”ის მოდის ჩემთან ჭეშმარიტად ჩუმი ნაბიჯებით – ქურდებიდან ყველაზე სასიამოვნო და იპარავს ჩემს აზრებს, მე კი ადგილზე ვიყინები”, – წერდა ფრიდრიხ ნიცშე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისეთ სასიცოცხლო ფუნქციაზე, როგორიცაა ძილი. მასზე პასუხისმგებელია, დაავადებებისგან, სტრესის, სიმსუქნისა და დაბერებისაგან დამცველი, ისეთი ბუნებრივი საძილე საშუალება, როგორიცაა მელატონინი, ძილის ჰორმონი.
მელატონინი: ძილის ჰორმონი
მელატონინი (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძილის ჰორმონი) მონაწილეობს სხვადასხვა ფუნქციებსა და პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სამი: მელატონინი პასუხისმგებელია ჩვენს ძილზე, სიფხიზლესა და მეტაბოლიზმზე.
მელატონინს გამოიმუშავებს გირჩისებური ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ადამიანის ტვინში. მის გამომუშავებას ასტიმულირებს სიბნელე და თრგუნავს სინათლე. სწორედ ამიტომ, შებინდებისას, ჩვენ ჩვეულებრივ გვიჩნდება დაძინების სურვილი და ვგრძნობთ ერთგვარ დაღლილობას, ხოლო დღის კაშკაშა შუქზე ჩვეულებრივ გვიჭირს დაძინება.
თუმცა ძილის ჰორმონი მელატონინი ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება არა მხოლოდ დაბნელებისას, არამედ ღამითაც (სანამ ფანჯრის მიღმა ჯერ კიდევ ბნელა, ან იმ დროს, როდესაც ჩვენი ტვინს „ჰგონია“, რომ გარეთ ღამეა).
ჩნდება გონივრული კითხვა: თუ ადამიანის სხეული ბნელ გამოქვაბულში იქნება დღის სინათლის ერთი სხივის გარეშე, გამოდის, რომ ორგანიზმს (ჰორმონ მელატონინის მუდმივი მოქმედების ქვეშ) მუდმივად ეძინება, დაბერების გარეშე და ახალგაზრდობას და მომხიბვლელ სიგამხდრეს შეინარჩუნებს?
ეს ასე არ არის. ბუნებამ იზრუნა და ასეთი შემთხვევებიც კი გაითვალისწინა. აღმოჩნდა, რომ დღე-ღამის ნათელ და ბნელ პერიოდზე რეაგირების გარდა, ჩვენს ორგანიზმს თავისი სპეციალური შინაგანი „ტაიმერიც“ გააჩნია, რომელიც არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის დროს.
თუნდაც უკიდურესი ხარისხით „ცვეთისას“ (ფიზიკური და ემოციური სტრესი, კუნთების დაძაბულობა და ა.შ.) – ანუ დაღლილობისას – ორგანიზმი დაიძინებს სიბნელეში, შესაძლოა ერთი, ან თუნდაც ორი დღის განმავლობაში. მაგრამ, ძალების აღდგენის შემდეგ, ის მაინც გაიღვიძებს, იძულებით “გაუშვებს” სიფხიზლის რეჟიმს, მიუხედავად იმისა, ფანჯრის გარეთ სიბნელეა თუ სინათლე.
ძილის ჰორმონი მელატონინი: შეადგენდა, მონაწილეობდა, შეინიშნა…
დამტკიცებულია, რომ ძილის ჰორმონი მონაწილეობს დღე-ღამის რითმების რეგულირებაში – ასე ეწოდება ძილ-ღვიძილის 24-საათიან ციკლს, რომელიც დაახლოებით შეესაბამება დღისა და ღამის ხანგრძლივობას – ასევე ორგანიზმის სხვა ფუნქციების რეგულირებაში, რომელთაგან ზოგიერთი დაკავშირებულია მეტაბოლიზმთან.
ამრიგად, მელატონინი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
- აადვილებს დაძინებას, აღადგენს ძილის რითმს;
- გააჩნია სტრესის საწინააღმდეგო თვისებები;
- ანელებს უჯრედებში დაბერების პროცესს;
- აძლიერებს ორგანიზმის დაცვას (იმუნიტეტს);
- მონაწილეობს არტერიული წნევის, კუჭ-ნაწლავის ფუნქციის და ტვინის უჯრედების ფუნქციონირების რეგულირებაში;
- აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი;
- ხსნის ზოგიერთი სახის თავის ტკივილს;
- მონაწილეობს სხეულის წონის რეგულირებაში (ასტიმულირებს ძილის დროს ზოგიერთი სხვა ჰორმონის გამომუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ცხიმების სწორად დაშლის პროცესს).
ცხოვრების შედარებით მშვიდი რიტმით (როდესაც თვეში სამჯერ არ დავფრინავთ კონტინენტიდან კონტინენტზე, არ ვმუშაობთ მაღაროში 12-15 საათის განმავლობაში, არ ვართ გატაცებული მთვარის ქვეშ სეირნობით და ა.შ. ), ჩვენი ორგანიზმი თანდათან ეჩვევა გარკვეულ ყოველდღიურ დღე-ღამის რეჟიმს და მელატონინის გამომუშავება ფაქტიურად „მუშაობს საათის მექანიზმის მსგავსად“.
ღამე მოდის, იღვიძებს… მელატონინი
მზის ჩასვლისას გირჩისებური ჯირკვალი აქტიურდება და იწყებს მელატონინის გამომუშავებას, რომელიც გამოიყოფა სისხლში. როგორც კი სისხლში ძილის ჰორმონის დონე მატულობს, ადამიანს ეძინება. მელატონინის დონე სისხლში მომატებული რჩება დაახლოებით თორმეტი საათის განმავლობაში და შემდეგ უბრუნდება დაბალ დღიურ დონეს, რომელიც კვლევების მიხედვით ძლივს შესამჩნევია.
ძილის ჰორმონი მელატონინი საკმარისი რაოდენობით გამომუშავდება მხოლოდ სრული სიბნელის პირობებში. ძილის ჰორმონის მაქსიმალური გამომუშავება ხდება შუაღამიდან დილის 4 საათამდე.
მელატონინის ნაკლებობისას
სხვადასხვა კვლევები აჩვენებს, რომ მელანინის ნაკლებობა იწვევს სწრაფ დაბერებას, ადრეული მენოპაუზით, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებით, სიმსუქნის განვითარებით და სიმსივნეების წარმოქმნით.
რა იწვევს ამ დეფიციტს? სხვადასხვა ფაქტორები, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული და აშკარაა:
- ძილი დღისით. თუმცა, არ იფიქროთ, რომ დღის განმავლობაში ძილი საზიანოა. სულაც არა! მაგრამ ძალიან სასარგებლოა დღის ძილის დროს ფარდების მჭიდროდ დახურვა ან საძილე ნიღბის გამოყენება.
- ღამით ფხიზლად ყოფნა;
- ბევრი და მძიმე საკვები ღამით;
- თეთრი ღამეების სეზონი, პოლარული დღეები და ა.შ.
- საათის სარტყლის ხშირი ცვლა და ძილის რეჟიმის დარღვევა.
ყველა ამ შემთხვევაში და ასევე ასაკთან ერთად, მელატონინზე, ორგანიზმის მრავალ პროცესზე პასუხისმგებელ ჰორმონზე მოთხოვნილება იზრდება, ამიტომ რეკომენდებულია მისი დამატებით მიღება მედიკამენტების ან საკვები დანამატების სახით.
მელატონინი და ჭარბი წონა
გარდა ამისა, ზოგიერთი დიეტოლოგი და ექიმი თავის კლიენტებს წონის დაკლების მიზნით მელატონინის შემცველი მედიკამენტების მიღებას ურჩევს. რა კავშირია ჭარბ წონასა და ძილის ჰორმონს შორის?
ძილის ჰორმონი მელატონინი არა მხოლოდ არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, არამედ ხელს უწყობს ორგანიზმში ე.წ ყავისფერი ცხიმის საკმარისი რაოდენობის შენარჩუნებას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხიმი ადამიანის ორგანიზმში არ არის ერთგვაროვანი. არის თეთრი ცხიმი – ის პასიურია და ინახება მხოლოდ დაგროვების სახით. და არის ყავისფერი ცხიმი (როგორც წესი, ის შეადგენს ზრდასრული ადამიანის სხეულის მთლიანი წონის 1%-ს) – ის აქტიურია და სწორედ ყავისფერი ცხიმის უჯრედებია პასუხისმგებელი სითბოს გაცვლაზე.
თეთრი და ყავისფერი ცხიმის მახასიათებლების შესწავლისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ორივეს უჯრედებს შეუძლიათ გარდაიქმნან თავიანთი “მსგავს” უჯრედებად. ანუ, გარკვეულ პირობებში, თეთრი, სტატიკური ცხიმი შეიძლება გადაიქცეს აქტიურ ყავისფერ ცხიმად (და ამ დროს ორგანიზმი დახარჯავს მეტ კალორიას დასვენების დროსაც კი). და პირიქით, ყავისფერ ცხიმოვან უჯრედებს შეუძლიათ დაკარგონ ცილა თერმოგენინი, რაც მათ უსარგებლო თეთრ ცხიმად აქცევს, რაც სძულს ყველა ადამიანს, რომელიც ცდილობს წონის დაკლებას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თეთრი ცხიმის ყავისფერად გარდაქმნაზე, არის სიცივე, ხოლო საპირისპირო პროცესი – ყავისფერის ნაცვლად თეთრი ცხიმის წარმოქმნა – პირდაპირ დამოკიდებულია მელატონინის დეფიციტზე. რაც უფრო ნაკლებ მელატონინს გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი, მით უფრო სწრაფად ვსუქდებით.
სწორედ ამასთან არის დაკავშირებული მტკიცებულება, რომ ძილის ნაკლებობა იწვევს სიმსუქნეს. ამავდროულად, შეინიშნება საპირისპირო კავშირიც – როდესაც ორგანიზმში მელატონინის საკმარისი რაოდენობა აღდგება, თეთრი და ყავისფერი ცხიმების თანაფარდობა თანდათან უბრუნდება ნორმას, რაც ხელს უწყობს ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას.