სტაფილოს წვენი ზამთრისთვის: 2 რეცეპტი წვენსაწურის გარეშე

540

წვენსაწურის უქონლობა – ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ზამთრისთვის არ ამზადებთ გემრიელ სტაფილოს წვენს? ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ამ ვიტამინებით სავსე სასმელის მომზადების ორ შესანიშნავ ხერხს, რომლებიც არ საჭიროებს სპეციალური მოწყობილობის გამოყენებას.

ამ ორი რეცეპტის წყალობით, ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დალიოთ ეს ჯანსაღი და არომატული სასმელი. გარდა ამისა, ის არა მხოლოდ წყურვილს მოგიკლავთ, არამედ ორგანიზმსაც დაეხმარება. ბუნებრივი სტაფილოს წვენი ხელს უწყობს მხედველობისა და კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ზრდის იმუნური სისტემის დამცავ თვისებებს. საოცრება არ არის?

როგორ მოვამზადოთ სტაფილოს წვენი ზამთრისთვის (წვენსაწურის გარეშე)

რეცეპტი შაქრით

საჭირო ინგრედიენტები:

  • 3 კგ ახალი სტაფილო;
  • 1 დიდი ლიმონი;
  • 0,5 ლ სუფთა წყალი;
  • 3 ს.კ შაქარი.

მომზადების წესი:

  • ქილებს კარგად ვრეცხავთ და ნებისმიერი მოსახერხებელი გზით ვასტერილებთ. ვამუშავებთ თავსახურებს.
  • სტაფილოს ვაშორებთ კანს. ბოსტნეულს ვხეხავთ წვრილ სახეხზე. შემდეგ ვათავსებთ რამდენიმე ფენად დაკეცილ მარლაში. სტაფილოს წვენს ვწურავთ დიდ ჭურჭელში.
  • კარგად ვრეცხავთ ლიმონს სოდის გამოყენებით. მის ცედრას ვხეხავთ წვრილ სახეხზე. ვწურავთ ციტრუსის წვენს და ვამატებთ სტაფილოს.
  • მიღებულ წვენს ვამატებთ სუფთა წყალს. ვყრით შაქარს. კარგად ვურევთ და ქვაბს გაზქურაზე ვათავსებთ.
  • წვენი მიგვყავს ადუღებამდე. ვხარშავთ 5 წუთის განმავლობაში, პერიოდულად ვაშორებთ ქაფს. შემდეგ ცხელ სასმელს ვასხამთ სტერილიზებულ მინის ქილებში.
  • ქილებს ვხუფავთ, თავდაყირა ვათავსებთ და ვფუთავთ თბილი ქსოვილით. ვაცდით, სანამ არ გაგრილდება ოთახის ტემპერატურამდე. 2 ლიტრი არომატული წვენი მზად არის!

უშაქრო რეცეპტი

  • საჭირო ინგრედიენტები:
  • 2.3 კგ ტკბილი სტაფილო;
  • 2 კგ ვაშლი;
  • 700 მლ წყალი.

მომზადების წესი:

  • სტაფილოს მოაშორეთ კანი დანით ან ბოსტნეულის სათლელით. დაჭერით იგი ნაჭრებად. გაფცქვენით ვაშლი. მოაშორეთ ყუნწები და გული. დაჭერით ისევე, როგორც სტაფილო.
  • ბოსტნეულს და ხილს ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ვათავსებთ მძლავრ ბლენდერში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა პიურეს ვათავსებთ საწურზე, რომელზედაც მარლაა დაფენილი. წვენს ვწურავთ ქვაბში.
  • მიღებულ სითხეს ვამატებთ მდუღარე წყალს და ვურევთ. წვენს ვათავებთ გაზქურაზე და მიგვყავს ადუღებამდე. ვადუღებთ ზომიერ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, ვურევთ და ვიღებთ წარმოქმნილ ქაფს.
  • ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში ვასტერილებთ შუშის ქილებს ან ბოთლებს. ვამუშავებთ თავსახურებს.
  • ცხელ წვენს ქილებში ვასხამთ და მჭიდროდ ვაფარებთ თავსახურებს. ვტოვებთ სამზარეულოში სრულ გაგრილებამდე. სტაფილოსა და ვაშლის წვენი მზად არის!

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წვნიანი და ტკბილი სტაფილო საუკეთესოა ასეთი ჯანსაღი და წარმოუდგენლად არომატული სასმელის მოსამზადებლად. ცივ სეზონზე, მისი დახმარებით შეძლებთ ორგანიზმში ვიტამინების დონის შევსებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს