კანის დატენიანება თითოეულ ჩვენგანს სჭირდება, მიუხედავად კანის ტიპისა და მდგომარეობისა. კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების ბაზარი გადატვირთულია სხვადასხვა სახის პროდუქტებით ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ კოსმეტოლოგის რჩევებს, რომელმაც გვიამბო, თუ როგორ უნდა დავატენიანოთ კანი სწორად.
ოლგა პეტრუნინა არის კოსმეტოლოგი, რომელსაც აქვს საკუთარი ბლოგი Instagram-ზე, სადაც 200 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ოლგამ გვიამბო, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი კანი იყოს დატენიანებული და ჯანსაღად გამოიყურებოდეს.
10 რჩევა კანის დასატენიანებლად:
- აირჩიეთ სწორი წყვილი: „სახის დასაბანი + ტონიკი“. აირჩიეთ დამატენიანებელი ტონიკი, რომელიც არ შეიცავს ეთილის სპირტს. გაიწმინდეთ სახე დღეში ორჯერ: დილით და საღამოს დაბანის შემდეგ. გამწმენდი საშუალების შემადგენლობაში უნდა იყოს ზედაპირული წმენდის კომპონენტები. არ აირჩიოთ პროდუქტი “მშრალი კანისთვის”. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შემადგენლობას, აგრესიული ნივთიერებები უნდა იყოს მითითებული შემადგენლობის ბოლოს, რადგან ისინი ანადგურებს კანის ლიპიდურ ბარიერს.
- არ გამოიყენოთ სახის ზეთი ყოველდღიურად. ერთჯერადი გამოყენებისას ზეთს შეუძლია კარგი ეფექტის მოცემა, მაგრამ ყოველდღიური გამოყენებისას კანის მეტაბოლური პროცესები ნელდება და ხდება დეჰიდრატაცია.
- დროდადრო გადახედეთ კანის მოვლის საშუალებებს, შესაძლოა ის მოითხოვდეს მეტ კრემს ან მეტ კვებას.
- გამოიყენეთ ხილის ექსტრაქტებზე დაფუძნებული ენზიმური პილინგები. მნიშვნელოვანია პროცედურის გამეორება ყოველკვირეულად, რათა მოიშოროთ კანის მკვდარი უჯრედები. მოერიდეთ სკრაბების გამოყენებას, რადგან სკრაბი აზიანებს კანს.
- ყოველდღიურად წაისვით დამცავი კრემი. შეარჩიეთ კრემი თქვენი კანის ტიპისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად და ასევე სეზონისა და ცხოვრების სტილის მიხედვით.
- არ დაივიწყოთ მზისგან დამცავი საშუალებები, განსაკუთრებით თუ აქტიური მზის ქვეშ ატარებთ დიდ დროს.
- შრატები და ნიღბები შესაფერისია კანის მყისიერი დატენიანებისთვის. შრატების გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, წაისვით კრემის ქვეშ. ნიღბები უნდა გამოიყენოთ კვირაში 1-2-ჯერ. დაიმახსოვრეთ, თუ ერთ-ერთი ნიღაბი გამწმენდია, მაშინ მეორე უნდა იყოს დამატენიანებელი.
- დალიეთ საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი. საშუალოდ 1-2 ლიტრი დღეში.
- აკონტროლეთ სწორი და სასარგებლო ცხიმების რაოდენობა თქვენს რაციონში. ყველაზე მეტ მონოუჯერ ცხიმებს შეიცავს ავოკადო, ნუში, სელისა და ჩიას თესლები და ნიგოზი.
- დაატენიანეთ ოთახის მშრალი ჰაერი. ამის გაკეთების უმარტივესი გზებია: განიავება და სველი წმენდა, შიდა მცენარეები და სპრეის ბოთლის გამოყენება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს