ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა გადააქციოთ ჩვეულებრივი დაბალი კუდი ელეგანტურ ვარცხნილობად. ასეთი ვარცხნილობა შეგიძლიათ გაიკეთოთ სამსახურისთვის ან სადღესასწაულო წვეულებისთვის.
თუ არ იცით, როგორი ვარცხნილობა აირჩიოთ თქვენი იმიჯისთვის, მაშინ დაიცავით მინიმალიზმის პრინციპი. ჩვეულებრივი კუდი, კოსა ან გაშლილი სწორი თმა არის მომგებიანი ვარიანტი, რომელიც დაგეხმარებათ აქცენტების სწორად გადანაწილებაში და ნამდვილად მოუხდება თქვენს ლამაზ კაბას ან მაკიაჟს.
თმის ვარცხნილობა, რომელიც ზედმეტი დეტალებით არ არის გადატვირთული, უნივერსალურია: ის შეიძლება გაკეთდეს სამსახურისთვის, პაემანისთვის ან სადღესასწაულო ღონისძიებისთვის – სწორედ ამიტომ არის ის მოსახერხებელი. შესრულების სიმარტივე კი საშუალებას გაძლევთ გაიკეთოთ ვარცხნილობა დამოუკიდებლად და არ დახარჯოთ მასზე ბევრი დრო.
დღეს გიამბობთ, თუ როგორ უნდა გადააქციოთ ჩვეულებრივი დაბალი კუდი მოდურ ვარცხნილობად. ასეთი ვარცხნილობა ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ არც რომანტიზმს არის მოკლებული: ის შესაფერისია მკაცრი საოფისე ლუქებისთვის – თეთრი პერანგებითა და ქურთუკებით და ასევე ნაზი იმიჯებისთვის – კაბებითა და ყვავილოვანი პრინტებით.
თმის სტილისტმა და ბლოგერმა ანასტასია პავლოვამ საკუთარი იდეა გაგვიზიარა. მან თავის სასწავლო ვიდეოში გვაჩვენა, თუ როგორ უნდა შევქმნათ მარტივი, მაგრამ ელეგანტური ვარცხნილობა სულ რამდენიმე წუთში.
დაგვჭირდება:
- სავარცხელი;
- თმის სარჭები;
- სტაილინგის საშუალება – სურვილისებრ.
როგორ გავიმეოროთ ვარცხნილობა?
- გვერდიდან გამოყავით თმის ფენა და ნაწნავი დაწანით. ნაწნავიდან მსუბუქად გამოსწიეთ თმის ღერები, რათა მას დამატებითი მოცულობა შესძინოთ.
- იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს.
- მოათავსეთ ერთი ნაწნავი მეორეზე ისე, რომ შექმნან “X”.
- ნაწნავების ბოლოები თმის ქვეშ დამალეთ და დაამაგრეთ უხილავი თმის სარჭებით ისე, რომ მიიღოთ კუდი.
- თუ თმა დახვეული გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სტაილინგის საშუალება – მაგალითად, თმის მსუბუქი ფიქსაციის ლაქი ან სპრეი.
- ვარცხნილობა მზადაა!