაპიული ღირებულება.
გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი ხელმისაწვდომია, როგორც დანამატი – ტაბლეტის ან კაფსულის სახით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
მწვანე ჩაი
მწვანე ჩაის ძლიერ ანტიოქსიდანტებს, განსაკუთრებით ეპიგალოკატექინ გალატს (EGCG), ანტითრომბოციტული და ანტიკოაგულანტური თვისებები გააჩნიათ.
“მწვანე ჩაიში შემავალი კატექინები ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. რადგან მწვანე ჩაი არის ორთქლზე დამზადებული ჩაის ფოთოლი და არა ისე დამუშავებული, როგორც შავი ჩაი ან ჩაი ულუნი, ჩაის ფოთლებისგან მეტ სარგებელს მიიღებთ ჯანმრთელობისთვის!“
მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ჩაი ძალიან სასარგებლოა, სიფრთხილეა საჭირო, თუ ანტიკოაგულანტების მიღება გიწევთ.
ომეგ -3 ცხიმოვანი მჟავები/ თევზის ქონი
ომეგა -3 დანამატების მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა და ხელი შეუშალოს სისხლის გასქელებას.
ომეგა-3 ხელს უშლის სისხლის ძალიან სწრაფ შედედებას. ამავდროულად, ომეგა-3 ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და სისხლის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
კურკუმა
„კვლევამ აჩვენა, რომ კურკუმინი, სასარგებლო პოლიფენოლი კურკუმაში, აფერხებს თრომბინს – პროტეაზას, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედებაში. ამ სანელებლის ყოველდღიური მოხმარება ხელს შეუწყობს მისი ბუნებრივი ანტიკოაგულანტის სტატუსის შენარჩუნებას“.
ვიტამინი E
E ვიტამინს აქვს შედედების საწინააღმდეგო მოქმედება და მოქმედებს როგორც ძლიერი სისხლის გამათხელებელი. E ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება, როგორიცაა ავოკადო, ნუში, ბროკოლი, მანგო, ისპანახი, მზესუმზირა და მთელი მარცვლეული, დაგეხმარებათ გულისა და სისხლძარღვების დაავადებების თავიდან აცილებაში.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.