„მე ჩემს ბინაში გადავდივარ. შენ კი მარტივად იპოვი შენს ნამდვილ სიყვარულს!“ როდესაც წყვილს განსხვავებული პრიორიტეტები აქვს, ასეთი კავშირი განწირულია

519

ნინა და ლადო სახლიდან გამოვიდნენ და მხოლოდ მაშინ შენიშნა გოგონამ:

-ახალი პოლო გაქვს?

-დიახ, – თამამად უპასუხა მამაკაცმა. ნინა დარწმუნებული იყო, რომ ლადო კმაყოფილი იყო იმით, რომ მან ეს შენიშნა.

-სახლის პატრონს ფული მიეცი?

-რა თქმა უნდა, ნინა! პოლო ჩემი ფულით ვიყიდე. ასე რომ ყველაფერი კარგადაა.

უკვე კაფეში, სადაც მეგობრების შესახვედრად მივიდნენ, ლადომ ჰკითხა:

-შენს ბინაში საქმე როგორ მიდის?

-ნელ-ნელა. იმედი მაქვს, რომ ბინა რამდენიმე კვირაში ჩამბარდება.

-რემონტთან დაკავშირებით, გადაწყვიტე რამე?

-არა. მაგისთვის ფული საერთოდ არ მაქვს. ალბათ სესხის აღება მომიწევს.

-კრედიტი ცუდია. სამსახურში დაწინაურებას ხომ არ ელოდები?

-არ ვიცი. ან საიდან?

-გასაგებია, მაშინ მხოლოდ სესხის ვარიანტი დარჩა, – ბრძნულად თქვა ლადომ და ჭიქიდან მოსვა.

მან ვერ დაინახა, თუ როგორ შეხედა ნინამ.

რამდენიმე დღის შემდეგ მათ ისევ განიხილეს თავიანთი საყვარელი საკითხი.

-ჩემი გშურს? – იკითხა ლადომ უკვე გაცოფებულმა.

ნინაც გაბრაზებული იყო:

-არა. უბრალოდ არ მესმის, რაში გჭირდება ამდენი ტანსაცმელი.

-აბა, ფულებს მითვლი? მე მომწონს ელეგანტურად ჩაცმა და შენც არ გაწყენდა.

-მე სახლი მაქვს გასარემონტებელი და იპოთეკას ვიხდი.

-შენ თვითონ აირჩიე ეს საკრედიტო უღელი.

-რა თქმა უნდა. ბოდიში, თუ შენს კოსტიუმებს არ შევეფერები.

-კარგი რაა, რეებს ლაპარაკობ? – ჩაეხუტა ლადო გოგონას. – რომ გადავალთ, არაფრის გადახდა აღარ მოგიწევს და შეძლებ ნორმალური ტანსაცმლის შეძენას.
-სარემონტო სესხი თავისით დაიფარება?

-გეყოფა, ნორმალური სამოსისთვის ყოველთვის გამონახავ ფულს.

-მხოლოდ შენს სამყაროში, ლადო.

-მისმინე, როდის გეგმავ გადასვლას? – ჰკითხა ერთ საღამოს ლადომ ნინას.

-ორ თვეში. ბინაში თითქმის ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ ავეჯს ველოდები.

-კარგი. ვფიქრობ, კარადა მჭირდება ჩემი ტანსაცმლისთვის. შეგიძლია მითხრა, რა ზომის უნდა იყოს კარადა? – მე შევუკვეთავ.

-და შენ გადაიხდი, არა?

-რა თქმა უნდა. ეს ხომ ჩემი ნივთებისთვისაა!

-კარგი, ზომებს გამოგიგზავნი.

-გმადლობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კომფორტული კარადა მქონდეს.

ნინას წარბები შუბლზე აუვარდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

თვენახევრის შემდეგ

ლადო ფაქტიურად შეიჭრა ბინაში. უფრო სწორედ, ჯერ მაღაზიის ჩანთები შეიჭრა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა მათი მფლობელი.

რაღაცა უშლიდა ხელს შესვლაში, მაგრამ ლადო ვერაფერს ხედავდა ჩანთების მიღმა.

ბოლოს, როგორც იქნა, შეეტია და მაშინვე წააწყდა უზარმაზარ ჩემოდანს.

-ხომ არ იცი, ვინმე გადადის? – დაიწყო მამაკაცმა, მაგრამ მაშინვე გაჩერდა.

ნინა ჩაცმული იდგა ორი დიდი ჩანთით მკლავქვეშ. ერთი ხელით კი სწორედ იმ ჩემოდნის სახელური ეჭირა.

ლადომ ფრთხილად დადო თავისი ჩანთები იატაკზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჰკითხა:

-სად მიდიხარ? ეს შენ… შენი სატვირთო მანქანაა? რა ხდება აქ?

-მე გადავდივარ. ჩემს ბინაში. რემონტი დასრულდა და, ბოლოს და ბოლოს, შემიძლია ჩემს ბინაში გადასვლა. სესხებს ასე უფრო მარტივად დავფარავ.

-მოიცადე, მე არ მეპატიჟები?

-სად? ახალმოსახლეობაზე? შენ ხომ არ გიყვარს წვეულებები და საჩუქრებზე ფულის დახარჯვა.

-შენთან საცხოვრებლად! ნინა, რას აკეთებ? ჩვენ ორი წელია ერთად ვცხოვრობთ.

-არა, ერთად არ გვიცხოვრია, მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ვიყავით. ეს სხვადასხვა რამეა. მაგრამ არ ინერვიულო: აგერ, როგორი მდიდრული სამოსი გაქვს. ამ სამოსით მარტივად იპოვი შენს ნამდვილ სიყვარულს.

-მაგრამ… მე ვერ გავიგე, რა მოხდა? მე ხომ კარადა ვიყიდე ჩემი ნივთებისთვის. ფული გადავიხადე. დიდი ფული, სხვათა შორის!

-მე სულ სხვა კარადა შევუკვეთე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბინაში არასდროს მოხვიდოდი. ამიტომ მშვიდად ჩავანაცვლე სხვა კარადით. შენი ისევ აივანზე დევს. წაღებას თუ გადაწყვეტ, მომწერე.

-მაგრამ ჩვენ ხომ წყვილი ვართ! შენს სახლში ვაპირებდით გადასვლას. შენ გინდოდა, რომ ერთად გვეცხოვრა.

-ლადო, გაიღვიძე. ამ ბინაში ერთი გროშიც არ ჩაგიდია. არც რემონტის ფულით დამხმარებიხარ. მხოლოდ კარადა შეუკვეთე, შენთვის. და ამ ყველაფრის შემდეგ იმედოვნებდი, რომ ჩემს ბინაში დაგასახლებდი?

-მაგრამ ჩვენ…

-„ჩვენ“ აღარ არსებობს. და არც არასდროს ყოფილა. კარგი, წავედი. მტვირთავები მელოდებიან. ნუ დაიკარგები, დამირეკე, მომწერე. და არ დაგავიწყდეს ბინის ქირის გადახდა. ის ხომ შენზეა დარეგისტრირებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს