ნუტრიციოლოგი: ძილის წინ მიღებული საკვები ორგანიზმში არ ლპება

612

სპეციალისტი ერთ–ერთ პოპულარულ დიეტურ მითს აქარწყლებს. ნუტრიციოლოგი ვერონიკა გუსაკოვა მხარს არ უჭერს იდეას, რომ ძილის წინ მიღებული საკვები ორგანიზმში შეიძლება დალპეს, როგორც ამას ხშირად ამტკიცებენ.

„ჩვენს ნაწლავებში პროდუქტების ლპობა შეუძლებელია, ეს მდგომარეობა გამოიწვევდა მძიმე პათოლოგიურ მდგომარეობას, როგორიცაა სეფსისი“ – აღნიშნავს ექსპერტი.

ნუტრიციოლოგი აზუსტებს, რომ ღამით და ძილის დროს საკვების მონელების პროცესები გრძელდება, არ ჩერდება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ორგანიზმი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას აგრძელებს, მისი მეტაბოლიზმი ისეთი აქტიური არაა, როგორც დღისით, შენელებულია, რაზეც ცირკადული რითმები გავლენას ახდენს.

სწორედ ამიტომ, გვიან საღამოს კვება შეზღუდეთ მსუბუქი კერძებით, ხაზს უსვამს გუსაკოვა. ექიმი გირჩევთ, აირჩიოთ ცილოვანი პროდუქტები ბოსტნეულთან ერთად.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.