ზოგჯერ ყველაზე ჯანსაღ საკვებსაც კი შეუძლია ცუდად იმოქმედოს სასწორის ციფრებზე. თუ არ გსურთ ზიანი მიაყენოთ საკუთარ ფორმას, მაშინ სწრაფად გამორიცხეთ თქვენი რაციონიდან შემდეგი საშიში კომბინაციები.
ჯანსაღი და გონივრულად შერჩეული რაციონი – მთავარი ფაქტორია ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მას შემდეგაც კი, რაც წონა გაქრება და შედეგის შენარჩუნების რთული პერიოდი დაიწყება, აღარ მოგიწევთ მკაცრი დიეტური წესების დაცვა. დიეტოლოგები ამბობენ, რომ შეგიძლიათ მიირთვათ აბსოლუტურად ნებისმიერი საკვები, მთავარია ისწავლოთ მათი სწორად შეთავსება, მენიუში საშიში კომბინაციების გარეშე, რაც არამარტო დიდ ზიანს მიაყენებს თქვენს წელს და თეძოებს, არამედ გააუარესებს თქვენს ჯანმრთელობას.
ხორცი და ნახშირწყლები
მარადიული კლასიკა კარტოფილის პიურეს სახით კატლეტებთან ან ბოლონეზთან ერთად ხელს უშლის არა მხოლოდ წონის ნელ-ნელა კლებას, არამედ წონის შენარჩუნებას იმავე ნიშნულზე. პროდუქტების ეს კომბინაცია უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს ფიგურაზე, რადგან ცილების და ნახშირწყლების შეთავსება იწვევს ხანგრძლივი და აქტიური მონელების პროცესს, რაც თავის მხრივ იწვევს ძლიერ სისუსტეს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი მსუყე სადილის შემდეგ ძალიან გინდათ წამოწოლა. დაიმახსოვრეთ: შემწვარი ხორცი და ნახშირწყლების შემცველი გარნირი ნამდვილი კალორიული ბომბია, რომელიც ვნებს თქვენს თხელ წელს და ენერგიულობას.
ხორცი და კვერცხი
აღიარეთ, რომ საუზმეზე ისევ მიირთმევთ ერბოკვერცხს ან ომლეტს ბეკონით ან სოსისით? დაივიწყეთ ეს ტრადიცია, რათა ცრემლები არ წამოგივიდეთ სასწორზე ყურებისას. ყველა ეს პროდუქტი შეიცავს ცილის დიდ დოზას, რომლის მონელებას დიდი დრო სჭირდება, რაც კუჭისთვის დიდი დატვირთვაა. ენერგიის მუხტისა და დანაყრების ხანგრძლივი განცდის ნაცვლად, მიიღებთ მხოლოდ სიმძიმეს მუცელში და სწრაფად წახემსების სურვილს.
ხაჭო და ყავა
კიდევ ერთი მსუყე და ბევრისთვის საყვარელი საუზმე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოშალოთ თქვენი ცხოვრებიდან. აგიხსნით, რატომ. ხაჭო რომ სასარგებლოა, ამას ვერ უარვყოფთ. ეს პროდუქტი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებიც ენერგიით გმუხტავთ და საშუალებას გაძლევთ დიდხანს იყოთ დანაყრებული. ხაჭო დადებითად მოქმედებს თქვენი კანის, ფრჩხილების და თმის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. თუმცა, რამდენიმე ყლუპ ყავას შეუძლია მყისიერად გადაფაროს ყველა სასიამოვნო ეფექტი. საქმე ისაა, რომ კოფეინი ანადგურებს ისეთ სასარგებლო მიკროელემენტს, როგორიცაა კალციუმი და საჭმლის მონელება ამ შემთხვევაში შესამჩნევად უარესდება.
წიწიბურა და რძე
ბევრის საყვარელი კერძი – წიწიბურას ფაფა რძით – რაციონის უცვლელ ნაწილად რჩება ზრდასრულ ასაკში. გარდა სასიამოვნო გემოსი, ასეთი კერძის სარგებელი თითქოს აშკარაა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. წიწიბურა მდიდარია რკინით, რძე კი მდიდარია კალციუმით, ამიტომ მათი შერევისას ხდება ნეიტრალიზაციის რეაქცია, რაც კერძს ყველა სასარგებლო კომპონენტს აკარგვინებს. ყველას, ვისაც თაფლის ან სიროფის დამატება მოსწონს ფაფაში, ვურჩევთ, რაც შეიძლება მალე შეჩერდნენ, რათა არ ავნონ იდეალურ სილუეტს, რომელსაც ასე რთულად მიაღწიეს.
ბანანი და რძე
რძე და ბანანი ერთად ყოველთვის გემრიელია, მაგრამ სულაც არ არის ჯანსაღი და მით უმეტეს, თუ მათ ერთად თქვეფენ და რძის კოქტეილად აქცევენ. დიეტოლოგები თვლიან, რომ ეს კომბინაცია მეგატოქსიურია, რადგან კუჭში მოხვედრის შემდეგ ის იწყებს ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ხელს უშლიან საჭმლის მონელებას, რაც იწვევს სიმძიმეს, სისუსტეს და მუცლის ტკივილს.