გამოვიყენოთ დარჩენილი ყველი: საუკეთესო ვარიანტები

401

დარჩენილი საკვების სრულიად ახალ კერძებად გადაქცევა მარტივია. სწორედ, ამიტომ არ არის საჭირო ძველი ყველის (თუნდაც ოდნავ გამომშრალის) გადაგდება. არ გადააგდოთ! ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ რა გზით შეგიძლიათ გამოიყენოთ დარჩენილი ყველი გონივრულად.

აუცილებლად შეინახეთ ჩვენი დღევანდელი ჩამონათვალი. თქვენ გეცოდინებათ, თუ რა გზით შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა სახეობის ყველი (ძალიან რბილიდან ყველაზე მყარის ჩათვლით).

სხვადასხვა სახეობის ყველის ნარჩენები: რა მოვამზადოთ

რიკოტა

გულსართი დესერტებისთვის. ეს ყველი იდეალურია ტკბილი კერძების მოსამზადებლად. მისი გამოყენებით გირჩევთ მოამზადოთ სწრაფი და ნაზი კრემი ნამცხვრებისთვის.

ხორცთან ერთად. რიკოტა დაუმატეთ კატლეტებს. ეს დამატებითი ინგრედიენტი მათ ბევრად უფრო წვნიანს და ორიგინალურს გახდის.

ფეტა

ბოსტნეულის ხვეულები. მაცივარში დიდი ხანია გიდევთ ფეტა? მოამზადეთ შესანიშნავი ქართული კერძი. შეწვით ბადრიჯანი. ფეტა ჩანგლით გასრისეთ. დაუმატეთ მას ნიგოზი და ქინძი. უგემრიელესი ხვეულების მისაღებად ყველის შიგთავსი ბოსტნეულის ფენაში შეახვიეთ.

გასაოცარი პურზე წასასმელი. მის მოსამზადებლად ფეტა გახეხეთ. ზეთისხილი დანით დაჭერით და დაუმატეთ მცირე რაოდენობით ზეთისხილის ზეთი. კარგად აურიეთ და მომზადებული ყველის ნარევი გახუხულ პურს გადაუსვით.

მოცარელა

სწრაფი ხემსი. მოცარელა გახეხეთ. დაუმატეთ ხმელი ორეგანო და დაფქული პაპრიკა. ყველის შიგთავსი ლავაში გადაახვიეთ, დაამზადეთ მილები. შეწვით ტაფაზე ზეთში ან გრილზე მოამზადეთ. იდეალური ხემსი მზად არის!

გამომცხვარი კერძებისთვის. გადაწყვიტეთ კარტოფილის მომზადება ღუმელში? დასრულებამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი მოცარელა.

პარმეზანი

ნივრიანი პურები. პური დაჭერით ნაჭრებად. წაუსვით ნიორი და მოაყარეთ გამაგრებული პარმეზანი. მოასხით ცოტაოდენი ზეთისხილის ზეთი და შემდეგ შეწვით.

სალათში. “ცეზარს“ სახლის პირობებში ამზადებთ? არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი შტრიხი – პარმეზანის დამატება, თხელ ნაჭრებად.

ნაღების ყველი

გემრიელი ვახშამი. გამოიყენეთ დარჩენილი ნაღების ყველი მთელი ოჯახისთვის მდიდრული კერძის მოსამზადებლად. ბულგარული წიწაკა ორ ნაწილად გაყავით. მოაშორეთ თესლი. შეავსეთ ნაღების ყველით, სანელებლებით და მწვანილებით. გამოაცხვეთ ღუმელში.

იდეალური ომლეტი. სუფრასთან ფანტასტიკური საუზმის მისატანად, უნდა აიღოთ 2 ს.კ. ნაღების ყველი, რომელიც უნდა დაამატოთ კვერცხებს ტაფაში შეწვის დროს, ნაზი გემოს მისაღებად.

ლურჯი ყველი

გამორჩეული ხემსი. თუ ლურჯი ყველი დაგრჩათ, გამოიყენეთ, როგორც მსხლის შიგთავსი. მსხალი შუაზე გაჭერით. გული ამოიღეთ. შეავსეთ მსხალი ლურჯი ყველით და დაჭრილი თხილით. მოათავსეთ ღუმელში და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

ბოსტნეულის კერძებთან. ყველი დორბლუ და ყვავილოვანი კომბოსტო საოცარი კომბინაციაა. ამიტომ, თამამად მოაყარეთ გორგონზოლა ამ გამომცხვარ ბოსტნეულს. გემრიელი იქნება!

ჩედარი

ცხელი სენდვიჩი. ჩედარი უკვე გამომშრალია? დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ პურზე. დაამატეთ პომიდვრის რგოლები და ლორი. მოამზადეთ შესანიშნავი საუზმე გრილზე ან სპეციალურ სენდვიჩის აპარატში.

არომატული პირველი კერძი. დარჩენილი ჩედარი შესანიშნავია კრემ-სუპის მოსამზადებლად. დაამატეთ იგი მდიდარი გემოსა და არომატისთვის.

კამემბერი

ორიგინალური კერძი. ლეღვი დაჭერით ნაჭრებად და მასზე კამემბერის ნაჭრები მოათავსეთ. ეს პროდუქტები 2 წუთით მოათავსეთ გრილზე და წარმოუდგენელი კერძი, რომელსაც შეგიძლიათ თაფლი მოასხათ, მზად იქნება.

სწრაფი სენდვიჩი. განებივრეთ თქვენი საყვარელი ადამიანები დილით. ამისათვის, მოამზადეთ ტოსტები კამემბერით. წაუსვით ჯემი და სენდვიჩი მზადაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს