თუ ყოველ დილით ზუსტად 2 წუთს ამ დავალებას დაუთმობთ, ფული მდინარესავით მოვა

1121

თითოეული ადამიანი თავად ქმნის საკუთარ მომავალს. ჩვენ ჩვენივე ფიქრებით ვაპროგრამებთ ცხოვრებაში მოვლენების განვითარებას. დილით, როცა ვიღვიძებთ, უკვე მომავალ დღეზე უნდა ვიფიქროთ. რა უნდა გავაკეთოთ ყოველ დილით, რომ დღემ პოზიტივი და წარმატებები მოგვიტანოს? რომელი ფეხით უნდა ავდგეთ საწოლიდან, რომ წარმატებით მოვაგვაროთ საკითხები და განვახორციელოთ საქმეები? პირველ რიგში რა მიმართულებით უნდა გავიჭიმოთ, რომ სასიკეთო იყოს ჯანმრთელობისა და სიძლიერისათვის?

რა უნდა გააკეთოთ ყოველ დილით

თითოეული ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედს. იმ მოვლენების დაახლოებით 90%, რაც უკვე მოხდა ან ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ თვითონ დავაპროგრამეთ.

თავად გადავწყვიტეთ ასე. ამიტომ, არავინ უნდა დავადანაშაულოთ საკუთარ წარუმატებლობასა თუ შეცდომებში. თავად უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და გზა განვაგრძოთ. ყოველ დილით გაღვიძებისას თავად ვაყალიბებთ აზრებს ახალი დღისთვის.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვაწყობთ ჩვენს გონებას. რა ამოცანებს დავუსახავთ მას? ოდესღაც სახლი, რომელშიც ცხოვრობ და ტექნიკა, რომელსაც იყენებ, მხოლოდ ფიქრი იყო. ვიღაცამ მოიფიქრა და გადაწყვიტა, რომ საკუთარი აზრები რეალობად ექცია. ასე გაჩნდა მანქანები, ჩაიდნები და მრავალი სხვა. იმისათვის, რომ მხატვარმა დახატოს სურათი, ის ჯერ მის ფიქრებში უნდა გაჩნდეს.

იგივეა ახალი დღის ფიქრების შემთხვევაშიც. იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს წარმატებული, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი წარმატება ჩვენს გონებაში. მაშინ საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა რომელი ფეხით ადგები საწოლიდან. მთავარია, საკუთარ თავში და საკუთარ შესაძლებლობებში იყო დარწმუნებული. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ვარჯიშს აკეთებთ დილით და რომელი მიმართულებით იქნება პირველი გადახრა. მთავარი ის არის, რომ თქვენ იმოქმედოთ გადამწყვეტად და მიზანმიმართულად. კარგი განწყობა, რომლითაც დილით ვიღვიძებთ, გვმუხტავს ენერგიით და პოზიტიური აზრებით. ჩვენი განწყობა პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენზე.

სწორი ოცნებები გვაბედნიერებს

ანუ, თუ გინდა, რომ ბედნიერი ადამიანი იყო, მაშინ შენი განწყობა დადებითი უნდა გქონდეს. გაუღიმეთ საკუთარ თავს სარკეში, შეაქეთ საკუთარი თავი. თქვენ ხართ ყველაფრის მთავარი შემოქმედი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. ასევე შეგიძლიათ ფანჯარასთან დადგეთ ან აივანზე გახვიდეთ, სახე მზისკენ მიაპყროთ და რაიმე კარგზე იფიქროთ. იგრძნოთ, როგორ გათბობთ დილის მზის ნაზი სხივები, როგორ გჩუქნით საკუთარ სითბოს და სინაზეს. იოცნებეთ ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებებზე და გეგმებზე, რომლებიც თავში მოგდით. შეეცადეთ დაინახოთ თქვენი მომავალი, სადაც უკვე ფლობთ იმას, რაზეც ოცნებობთ.

შესაძლოა, გსურთ საკუთარი თავის ნახვა ახალ სამუშაო ადგილზე ან საკუთარ მანქანაში. იქნებ შედიხართ თქვენს ახალ მყუდრო სახლში, ან იქნებ თვითმფრინავის ტრაპზე ადიხართ და რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მიფრინავთ. დააფიქსირეთ ყველა ეს სურათი თქვენს თავში, ისევ მზისკენ მიბრუნებით და თქვით: ”როგორც მზისგან სითბო, ასე ჩემი აზრებისგან ოქრო, ვერცხლი და ყველა სახის სიკეთე“.

ეცადეთ, ასეთი სიტყვები წარმოთქვათ მინიმუმ 10 დღის განმავლობაში და ნახავთ, როგორ იწყებს თქვენი ცხოვრება შეცვლას, როგორ გაქრება ნეგატივი და ცუდი აზრები. თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობების კარები გაიხსნება. თქვენი აზრები გახდება ნათელი, კეთილი და სასიკეთო. ზუსტად მიხვდებით, რა გსურთ ცხოვრებაში და დაიწყებთ მის რეალიზებას. ჩვენი აზრები მატერიალურია. და როცა სწორად აზროვნებას ვისწავლით, ვისწავლით ცხოვრებიდან სწორედ იმის მიღებას, რაც გვჭირდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს