ზოგჯერ ადამიანს უყურებ და ყველაფერი აქვს. ტვინი მუშაობს, შრომისმოყვარეა, უნარიანი, მაგრამ არ უმართლებს. თითქოს ვიღაცამ აიღო და ყველა კარი ცხვირწინ მოუხურა და განვითარებისთვის ყველა გზა გადაუკეტა. ასეთი ადამიანი წლები ერთ ადგილზე რჩება, კარიერული ზრდა, ბიზნესის განვითარება არ აქვს. პირად ცხოვრებაში მხოლოდ წარუმატებლობაა, რაც მთავარია, არ იცის, რა გააკეთოს და როგორ გაარღვიოს ეს წრე. რა უნდა გააკეთოს? არსებობს რიტუალი ფულის და წარმატების მოსაზიდად?
დღეს ვივიენი ამ კითხვებზე პასუხს გაგცემთ.
ფულის და წარმატების მოზიდვა
პრობლემის არსი იმაშია, რომ ვიღაცამ ოდესღაც ამ ადამიანს ნეგატივი გაუგზავნა. ეს ნეგატივი მასში წლები ზის, მრავლდება და ძლიერდება. შესაძლოა ადამიანმა ნეგატივი თავად შექმნა და ცხოვრების გაუმჯობესება და განვითარება დაბლოკა. ხშირად რაიმე სიტუაციისთვის ნეგატიური სცენარების აგებით და ნეგატიური ფიქრებით განვითარებას ვბლოკავთ. ჩვენი გონებრივი გამოსახულებები ჰარმონიულად და სწორად განვითარებაში გვეხმარება, მაგრამ მათი გავლენის ძალას ხშირად ვივიწყებთ.
სიტუაციის გამოსასწორებლად ადამიანმა მთელი ნეგატივი გარეთ უნდა გამოიტანოს და მოიშოროს. ფულის და წარმატების მოსაზიდი სპეციალური პრაქტიკა ამის სწორად გაკეთებაში დაგეხმარებათ. რიტუალის შესასრულებლად ბაზარში ან სამშენებლო მაღაზიაში შეიძინეთ ჩვეულებრივი ბოქლომი. პატარა და ყველაზე ჩვეულებრივი უნდა იყოს. მთავარია, რომ გამართულად მუშაობდეს, დაჟანგული ან გაღუნული არ იყოს.
შეძენილი ბოქლომი ჩაკეტეთ და სამი დღე ამ მდგომარეობაში გააჩერეთ. ბოქლომი ადამიანთან ახლოს უნდა იყოს, პერიოდულად ხელში უნდა აიღოთ. სასურველია, ჩანთით ან ჯიბეში ატაროთ.
რიტუალი წარმატებისა და ფულისთვის
ბოქლომის ხელში აღებისას იგრძენით, რომ ის თქვენი ჩაკეტილი გზის სიმბოლოა. გაიხსენეთ და გაანალიზეთ ყველა სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში, როცა შესაძლებლობებზე უარს ამბობდით. თითქოს თქვენს წინ დაბრკოლება ან ბლოკი გამოჩნდა. დაფიქრდით, რა გიშლიდათ ხელს შეთავაზების მიღებაში, რა არ გამოგდიოდათ. ყველა ეს ფიქრი, მთელი ენერგია ამ ბოქლომისკენ მიმართეთ. მეოთხე დღეს ამ ბოქლომით ბუნებაში გადით. უმჯობესია, სახლიდან შორს წახვიდეთ. მაგალითად, ტყეში ან მინდორში.
წასვლამდე ცოტა სუფრის მარილი, ზუსტად 1 ჩაის კოვზი, წაიღეთ. ბოქლომი გახსენით, მიწაზე დადეთ და ჩააწექით. ზემოდან მარილი მოაყარეთ და თქვით: „ბოქლომი გატყდა, ღიაა და მიწაში ჟანგდება. ამიერიდან ჩემი გზა ხსნილია“. ამის შემდეგ ბოქლომთან ახლოს დადეთ მცირე სასუსნავი, პურის ნაჭერი, ორცხობილა ან რაიმე ხილი. დაბრუნდით სახლში.
სახლში დაბრუნებისას შხაპი აუცილებლად მიიღეთ ან გრილი წყლით სახე დაიბანეთ. წყლის პროცედურის დროს სარიტუალო სიტყვები გაიმეორეთ. ამ ბოქლომის გასაღები სანაგვეზე მოისროლეთ. ცოტა ხანში შეამჩნევთ, როგორ დაიწყებს გამოჩენას ახალი შესაძლებლობები. თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოგიწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, სადაც ახალი ხალხის გაცნობას შეძლებთ. ახლა ხომ თქვენს ცხოვრებაში აღარ არის ბლოკი ან დაბრკოლება, რომელიც პოტენციალის განვითარებაში ხელს გიშლით.