წვნიანში ხახვის ნაფცქვენს ვყრი, ახლა თქვენც ასე მოიქცევით

1184

სიტყვა “ნაფცქვენი” თავისთავად ნიშნავს ნაგავს. გასაკვირი არ არის, რომ ათასობით დიასახლისი მას მაშინვე ნაგვის ურნაში ყრის. ამაოდ! ხახვის ნაფცქვენის გამოყენება უამრავ რამეში შეგვიძლია. მათი დახმარებით შეგიძლიათ უმკურნალოთ დაავადებებს, დაუმატოთ საკვებს, როგორც ვიტამინებისა და მინერალების წყარო, გაანოყიეროთ თქვენი ბაღი და მავნებლებსაც კი ებრძოლოთ! ახლა კი მეცნიერები ამბობენ, რომ ხახვის ნაფცქვენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც მომავალში კიბოს დამარცხების საშუალებას მოგვცემს. ბუნებრივი პანაცეა!

ხახვის ნაფცქვენი და მისი გამოყენება

გაკვეთილები წინაპრებისგან

ხახვის ნაფცქვენის პატივისცემა ბებიამ მასწავლა. ის მას ყველაფერს ამატებდა, წვნიანს, ჩაშუშულ ხორცს და ჩაისაც კი! აღვნიშნავ, რომ თავისი რეცეპტების ნიუანსები მან მხოლოდ მე გამანდო, როდესაც ნახა, რომ მზად ვიყავი მის მოსასმენად. დანარჩენები კი ჭამდნენ, სვამდნენ და ბებიას კერძებს აქებდნენ!

ჩაიში, წვნიანში ან ხორცში ხახვის კანი სასარგებლოა, პირველ რიგში, კვერცეტინის გამო, პიგმენტის, რომელიც უზრუნველყოფს მის კაშკაშა ფერს და ჩვენს შემთხვევაში კი – ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. სარგებლის მისაღებად მისი ჭამა საჭირო არ არის! კვერცეტინის ყველა სარგებელი გადაეცემა სითხეს, რომელშიც ნაფცქვენი მოიხარშება.

სასმელი მცოდნეებისთვის

ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა ხახვის ჩაი. სამი ხახვის კანს დაასხით ორი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. როცა წყალი დამახასიათებელ ქარვისფერ შეფერილობას მიიღებს, ნაფცქვენი ამოიღეთ, შემდეგ სითხე რამდენჯერმე გადაწურეთ და ჩაამატეთ ჩაი. შედეგად, მიიღებთ სამკურნალო ელექსირს, რომელიც გემოთი ხახვს აღარ ჰგავს!

სამედიცინო გამოყენება

ხახვი მარტივად უმკლავდება შეშუპებას, რევმატიზმს, ალოპეციას და ქერტლს. პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მტკივნეული ადგილის პერიოდული შეზელვით გარეცხილი, მაგრამ გაუსუფთავებელი ხახვით. მარლის კომპრესი დაჭრილი ხახვით აქრობს ანთებით პროცესებს. ასევე შეგიძლიათ ხახვი წაისვათ კელას ნაკბენ ადგილზე, რათ დაუყოვნებლივ მოიცილოთ როგორც შეშუპება, ასევე დისკომფორტი!

უმარტივესი ბაქტერიციდი

ხახვის დიდი რგოლები, აკურატულად მოთავსებული წინდებში ფეხის შუაში, ეხმარება სხეულს სწრაფად გაუმკლავდეს გაციებას. ხახვის წვენი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ კანის მეშვეობით და მისი ბაქტერიციდული თვისებები მყისიერად გაუმკლავდება გაციების მიზეზს. ეს უნდა გაკეთდეს ყოველდღე სრულ გამოჯანმრთელებამდე.

სიგამხდრისთვის

მათთვის, ვინც წონის დაკლებას ცდილობს, ხახვით მომზადებული კერძები შესანიშნავი ვარიანტია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხახვის წვნიანი. იმისდა მიუხედავად, რომ ეს ბოსტნეული საკმარის შაქარს შეიცავს, დიეტოლოგები ყოველთვის უშვებენ ხახვის მირთმევას თავის პაციენტებს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხახვის დიეტა სწრაფად “წვავს” ზედმეტ ცხიმს, რაც ადამიანს დიდი ხნის ნანატრი შედეგს აძლევს.

დახმარება სახლის საქმეებში

გარდა ამისა, ხახვი შესანიშნავად გამოადგებათ დიასახლისებს ნივთების მოწესრიგებაში. ჭუჭყი და მიმწვარი ცხიმი ჭურჭელზე, რომელსაც ვერ ერევა სარეცხი საშუალებები, ვერ შეეწინააღმდეგება ახლად დაჭრილ ხახვს. ხახვი ასევე აშორებს ტანსაცმელზე ოფლის ლაქებს. ხახვის წვენი წაუსვით ლაქას, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და გარეცხეთ – ლაქა გაქრება! როგორც ხედავთ, როგორც ხახვის ნაფცქვენი, ასევე თავად ხახვი უამრავ შემთხვევაში გამოგადგებათ. ბებია მართალს ამბობდა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს