გოგონების სილამაზის საიდუმლოებები სხვადასხვა ქვეყნიდან

444

დედამიწის ყველა კუთხეში არსებობს საკუთარი სილამაზის ხრიკები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის გოგონების სილამაზის საიდუმლოებები ძალიან განსხვავებულია.

როგორც ვიცით, იტალიელ ქალებს ძალიან მბზინვარე და მოცულობითი თმა აქვთ, აზიელი ქალები კი განთქმულნი არიან უნაკლო ფაიფურისებრი კანით. მოვლის რა თავისებურებები შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან?

გოგონების სილამაზის საიდუმლოებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

ინდოეთი

ინდოელი ქალები ისეთ ფერად სანელებელს, როგორიცაა კურკუმა, არა მხოლოდ სხვადასხვა კერძების მომზადებისას იყენებენ. ამ სანელებლით ამზადებენ ნიღაბს, რომელსაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. კურკუმა ასწორებს ნაოჭებს და ებრძვის შეშუპებას. ინდოეთში, ამ არომატული სანელებლის 1 ჩ.კ. – 1 ს.კ. თაფლს ურევენ, შემდეგ კი მიღებულ ნაზავს სახეზე ისვამენ. 15 წუთის შემდეგ ნიღაბს სახიდან წყლით იშორებენ და შედეგით ტკბებიან.

შვედეთი

შვედი გოგონები აქტიურად ზრუნავენ საკუთარი კანის მდგომარეობაზე. ისინი კანს ისუფთავებენ და მკვდარ უჯრედებს ცხელი პირსახოცების გამოყენებით იშორებენ. ეს პროცედურა კანს ელასტიურობას მატებს და იერს აახლებს.

ბულგარეთი

ეს ქვეყანა განთქმულია ვარდის წყლით, რომელსაც ბულგარელები სახის დამატენიანებლ საშუალებად იყენებენ. ყვავილის ფურცლებისგან დამზადებული ეს სითხე ხსნის ანთებას და კანს სასარგებლო მიკროელემენტებით კვებავს.

ბრაზილია

ბრაზილიელები ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებენ (პროფილაქტიკური მიზნით) ანტიცელულიტური მასაჟის გაკეთებას. ამისთვის დაფქულ ყავას იყენებენ. რეგულარული მასაჟი ბრაზილიელებს კანის ტონუსის შენარჩუნებაში ეხმარება.

ჩინეთი

აზიელ ქალებს შეუძლიათ ბრინჯი ძალიან გემრიელად მოამზადონ და ასევე სუპერეფექტურ საშუალებად აქციონ იგი – სახის კანის დასატენიანებლად. ამისთვის მარცვლეულს წყალში ათავსებენ და შემდეგ წურავენ. მიღებულ სითხეს ისინი სახის კანისა და დეკოლტეს ზონის გასაწმენდად იყენებენ.

ისრაელი

დერმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ებრაელი ქალები აქტიურად იყენებენ ზღვის მარილს. ისინი იღებენ მის აბაზანებს, რის წყალობითაც აუმჯობესებენ არამარტო კანის, არამედ ნერვული სისტემის მდგომარეობას, ამშვიდებენ მას.

ინგლისი

ინგლისელმა ქალებმა ყველაფერი იციან შვრიის კვებითი თვისებების შესახებ. ამიტომ ისინი მას საუზმეზეც მიირთმევენ და მისი გამოყენებით კანსაც იტენიანებენ. ისინი რეგულარულად ამზადებენ ნიღაბს 4 ს.კ. შვრიის ფაფისა და 2 ს.კ. ცხიმიანი ნაღების შერევით. შვრიის აფუების შემდეგ მომზადებულ მასას სახეზე ისვამენ და 20 წუთს იცდიან. ამ დროის განმავლობაში, ნიღაბი ხელს უწყობს მცირე ანთების მოცილებას და ამშვიდებს კანს.

ეგვიპტე

ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან გახდა ცნობილი სასწაულებრივი რძის აბაზანები. ეგვიპტელი ქალები დღემდე იყენებენ დედოფლის სილამაზის ამ საიდუმლოს. ისინი იღებენ აბაზანას 2 ლიტრი რძისა და 1 ს.კ. თაფლის დამატებით, რომელიც ეხმარება მათ მკვდარი უჯრედების მოშორებაში და კანს უფრო მკვრივსა და გლუვს ხდის.

იტალია

იტალიელი ქალების სავიზიტო ბარათი სქელი და ბზინვარე თმაა. იმისათვის, რომ მათი თმა ყოველთვის მაქსიმალურად მოვლილად გამოიყურებოდეს, იტალიელი გოგონები სპეციალურ ნიღაბს იყენებენ. ისინი ერთმანეთს ურევენ 1 ჭიქა იოგურტს (დანამატების გარეშე) და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს. მიღებულ ნაზავს იტალიელები თმაზე ისვამენ და 5-7 წუთის გასვლის შემდეგ თავს იბანენ. ამ საშუალების წყალობით, რომელიც კონდიციონერს ანაცვლებს, თმა რბილი და მბზინვარე ხდება.

აფრიკა

აფრიკელი ქალები ბუნებამ გლუვი კანით დააჯილდოვა, რომელიც არ არის მიდრეკილი გამონაყარის გაჩენისკენ. თუმცა მასაც სჭირდება მუდმივი მოვლა. აფრიკელი გოგონები იყენებენ შიის კარაქს (კარიტეს), რომელიც მდიდარია მჟავეებით. ის ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას კანში და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს