როგორ დავრგოთ ნიორი შემოდგომაზე: ყველა ნიუანსი

761

ყველა მებოსტნეს ერთი ოცნება აქვს – მაღალი ხარისხის და უხვი მოსავალი. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, არ გამოტოვოთ ეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დარგოთ ნიორი შემოდგომაზე. მნიშვნელოვანია მხოლოდ სწორად დარგვის ყველა ნიუანსის გათვალისწინება. ამ შემთხვევაში ნივრის თავები ვაშლის ზომის გაიზრდება.

იმისათვის, რომ თავები მართლაც დიდი იყოს, საჭიროა სწორი სარგავი მასალის არჩევა. ამ მიზნით ჩვენი წინაპრები დედალ ნივრის კბილებს იყენებდნენ. რა ნიშნებით შეიძლება მათი ამოცნობა?

როგორ დავრგოთ ნიორი შემოდგომაზე: ძირითადი მომენტები

სწორი დამუშავება

სანამ დასარგავი კბილების შერჩევას დაიწყებთ, თავები უნდა მოამზადოთ. საჭიროა მათი დეზინფექცია. ნიორი დაამუშავეთ შემდეგნაირად:

  • აიღეთ ნივრის დიდი თავები. გაასუფთავეთ საფუძვლიანად. კბილებად არ დაშალოთ.
  • მოამზადეთ სპეციალური ხსნარი. ფურაცილინის 2 ტაბლეტი გახსენით 1 ლიტრ მდუღარე წყალში.
  • მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ნივრის თავები. გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში.

ნიორი გააშრეთ, თავები დატოვეთ პირსახოცზე 4 დღის განმავლობაში. შემდეგ კბილებად დაშალეთ.

სარგავი მასალის შერჩევა

გამოცდილი მებოსტნეების თქმით, დასარგავად იდეალურია დედალი ნივრის კბილები, რადგან მათგან იზრდება ძალიან მსხვილი და არა წვრილი ნიორი. რით განსხვავდება ისინი მამალი კბილებისგან? ამ კბილებს რიგი თავისებურებები გააჩნიათ:

  • მათ არ აქვთ მკვეთრი და მკაფიო კიდეები;
  • მომრგვალებული ფორმა (არა წაგრძელებული);
  • ქვედა არეში ასეთი კბილები ფართოა, ზევით კი ვიწრო.

მიწაში დარგვა

ნიორი დარგეთ წინასწარ გაკეთებულ ღარებში, რომლის სიღრმე უნდა იყოს დაახლოებით 20 სმ (არა მეტი). ეს ღარები ერთმანეთისგან 25 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. ძირში უნდა ჩაყაროთ მდინარის ქვიშა, 2სმ-იან ფენად. მისი წყალობით ნივრის კბილს შეხება არ ექნება ნიადაგთან, რაც დაიცავს მათ ლპობისგან. მნიშვნელოვანია! არ დაგავიწყდეთ ნიადაგის მულჩირება. ამისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მიწასთან შერეული ნახერხი. ეს ხელს შეუწყობს ნიორს კარგად გაუძლოს ზამთრის სიცივეს.

თქვენი ბოსტნის ნივრის დიდი და წვნიანი თავები, რომლებიც დედალი კბილებისგან გაიზარდა, შესანიშნავი დამატება იქნება სხვადასხვა კერძებისთვის. საკუთარ ბოსტანში მოყვანილი ნივრით შეგიძლიათ შეწვათ ხრაშუნა უშაქრო პურები ჩაისთვის, მოამზადოთ ქათმის მკერდი ბერძნულად ან დაამარინადოთ სტაფილო ზამთრისთვის. ყველა ამ კერძს არაჩვეულებრივი არომატი ექნება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს