22 წლის გოგონა აგვისტოს ბოლოს გაუჩინარდა. იგი საქმროსთან ერთად გაემგზავრა სამოგზაუროდ, რომელმაც უარი თქვა პატარძლის გაუჩინარების მიზეზის ახსნაზე.
გაბი პეტიტო პოპულარული მოგზაური-ბლოგერია. რამდენიმე წლის განმავლობაში გოგონა აქვეყნებდა ყოველდღიურ ფოტოებს მრავალი მოგზაურობიდან და გამომწერებს უზიარებდა ყველაზე საინტერესო ფაქტებს მოგზაურთა ცხოვრების შესახებ.
სოციალური მედიის ვარსკვლავს ჰყავდა შეყვარებული და დაქორწინებას გეგმავდა. ბიჭი სიამოვნებით უღებდა ფოტოებს თავის შეყვარებულს ულამაზესი ხედების ფონზე, მაგრამ თავად იშვიათად ჩნდებოდა ფოტოებზე.
გაბის და ბრაიანის ბოლო მოგზაურობა იყო ვაიომინგში გამგზავრება. იქ დატრიალდა ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა – მისი ცხედარი ბრიჯერ-ტეტონის ეროვნულ პარკში იპოვეს.
ბლოგერის გარდაცვალება დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა საიდუმლოებებით, ჭორებითა და ვარაუდებით იყო მოცული. ცნობილია, რომ გოგონა 2021 წლის აგვისტოს ბოლოს გაუჩინარდა, ხოლო მისი საქმრო 1 სექტემბერს მარტო დაბრუნდა ფლორიდაში, საკუთარ სახლში. მამაკაცი უარს აცხადებდა ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის აეხსნა, სად გაქრა გაბი. 10 დღის შემდეგ ის ქალაქიდან გაიქცა.
ამბობენ, რომ ბოლო დროს გაბი და ბრაიანი ბევრს კამათობენ და მოგზაურობისას კონფლიქტები გახშირდა. ერთხელ პოლიციაც კი ჩაერია სკანდალის მოსაგვარებლად, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
როგორც პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ, გაბიმ აუხსნა მათ, რომ გაუთავებელი ჩხუბის ფონზე იგი შფოთიანი და გაღიზიანებული გახდა და ამიტომ ის და ბრაიანი ტურის ცალ-ცალკე გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავდნენ. ამასთან, ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ უყვართ ერთმანეთი და არავითარი ბრალის წაყენებას არ აპირებდნენ.
ბლოგერის მშობლების თქმით, ბოლო საუბარი ქალიშვილთან 24 აგვისტოს შედგა. ამ დღესვე გამოაქვეყნა მან ბოლო ფოტო.
ამის შემდეგ გაბი აღარავის უნახავს. თუმცა დედამისი ისევ ღებულობდა შეტყობინებებს ქალიშვილის ტელეფონიდან. ბოლო 30 აგვისტოს მიიღო. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ეროვნულ პარკში კავშირი არ იყო და ამიტომ მოგვიანებით დარეკავდა. ბლოგერის დედა დარწმუნებულია, რომ ეს პატარა ტექსტი გაბის დაწერილი არ იყო.
მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა გაბის დაკარგვის შესახებ განაცხადეს, პოლიცია ცდილობდა მის საქმროსთან დაკავშირებას, მაგრამ ის არ პასუხობდა.
„ჩემი გამოცდილებით, ახლო პარტნიორები ხშირად არიან პირველი ეჭვმიტანილები სამართალდამცველებისთვის ასეთ სიტუაციებში. და სტანდარტული გაფრთხილება „ყველაფერი რასაც იტყვით, გამოყენებულ იქნება თქვენს საწინააღმდეგოდ“ სწორია, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ჩემს კლიენტს რაიმე კავშირი მის პეტიტოს გაუჩინარებასთან“, – განმარტა ბრაიანის ადვოკატმა.
ბრაიანი მაშინვე გაუჩინარდა, როგორ კი პოლიციამ ის მკვლელობის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად დაასახელა. გოგონას გარდაცვალება ძალადობრივად შეფასდა და მისი საქმროზე ძებნა გამოცხადდა.
ინტერნეტ-საზოგადოება თავს დაესხა ეჭვმიტანილის სოციალურ ქსელებს.
„სად არის გაბი?”, „არ გრცხვენია? „მეზიზღება შენნაირი ხალხი!!!“, „ასე გამოიყურება მკვლელი!“ – წერდნენ კომენტატორები.
თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგო იყო – ერთი თვის შემდეგ, რაც გაბის ცხედარი აღმოაჩინეს, მშობლების სახლიდან არც თუ ისე შორს, იპოვეს ბრაიან ლაუნდრი, რომელსაც ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. FBI-მ ასევე იპოვა მამაკაცის პირადი დღიური, რომელშიც ის აღიარებდა იმას, რაც ჩაიდინა – სწორედ მან დაახრჩო შეყვარებული.
გაბის გაუჩინარების შემდეგ, არა მხოლოდ პოლიციამ და FBI-მ, არამედ სოციალური მედიის მომხმარებლებმაც დაიწყეს 22 წლის მოგზაურის ძებნა. ინტერნეტ-დეტექტივებმა 77 ათასი დოლარიც კი შეაგროვეს, რაც მის ძებნას მოხმარდა. TikTok-ზე ვიდეოებმა ჰეშთეგით #gabbypetito უკვე 800 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და ახლა მის სოციალურ ქსელს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს – თუმცა 2021 წლის 15 სექტემბერს, გამომწერთა რიცხვი დაახლოებით 50 ათასი იყო.
ამ დღეების განმავლობაში პოლიციამ და გაბის მიმდევრებმა მოახერხეს რამდენიმე თვითმხილველის ისტორიების შეგროვება, რომლებიც ბლოგერსა და მის საქმროს გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვდნენ.
მაგალითად, TikTok-ის პოპულარულმა ბლოგერმა მირანდა ბეიკერმა განაცხადა, რომ 29 აგვისტოს მან პირადად დაიმგზავრა ბრაიანი ვაიომინგში. გოგონას თქმით, ის მას იმ ადგილიდან არც ისე მოშორებით ჩაუჯდა მანქანაში, სადაც მოგვიანებით გაბის ცხედარი იპოვეს. მან მაშინვე შესთავაზა მათ მგზავრობაში 200 დოლარი, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიდა მანქანიდან, როდესაც გაიგო, რომ ისინი იქ არ მიდიოდნენ, სადაც მას ეგონა.