,,სურია ნამასკარა” არის დილის ალბათ ყველაზე ცნობილი ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში. მისი სახელი კი ნიშნავს “მიმართავს მზეს.” იოგას ეს ტექნიკა აუმჯობესებს სისხლს და ლიმფურ ცირკულაციას, ზრდის მოქნილობას, აღვივებს და ტონავს ყველა კუნთს და ორგანოებს. ეს ღრმა და სულიერ ნაწილია, მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ პროცესის ფიზიკურ ნაწილზე.
დილის კომპლექსი “სურია-ნამაკარარა” შედგება 12 დინამიური ვარჯიშისგან. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სწორად. ამ ვარჯიშებს ხშირად ზაფხულში აკეთებენ, თუმცა მისი გაკეთება არასოდეს არის ზედმეტი.
,,სურია ნამასკარა” დამწყებთათვის
1. დავდგეთ სწორად: ფეხები ერთად, მუხლები გასწორებული, მენჯი გამოყვანილი. შეაერთეთ თქვენი ფეხები გულმკერდის სიმაღლეზე და რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ ღრმად.
2. ხელები აწიეთ ზემოთ და გადაიხარეთ უკან, ხოლო წელი არ ამოძრაოდ. ამ ვარჯიშის გაკეთების შემდეგ არ იმოძრაოდ და შეეცადეთ უკან არ დაიხიოთ.
3. მიიტანეთ ხელები თქვენს ფეხებთან ისე, რომ მუხლები არ მოხაროთ.
4. გაწიეთ თქვენი ფეხი წინ, გულ მკერდის პირდაპირ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
5. ხელები დააწყეთ წინ, ფეხები უკან გაწიეთ და შეართეთ. აიწიეთ ისე, რომ თითქოს თაღს აკეთებთ.
6. დაწექით იატაკზე და ღმად ჩაისუნთქეთ. ხელები მხრების გასწვრივ მოათავსეთ.
7. ფეხები იატაკზე, ხოლო ხელებით აიწიეთ. მთავარია რომ ტანის სისწორე შეინარჩუნოთ.
8. გაასწორეთ ტანი, დაეყრდენით იდაყვებს, ფეხები და წელი გაასწორეთ.
9. ამოსუნთქვის პარალელურად, თქვენი გულ-მკერდი წინ გასწიეთ და გამოიყენეთ ხელები ან თითები, რათა იატაკზე ბალანსი შეინარჩუნოთ.
10. კუნთების გასახსნელად, ხელები მიიტანეთ ფეხენთან ისე, რომ წელი და მუხლები გქონდეთ გასწორებული.
11. მოადუნეთ სხეული, ამოისუნთქეთ და გაიმეორეთ მეორე ვარჯიში.
12. მიიღეთ საწყისი პოზიცია.
სასურველია, რომ ეს ვარჯიშები გაუჩერებლად შეასრულოდ და დაუხმაროთ სუნთქვა. დამწყებებს თავიდან მისი სწორად შესრულება უჭირთ. ეს ვარჯიშები შეასრულეთ 3 ჯერ და შემდეგ, დასვენებისთვის, ზურგზე სწორად დაწექით.