ქაღალდის პირსახოცების, ფოლგის და საპირფარეშოს ქაღალდის მუყაოს მილების გადაყრა დანაშაულია. ეს ნივთი ნამდვილად არ შეიძლება მივაკუთვნოთ ნაგავს. ეს არის ძალიან გამოსადეგი რამ, რომელსაც მოხერხებული დიასახლისები ყოველდღიურობაში იყენებენ და ამით იადვილებენ ცხოვრებას.
ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მუყაოს მილების გამოყენების 5 ყველაზე საინტერესო მეთოდზე, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. ამ მეთოდების გაცნობის შემდეგ თქვენ აღარ გაიქცევით ნაგვის ურნისკენ, როგორც კი ქაღალდის პირსახოცები ან ფოლგა გათავდება.
რაში შეიძლება გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცების მუყაოს მილები?
მეთოდი №1
ფიქრობთ, რომ საჭირო საბუთს ფაილის გარეშე ვერ წაიღებთ და ის დაიჭმუჭნება? სცადეთ ამ მიზნით ქაღალდის პირსახოცების, საკვების ცელოფნის ან ფოლგის მუყაოს მილის გამოყენება. მოათავსეთ მათში საბუთები, რომლებიც უნდა წაიღოთ სამსახურში ან მივლინებაში. მუყაოს მილის საიმედო კორპუსის წყალობით, დოკუმენტები იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნდება (არ დაიჭმუჭნება).
მეთოდი №2
ქაღალდის პირსახოცების მუყაოს მილები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ტანსაცმლის შესანახად. ამის გაკეთება ძალიან ადვილია. მილი სიგრძეზე უნდა გავჭრათ და საკიდის ქვედა ნაწილზე ჩამოვაცვათ. შემდეგ მასზე ვათავსებთ შარვალს. ეს ჭკვიანური ხრიკი ხელს შეუშლის თქვენს შარვალზე არასასურველი ნაკეცის გაჩენას.
მეთოდი №3
რაც შეეხება ტუალეტის ქაღალდის მუყაოს მილებს, ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ მუყაოს მილებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ პლასტმასის ჭიქები, რომელსაც ნერგებისთვის იყენებთ. მუყაოს მილზე ვაკეთებთ 4 ჭრილს, თითო 3 სმ, შემდეგ მიღებულ „პირებს“ ვკეცავთ ცენტრისკენ. მზადაა!
მეთოდი №4
თუ გაქვთ ბევრი სადენი, რომლებიც თქვენს ტუმბოში დევს და გამუდმებით ერთმანეთში იხლართება, გამოიყენეთ ეს ხრიკი. მისი წყალობით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ გირლანდების შენახვის მეთოდიც. გადაკეცეთ სადენები მუყაოს მილის სიგრძეზე და დაკეცილი სადენები მის შიგნით მოათავსეთ. დარჩენილი ბოლო შეგიძლიათ მილს ზემოდან შემოახვიოთ.
მეთოდი №5
ქსოვის შემდეგ დარჩა ძაფი, რომელიც არ გსურთ გორგლის სახით დაახვიოთ? გამოიყენეთ საპირფარეშოს ქაღალდის მუყაოს მილები. შემოახვიეთ მათ საქსოვი ძაფი და შეინახეთ. ასე ძაფი ნამდვილად არ ჩაიხლართება და იდეალურ მდგომარეობაში შეინახება.
სახლში სხვადასხვა მიზნებისთვის მუყაოს მილების გამოყენება ძალიან ჭკვიანურია. არ არის საჭირო ისეთი სასარგებლო ნივთის გადაგდება, რომელიც შეიძლება არაერთხელ გამოგადგეთ.