გასაკვირი არაა, რომ ადამიანი უკვე ათასობით წლის განმავლობაში მეფუტკრეობას ეწევა. სწორედ ამ შესანიშნავი მწერების წყალობით ჩვენ გავიგეთ, რა არის თაფლი, ცვილი, მტვერი, დედა ფუტკრის რძე და, რა თქმა უნდა, პროპოლისი. თითოეულ ამ ნივთიერებას გამოყენების ათასი ფორმა აქვს და სასარგებლო თვალსაზრისით თანასწორი არ ჰყავთ.
დღეს პროპოლისის სასარგებლო თვისებების შესახებ გიამბობთ და გეტყვით, თუ როგორ გამოიყენოთ პროპოლისი ნაყენი სწორად, რომ კუჭ-ნაწლავის უსიამოვნო პრობლემები მოიშოროთ.
როგორ მივიღოთ პროპოლისის ნაყენი
ფუტკრის წებოს განსაკუთრებული წებოვანი სტრუქტურა აქვს, რომელსაც ფუტკარი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ამოცანის შესასრულებლად გამოყოფს. თუ სკაში ხვრელი გაჩნდა, ფუტკარს სიცივე არ შეაწუხებს, უბრალოდ მას პროპოლისით ამოავსებს. თუ სკაში უცხო ობიექტი აღმოჩნდება, ფუტკარი მას პროპოლისის ფენით დაფარავს და საცხოვრებელი ადგილი სტერილური დარჩება.
პროპოლისს ბუნებრივ ანტიბიოტიკს ტყუილად არ უწოდებენ. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც პროპოლისთან კონტაქტის შემდეგ გადარჩენას შეძლებდა. ეს ნივთიერება ვირუსებს და სოკოს ანადგურებს. გასაოცარი არაა, რომ პროპოლისმა არა მხოლოდ ხალხურ მედიცინაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
როგორ მივიღოთ პროპოლისი კუჭის სამკურნალოდ.
1.წყლულის დროს
20%-იანი პროპოლისის ხსნარის 30-50 წვეთი (ეს ინდივიდუალურია) 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. ეს საშუალება დღეში 3-ჯერ ყოველი საკვების მიღების წინ დალიეთ. უკვე პირველ დღეებში მდგომარეობის გაუმჯობესებას დაინახავთ: მჟავიანობა ნორმაში მოდის, გულისრევის შეგრძნება და ტკივილი მცირდება.
თუ ხსნარი არ გაქვთ, შეგიძლიათ მყარი პროპოლისი გამოიყენოთ. ამისთვის 20 გრ პროპოლისი გახეხეთ და შემდეგ 1 ჭიქა სპირტი დაასხით. თბილ ადგილას დააყენეთ. ყოველდღიურად ბუშტების რამდენჯერმე გახეთქვა არ დაგავიწყდეთ. ნაყენი გადაწურეთ და ჭამის წინ მიიღეთ.
2.გასტრიტის დროს
30%-იანი პროპოლისის ხსნარი 30-40 წვეთი მდუღარე წყალში ან თბილ რძეში გახსენით. დალიეთ 10 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე – კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. გაუმჯობესებას მეორე კვირიდან შეამჩნევთ.
შეგიძლიათ ბალახის ნაყენიც მოამზადოთ. ამისთვის 1 ს/კ ფენხელის ნაყოფი, პიტნა, ცაცხვის ყვავილები და ძირტკბილას ფესვები აიღეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და შემდეგ დაბალ ცეცხლზე 20 წუთით ადუღეთ. გაგრილება აცადეთ, შემდეგ 3 ს/კ თაფლი და 20-30 წვეთი პროპოლისის ხსნარი დაუმატეთ. დალიეთ ყოველდღიურად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
- გასტროდუოდენულის დროს
თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის ანთებით დაავადებებს მკურნალობენ იგივე პროპოლისის საშუალებით, როგორიც გასტრიტის დროს. ასევე ექიმები გირჩევენ დილა-საღამოს 1 ჩ/კ პროპოლისის თაფლი შეჭამოთ, კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა დაახლოებით 1-2 თვე.
ასევე რეკომენდებულია თხილი-პროპოლისის ნარევი: 10 გრ დაქუცმაცებულ ნიგოზს 1 ჭიქა რძე დაასხით, აადუღეთ და გადაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და 10 წვეთი პროპოლისის ხსნარი. მიღებული ნარევი ერთი დღისთვის საკმარისი იქნება. უბრალოდ ყოველი ჭამის მიღების წინ დალიეთ. უკვე პირველ დღეს სამკურნალო ეფექტს დაინახავთ.
მკურნალობის დაწყების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ ფუტკრის პროდუქტებზე ინდივიდუალური ალერგია არ გქონდეთ.