ყველას ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომელთაც მისი შურთ. შურის მიზეზი შეიძლება არც იყოს. ბოროტ ადამიანს უბრალოდ არ მოსწონს, რომ გარკვეული სოციალური სტატუსი ან ფინანსური კეთილდღეობა გაქვთ, რომელსაც თავად ვერ წვდება. თქვენთვის შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული პირობებია, ვიღაცას კი დიდად შურს და ცუდს გისურვებთ.
როგორც კი იგრძნობთ უარყოფით გზავნილებს, სისუსტეს, მაშინვე ეს სიტყვა წარმოთქვით. ლოცვა ჯადოქრობის წინააღმდეგ შურისა და ბოროტებისგან დაგიცავთ. შეიძლებაც არც იცოდეთ, ვინ გისურვებთ ცუდს. ხშირად ასეთი ადამიანი გარეგნულად ძალიან კეთილმოსურნეა. თითქმის ყოველდღე შეიძლება სტუმრად მოდიოდეს. შეიძლება იყოს კოლეგა სამსახურში, ვისთან ერთად ყოველ დილით ყავას სვამთ. გულში კი ცუდს გისურვებთ.
ლოცვა ჯადოქრობის წინააღმდეგ
ვივიენი ამ საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ამ მარტივი რიტუალის შესრულების და ლოცვის შემდეგ სასურველია, რომ რამდენიმე დღე არავის დაუკავშირდეთ და ნახოთ. სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ნეგატივი და გათვალვა გამოგიგზავნათ, თქვენს სასწრაფოდ ნახვას ისურვებს. ეცდება დაგიბრუნოთ ნეგატიური ენერგია რაიმე საჩუქრის ან საკვები პროდუქტის სახით. უახლოესი მეგობრისგანაც საჩუქრები არ მიიღოთ. ეცადეთ, რომ რამდენიმე დღე კოლეგებს და მეგობრებს ტელეფონზეც არ დაელაპარაკოთ.
თქვენთვის აღნიშნეთ, ვინ გამოიჩინა მეტი შეუპოვრობა. სწორედ ის ადამიანი ცუდს გისურვებთ. არ სცადოთ, ურთიერთობის გარკვევა და კითხვა, რატომ აკეთებს ამას. მაინც ვერ გიპასუხებთ. ხშირად ეს უბრალოდ შურია, არაფრით გამოწვეული. მასთან კონტაქტი შეზღუდეთ და ურთიერთობა მინიმუმამდე შეამცირეთ. თქვენთვის უკეთესი იქნება.
მომავალში, ირიბ გამოხედვას და შურს თავი რომ აარიდოთ, თქვენი ცხოვრება საიდუმლოდ შეინახეთ. თქვენი წარმატება ან ახალი შესყიდვა სამსახურში ყველას არ გაუზიაროთ. ძვირადღირებული საჩუქრების ფოტოები სოციალურ ქსელში არ გამოფინოთ. უბრალოდ იცხოვრეთ და მასში მხოლოდ უახლოესი და გულწრფელი ხალხი შეუშვით. მართალია, ასეთი ადამიანები ამ სამყაროში ცოტაა, მაგრამ არის. მნიშვნელოვანია, იპოვოთ თქვენი ადამიანი, რომელსაც ახალ ამბებს და წარმატებას უშიშრად გაუზიარებთ.
ბოროტი ხალხისა და შურისგან დაცვა
თუ გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც დაგეგმეთ, კარიერა არ ეწყობა, ფინანსური კრიზისი გაქვთ, ნებისმიერ დღეს, მთვარის ფაზის მიუხედავად, ჯადოქრობის წინააღმდეგ ლოცვა წარმოთქვით. რიტუალის შესასრულებლად ცოტა ცვილი დაგჭირდებათ. სასურველია, ეკლესიაში ჩვეულებრივი სანთელი შეიძინოთ და წყლის ორთქლზე გაადნოთ. ახალი სანთლები უნდა იყოს, გამოუყენებელი. როცა მზად იქნებით, წყლით სავსე თასი აიღეთ და ნელ–ნელა მასში ცვილის ჩასხმა დაიწყეთ. სანამ ცვილს ასხამთ, თქვით: „ცვილს ვასხამ, მტერს ვღვრი“.
როცა ცვილი დასრულდება, წყლიან თასში რაღაც ფიგურა გამოისახება. ყურადღებით დააკვირდით, ყველა მხარეს დაატრიალეთ. ამ ფიგურაში ნაცნობ ადამიანს ამოიცნობთ. სწორედ ეს ადამიანი გიგზავნით ჯადოს და წარუმატებლობას. ხშირად მოშურნე ახლო მეგობარია, რომელიც თქვენს სახლში დადის, რომელმაც თქვენი გეგმა და საიდუმლო იცის. სცადეთ, რომ თქვენი გეგმა არავის გაუმხილოთ. ტყუილად არ ამბობენ, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო.