მე და ჩემი მეუღლე 10 წლის მანძილზე ვიყავით დაქორწინებულები და ერთი ქალიშვილი შეგვეძინა. ჩემი მშობლების ბინაში ცხოვრების მეხუთე წელს ჩვენი ურთიერთობა გაუარესდა. ჩემი ქმარი ცოტას შოულობდა და ხშირად მოსდიოდა უთანხმოება ჩემს მშობლებთან ჩვენი ქალიშვილის აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით. ის ჩიოდა, რომ სახლს არ ვალაგებდი და არც სამსახურში მინდოდა გასვლა.
გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე თვის მანძილზე ცალ-ცალკე გვეცხოვრა. ჩემი ქმარი ნაქირავებ ბინაში გადავიდა და თითქმის მთელი ზაფხული ერთმანეთი არ გვინახავს. ამ დროს ჩემს პირველ სიყვარულს შევხვდი. ჩვენ გვინდოდა, რომ ერთად დაგვეწყო ცხოვრება. მე დავორსულდი, მაგრამ როცა ამის შესახებ ჩემს შეყვარებულს ვუთხარი, მან უარი თქვა და მითხრა, რომ ცოლს ვერ მიატოვებდა, რადგან მათ ახლახან შვილი შეეძინათ.
დედაჩემს ვკითხე რჩევა და გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო ჩემი ქმრის დაბრუნება. მოსვლა ვთხოვე, მუხლებზე დავხოხავდი, ვეუბნებოდი, რომ მთვრალი ვიყავი და ჩემზე იძალადეს. ქმარმა მაპატია და დაბრუნდა. მითხრა, რომ ბავშვი არ მომეშორებინა. ჩვენ ოფიციალურად ვიყავით დაქორწინებულები და ამიტომ, ჩემი ვაჟი ჩემი ქმრის გვარზე დარეგისტრირდა.
ბავშვის დაბადების შემდეგ ურთიერთობა გაუარესდა: მუდმივად გამოუძინებელი ვიყავი, ფული არ გვყოფნიდა. შედეგად, ჩემი ქმარი ღამით სახლში აღარ მოდიოდა, შემდეგ კი თავისი ნივთები ჩაალაგა და სხვა ქალთან წავიდა. სრულ შოკში ვიყავი, განადგურებული – მან ჩვენ გვიღალატა.
თავიდან ფულს ორივე შვილისთვის მაძლევდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოფიციალური ალიმენტი მოვითხოვე სამივესთვის და სასამართლომ მისი შემოსავლის 58 პროცენტი დანიშნა, ის ფულს მხოლოდ ქალიშვილისთვის მიხდიდა და მითითებული იყო „ქალიშვილის დახმარება“. ასევე, მან შეიტანა განცხადება მამობის გასაჩივრებაზე და განქორწინებაზე.
ჩემი უფროსი ქალიშვილი 13 წლისაა, ვაჟი კი 4 წლის და მე მაქვს უფლება, რომ ჯერ კიდევ არ გავიდე სამსახურში და გავაგრძელო დეკრეტული შვებულება – ბავშვები დიდ ყურადღებას მოითხოვენ. მეტიც, ჩემმა ყოფილმა ქმარმა ვაჟის საბავშვო ბაღის გადასახადის გადახდაზე უარი თქვა, ამიტომ ბავშვებთან ერთად ვარ სახლში.
მამობას თუ გაასაჩივრებს, გამოდის, რომ მე უნდა გადავიხადო ექსპერტიზის და ადვოკატის თანხა? თუმცა, მგონია, რომ ეს არ მოხდება, რადგან მან იცოდა, რომ ბავშვი მისი არ იყო, როდესაც თავის გვარზე დაწერა. არაფერსაც არ გაასაჩივრებს და ძალიან კარგად გადაიხდის ალიმენტებს. წესით, მან ბავშვებს თითო ბინაც უნდა უყიდოს… დაბადების მოწმობით მამა ის არის, ამიტომ გადაიხდის. ის პირდაპირ მეხვეწებოდა, რომ ეს ბავშვი დამეტოვებინა, ახლა კი მასზე ზრუნვა აღარ უნდა…