სხვადასხვა დროში, მერცხლებს ყოველგვარი სიკეთის წარმომადგენლებად და ასევე ბოროტი ძალების მატარებლებად მიიჩნევდნენ. ზოგადად, ყველა ნიშანი მხოლოდ ერთ რამეში იყო მსგავსი: ეს ჩიტები არასდროს ირჩევენ ცუდ ადგილს, ბოროტი ადამიანების გვერდით. სლავურ კულტურაში სჯერათ, რომ მერცხლები იქ იშენებენ ბუდეს, სადაც მეგობრულ და დადებით ენერგიას გრძნობენ.
საბერძნეთში მერცხლები მართლაც წმინდა ფრინველები არიან, რომლებსაც ხალხისთვის სიხარული და წარმატება მოაქვთ. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით, მერცხლის ბუდეები იცავს სახლს ელვისგან, ნგრევისა და ხანძრისგან. თუმცა, ირლანდიურ ლეგენდას თუ გავიხსენებთ, მერცხლებად აქცევდნენ ხოლმე ელფების მსახურებს, რომლებიც ბავშვებს იტაცებდნენ. რა არის სიმართლე და რა გამოგონილი ამბავი, ამას ვივიენის დღევანდელ სტატიაში გავარკვევთ.
რას ნიშნავს, თუ მერცხლები ბუდეს სახლში იშენებენ: ხალხური რწმენა
ბევრი უძველესი ლეგენდა დაკავშირებულია ფრინველებთან, მაგრამ უფრო ხშირად მერცხალებთან – მოქნილ შავ ფრინველებთან. ადრე ადამიანები ყურადღებით აკვირდებოდნენ ბუნებრივ მოვლენებს და ადვილად ხსნიდნენ, რატომ იშენებენ მერცხლები ბუდეებს ჩვენი სახურავების ქვეშ და რა ნიშნებია დაკავშირებული ამასთან.
- მერცხალმა ბუდისთვის ადგილი თქვენი ფანჯრის გვერდით აირჩია – ყველაფერი კარგადაა. თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება. გაუთხოვარი გოგონებისთვის ასეთი მოვლენა ბედნიერი ქორწინების საწინდარი იყო.
- მერცხლებმა ბუდე აიშენეს დამხმარე შენობაში ან ავტოფარეხში – წარმატების საწინდარია საქმეებში ან სამსახურში.
- მერცხლის ბუდის დანგრევა – დიდი უბედურების მანიშნებელია. თუ ბუდეში ბარტყები იყვნენ, ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ელოდეთ.
- ჩიტების შეშინება ან განდევნა – ნიშნავს ნებაყოფლობითი უარის თქმას საკუთარ ბედნიერებაზე.
- თუ მერცხლებმა დაუმთავრებელი ბუდე მიატოვეს, ფრთხილად უნდა იყოთ. შესაძლოა, უბედურება გიახლოვდებოდეთ. მაგრამ არ გამოგრჩეთ უფრო სავარაუდო ვერსია: ბარტყები უბრალოდ გაფრინდნენ.
- გერმანელებს სჯერათ, რომ თუ სახლში არაკეთილმოსურნე შემოვა, ჩიტები მაშინვე ხმაურს ატეხენ. უძველესი ლეგენდების მიხედვით, ჩიტების ხმაური ცუდ ადამიანს თავს ატკივებს.
- იშვიათ შემთხვევებში, მერცხლები სახლში აღწევენ და ბუდის აშენებას პირდაპირ სახლში იწყებენ. თუ შესაძლებელია, ხელი არ შეუშალოთ მათ, განსაკუთრებით თუ მშენებლობა უკვე დასრულებულია. ჩიტები ადამიანების მიმართ ლოიალურები არიან და მოსწონთ ასეთი სამეზობლო. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ბარტყების კვების პროცესს და ამავდროულად მოიცილოთ მავნებლები და მწერები.
- მერცხლები აქტიურად იშენებენ ბუდეს – ცხოვრებაში ბედნიერ ცვლილებებს ელოდეთ. თუ თქვენ ან თქვენს ოჯახს რთული პერიოდი გქონდათ, ის მალე დასრულდება.
რა ვუყოთ მიტოვებულ ბუდეს
მერცხლები ბუდებს იშენებენ ბუმბულით, თიხით და ნებისმიერი სხვა ხელმისაწვდომი მასალით – ჩალით, თივით, წვრილი ტოტებით. შიგნით არის ნაზი და რბილი ბუმბული.
ჩვენს მხარეში მერცხლების ბუდეები საკვებად უვარგისია, რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთზე. ერთ-ერთ პროვინციაში არის მერცხლის გარკვეული სახეობა, რომელიც ბუდეების ასაშენებლად ნერწყვს იყენებს. სწორედ ამ ბუდეებს მოიპოვებენ ყველაზე გაბედული მთამსვლელები და გამოცდილ ჩინელ მზარეულებთან მიაქვთ. ითვლება, რომ ასეთი დელიკატესი აღადგენს ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას და აუმჯობესებს მამაკაცის პოტენციას. საკმაოდ უგემურია, ამიტომ მისი მირთმევით სიამოვნების მიღება ძნელია.
მას შემდეგ, რაც ფრინველები გაფრინდებიან, მიტოვებული ბუდე შეიძლება უპრობლემოდ მოიხსნას. თუმცა, შეგიძლიათ დატოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის და ჩიტები შეძლებენ, რომ ძველ ადგილს დაუბრუნდნენ. ზოგიერთ რაიონში ბუდეებიდან თიხას სხვადასხვა სამკურნალო მიზნებისთვის იყენებენ – კომპრესებისთვის, რევმატიზმისა და ართრიტების სამკურნალოდ. ბუდეებს აქუცმაცებენ და მიღებულ ფხვნილს პაციენტის საკვებს უმატებენ.
ნიშნების უმეტესობა გვეუბნება, რომ ჩიტის ბუდეს უმჯობესია არ შევეხოთ (თუნდაც მიტოვებულს). ასეთი ბუდის ქვა სახლში წარმატებას მოიზიდავს და მას გაჭირვებისა და უბედურებისაგან დაიცავს.