მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები, თავად დოქტორ პიტერ დ’ადამოს, სისხლის ჯგუფების მიხედვით დიეტის ავტორის თქმით, ყველაზე იდუმალნი არიან. სისხლის მეოთხე ჯგუფის მიხედვით დიეტის დაცვა სულაც არ არის ადვილი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნებადართული საკვების სია არ არის დიდი და ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე არის მათი საკმაოდ ნაზი საჭმლის მომნელებელი სისტემა.
დიეტის თავისებურებები სისხლის მეოთხე ჯგუფის მიხედვით
დიეტა სისხლის მეოთხე ჯგუფის მიხედვით, ფაქტიურად “გამოცანების” დიეტაა. სწორედ ასე უწოდებენ ტიპს, რომელსაც მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს მიაკუთვნებენ. ნატუროპათები თვლიან, რომ “გამოცანები” აერთიანებს არა მხოლოდ “მიწათმოქმედებისა” და “მომთაბარეების” ძლიერ მხარეებს (და, შესაბამისად, ძლიერ იმუნიტეტს და ახალ პირობებთან და ახალ რაციონთან ადაპტაციის უნარს), არამედ მათ სისუსტეებს – მაგალითად, არასტაბილურ ნერვულ სისტემას, მიდრეკილებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ონკოლოგიისადმი.
ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ პროდუქტებზე, რომლებიც დაშვებულია და აკრძალულია სისხლის მეოთხე ჯგუფის დიეტის მიხედვით:
დიეტაში რეკომენდებული საკვების ჩამონათვალი სისხლის მეოთხე ჯგუფის მიხედვით
დიეტა სისხლის მეოთხე ჯგუფის მიხედვით ითვალისწინებს ორგანიზმის თავისებურებებს და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მიმზიდველი, გამხდარი ფიგურის შესაქმნელად, გირჩევთ შემდეგი პროდუქტების მოხმარებას:
- სოიოს პროდუქტები, განსაკუთრებით ტოფუ. ისინი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და კარგად შეიწოვება.
- თევზი და ზღვის პროდუქტები. რაციონიდან ხორცპროდუქტების გამორიცხვის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია მისი გაჯერება ალტერნატიული პროდუქტებით, რომლებიც წარმოადგენს ამინომჟავებისა და ღირებული მინერალების წყაროს. ძალიან სასარგებლოა ისეთი სახის თევზის ჭამა, როგორიცაა: თინუსი, ორაგული, კალმახი, სკუმბრია, სარდინი. ასევე მიდიები და ხიზილალა.
- რძე და რძის პროდუქტები. მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის რძე ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის სეკრეციის გაუმჯობესებას და მეტაბოლიზმის სტიმულირებას.
- მწვანე ბოსტნეული და ხილი. ვინაიდან მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანია დიეტის გაჯერება უჯრედისით მდიდარი საკვებით. ისინი აძლიერებენ პერისტალტიკას, ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას და ორგანიზმის ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას.
დიეტა სისხლის მეოთხე ჯგუფისთვის: რომელი პროდუქტებია აკრძალული?
სისხლის მეოთხე ჯგუფის დიეტას საკუთარი „შავი სია“ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ის შეიცავს პირველი ჯგუფის დიეტისთვის რეკომენდებულ საკვებს, რადგან ნატუროპათები „მონადირეებს“ და „გამოცანებს“ ერთგვარ საპირისპირო მხარეებად, მკაფიო ანტიპოდებად მიიჩნევენ. მაშ ასე, მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული:
- წითელი ხორცი და ხორცპროდუქტები. დ’ადამოს სისტემის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ „გამოცანებისთვის“, ისვე როგორც „მიწათმოქმედებისთვის“ საუკეთესოა ვეგეტარიანელობა, ხორცზე მთლიანად უარის თქმით – ამ კატეგორიის ადამიანები კარგად არ ითვისებენ მას, რითაც რისკავენ სხვადასხვა დაავადებების გამოწვევას, პირველ რიგში, კუჭ-ნაწლავთა სისტემის.
- ყველა სახის ლობიო. ეს პროდუქტი ანელებს მეტაბოლურ პროცესს და იწვევს ჰიპოგლიკემიას.
- სიმინდი, წიწიბურა, ხორბალი – იმავე მიზეზით: ისინი ანელებენ საჭმლის მონელებას და აფერხებენ საკვები ნივთიერებების შეწოვას.
- ხილი. უკუნაჩვენებია ფორთოხალი, ბანანი, ბროწეული, ხურმა, გუავა, მანგო და ქოქოსი.
- არ არის რეკომენდებული ფორთოხლის წვენის დალევა, ყველა სხვა სასმელი მიეკუთვნება ან ჯანსაღი ან ნეიტრალური პროდუქტების კატეგორიას.
- ასევე, მეოთხე ჯგუფის სისხლის დიეტაში სასარგებლოა მცირე რაოდენობით ჭვავის პურის, ბრინჯის, მშრალი წითელი ღვინისა და თითქმის ნებისმიერი კენკრის შეყვანა. თუმცა, „გამოცანა“ ადამიანების ჯანმრთელობასა და ფიგურას შეიძლება ზიანი მიაყენოს ყავამ, შავმა ჩაიმ და ტკბილმა გაზიანმა სასმელებმა, ასევე სოკომ და ყველა სახის თხილეულმა.