დღეში მხოლოდ 10 წუთი ვარჯიშით გვერდებს მოიშორებთ და წვრილ წელს მიიღებთ

474

სარკეში საკუთარი ანარეკლი ყოველთვის არ გვახარებს. ამაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი, მაგრამ ხშირად მთავარი მიზეზი წონის მატებაა. საძულველი კილოგრამების მოშორება უბრალო საქმე არაა, მაგრამ ვარჯიშების სწორი ნაკრებით ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია. ვივიენი გიამბობთ, როგორ მოიშოროთ გვერდები სახლის პირობებში.

პოპულარული მწვრთნელი ანიტა ლუცენკო გვიზიარებს ვარჯიშებს ლიპოქსაციის ეფექტით, რომლის დახმარებით მიიღებთ წვრილ წელს სავარჯიშო დარბაზში სიარულის გარეშე. მთავარია, ყოველდღე 10 წუთი ვარჯიშს დაუთმოთ და შედეგი არ დააყოვნებს.

ვარჯიში, რომელიც მოგაშორებთ ზედმეტ გვერდებს სახლის პირობებში

ვარჯიშების ბლოკი №1

დაიწყეთ ვარჯიში ქანაობით (ერთი მხრიდან მეორეზე). ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, ხელები მენჯის დონეზე გააჩერეთ, არ ამოძრავოთ. გვერდები დაჭიმეთ. ნახევარი წუთის შემდეგ დაამატეთ კიდევ ერთი ელემენტი. როცა მარჯვნივ გადაიხრებით, მარცხენა ხელი ასწიეთ, ხოლო მარცხნივ გადახრისას – მარჯვენა ხელი. ვარჯიში 30 წამის განმავლობაში გაიმეორეთ.

შემდეგ მარცხნივ და მარჯვნივ გადახრები შეასრულეთ წინ გაშლილი და იდაყვებში მოხრილი ხელებით. მენჯი არ უნდა მოძრაობდეს. აკონტროლეთ, რომ მუცელი დაჭიმული იყოს.

ვარჯიშების ბლოკი №2

ვარჯიშის დაწყებიდან მეორე წუთზე ხელები მაღლა ასწიეთ. შემდეგ ერთი ხელი მოხარეთ, იდაყვი მენჯის დონეზე ჩამოწიეთ და ისევ ასწიეთ. როცა ხელს ქვემოთ ჩაწევთ, ფეხი მოხარეთ და გვერდზე მაღლა ასწიეთ. იდაყვი მუხლს ქვემოთ უნდა ჩაწიოთ. გვერდი ატრიალეთ მარცხენა და მარჯვენა მხრის მონაცვლეობით. პროცესში ტემპი გაზარდეთ. ვარჯიში 1,5 წუთის განმავლობაში შეასრულეთ. შემდეგ ხელები რამდენიმე წამით დაასვენეთ.

სხვადასხვა მხარეს ტრიალზე გადადით. ფეხები მხრების სიგანეზე გაშლილი დატოვეთ, მენჯი დააფიქსირეთ და მუცელი შეწიეთ. ხელების თითები გადააჯვარედინეთ და ვარჯიშისას თქვენს წინ დააფიქსირეთ.

ვარჯიშების ბლოკი №3

1 წუთის შემდეგ გაწელვაზე გადადით. ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, აქეთ–იქით გადაიხარეთ. თავს ზემოთ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელი გაშალეთ. 60 წამის შემდეგ ფეხების ვარჯიშზე გადადით. მარცხენა ფეხზე დადექით, მარჯვენა ფეხი ასწიეთ, მუხლში მოხარეთ და დაატრიალეთ. შემდეგ ფეხი შეცვალეთ. მნიშვნელოვანია, მენჯი დაფიქსირებული იყოს და ამ პროცესში არ მონაწილეობდეს.

ვარჯიშის მე-6 წუთზე პლანკა გააკეთეთ. პლანკიდან ბორცვზე გადადით, ამასთან ქუსლები იატაკს არ დაადოთ. სცადეთ, ყოველჯერზე მუცელი დაჭიმოთ. ხელისგულები პირდაპირ მხრების ქვეშ უნდა გქონდეთ.

ვარჯიშების ბლოკი №4

მუხლებზე დადექით. ხელისგულები მხრების ქვეშ დატოვეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მუცელი დაჭიმული იყოს. ხელებით წინ და უკან მოძრაობა შეასრულეთ. ამ ვარჯიშისას მხრები ჩამოწეული უნდა იყოს.

ვარჯიშის მე-8 წუთს ბოლო ვარჯიშზე გადადით. ოთხზე დადექით. ზურგი მაქსიმალურად გაასწორეთ (თითქმის 90 გრადუსით). ჯერ მორიგეობით ხელები წინ გაშალეთ, შემდეგ ფეხები ჰაერში გაშალეთ. ახლა მოძრაობა დააკავშირეთ. გაშალეთ მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი ერთდროულად, შემდეგ პირიქით.

ანიტა ლუცენკო აღნიშნავს, რომ ამ ვარჯიშების შესრულებას უკუჩვენებები აქვს. ორსულებმა, ასევე მათ, ვინც 8 კვირაზე ნაკლები ხნის წინ გააჩინეს, ეს ვარჯიშები არ უნდა შეასრულოს. ვარჯიშის შესრულება აკრძალულია მათთვის, ვისაც აწუხებს საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი სისტემის დაავადებები.