ტოქსიკური ადამიანები ჩვენს გარემოცვაში: როგორ ამოვიცნოთ ისინი

629

როდესაც ჩვენს საახლობლო წრეში ტოქსიკური ადამიანები გვყავს, ხშირად განვიცდით სტრესს, გვაქვს თავდაჯერებულობის დაკარგვის შეგრძნება და ნეგატიური განცდები. იმისათვის, რომ ასეთმა ადამიანებმა არ მოახდინონ გავლენა თქვენს განწყობასა და თვითშეფასებაზე, თქვენ უნდა შეძლოთ მათი ამოცნობა და შემდეგ მათგან თავის შორს დაჭერა.

ასეთი ადამიანების თქვენი ცხოვრებიდან გამორიცხვით, ძალიან მალე შეამჩნევთ სასიამოვნო ცვლილებებს. თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა თქვენი მადლიერი იქნება „ტოქსინების“ თავიდან აცილების გამო. ეს უდავოა.

ტოქსიკური ადამიანები: 6 ძირითადი ტიპი

შურიანი ხალხი

ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარ ცხოვრებაზე ფოკუსირება. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რა ხდება სხვებთან (და სასურველია, ეს იყოს რაიმე ცუდი). შურიან ადამიანებს არ შეუძლიათ გაიხარონ სხვისი წარმატებით, თუნდაც საყვარელი ადამიანის. ისინი ვერ იტანენ, როდესაც სხვების საქმეები მათ საქმეებზე უკეთესად მიდის. ნუ მისცემთ უფლებას მსგავს ადამიანებს, რომ გააუფასურონ თქვენი მიღწევები და გადმოანთხიონ შურის შხამი.

მანიპულატორები

ისინი, ვინც ცდილობენ გააკონტროლონ სხვისი ცხოვრება და ყველა საკუთარ თავს მოარგონ, ვერ იქნებიან ნამდვილი მეგობრები. მანიპულატორები სხვებს მხოლოდ სარგებლის მიღების მიზნით უახლოვდებიან. ისინი მარიონეტებივით მართავენ ადამიანებს. გაასუფთავეთ თქვენი გარემო მანიპულატორებისგან, რათა მათ არ ჰქონდეთ თქვენი გაკონტროლების საშუალება.

ეგოისტები

ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ გრძნობებზე, არ უნდა იყვნენ თქვენს საახლობლო წრეში. ეგოცენტრული ადამიანებისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე საკუთარი თავი იქნება. თქვენი ინტერესები, სურვილები და გამოცდილება მათთვის სრულიად არაფერს ნიშნავს. ნუ მისცემთ ეგოისტებს თქვენთან დაახლოების უფლებას, რადგან ისინი არ დაგაფასებენ.

ნეგატივის გროვები

მარადიულად პესიმისტი და წუწუნის მოყვარული ადამიანები ნამდვილი დემოტივატორები არიან, რომლებიც სხვებში თავდაჯერებულობის გრძნობას ანადგურებენ. მათი ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელია. ასეთი ადამიანები ძალიან სწრაფად გადასდებენ თავიანთ ნეგატივს სხვებს. აი, რატომ უნდა გაიქცეთ მათგან რაც შეიძლება შორს.

დამცინავები

ისინი, ვინც მიჩვეულია თქვენს წყენინებას ან შეურაცხყოფას (თუნდაც ხუმრობით), უნდა გაირიცხონ თქვენი საახლობლო წრიდან. ასეთი კრიტიკოსები, რომლებიც სხვებში გამუდმებით რაღაც ნაკლოვანებებს პოულობენ, სხვებს თავს ცუდად აგრძნობინებენ. თუ რომელიმე თქვენი ნაცნობი რეგულარულად გაყენებთ შეურაცხყოფას, თუნდაც იუმორით გაჟღენთილს, უნდა მოერიდოთ მას.

თვალთმაქცები

პიროვნებები, რომლებიც გიღიმიან და ზურგს უკან ტალახს გესვრიან, თქვენგან შორს უნდა იყვნენ. ასეთ თვალთმაქცებს თქვენთან დაახლოების საშუალება არ უნდა მისცეთ. მათგან ხომ ჭორისა და განსჯის მეტს არაფერს უნდა ელოდეთ.

მას შემდეგ, როგორც კი ამოიცნობთ ტოქსიკურ ადამიანს, შეეცადეთ ემოციურად დაშორდეთ მას. მანძილი და საზღვრები არის ის, რაც მაშინვე უნდა დაადგინოთ. ასეთი ადამიანისგან დისტანცირებით დიდ სიკეთეს გაუკეთებთ საკუთარ თავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს