დღეს ალკოჰოლის შესახებ მცდარ წარმოდგენებზე ვისაუბრებთ. ექიმები ალკოჰოლური სასმელების დალევის შესახებ რამდენიმე მითს აქარწყლებენ. კერძოდ, სპეციალისტები მოგვიწოდებენ არ დავიჯეროთ, რომ ზოგიერ წასახემსებელს თრობის ხარისხის შემცირება შეუძლია. სინამდვილეში, ეს განისაზღვრება სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციით, რომელიც თავის მხრივ მიღებული სასმელის მოცულობაზე დამოკიდებულია.
ასევე ექიმები ტყუილს უწოდებენ თეორიას, რომ ნაბახუსევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ წესი „არ შეურიოთ სხვადასხვა სასმელი“. ნაბახუსევი გექნებათ თუ არა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენი სირჩა, ბოკალი და კათხა დალიეთ.
„მითია, რომ ალკოჰოლი დაძინებაში გვეხმარება. სინამდვილეში, სპირტიანი სასმელი არღვევს ძილის ხარისხს, კერძოდ, პირველ ფაზას. გარდა ამისა, ძლიერ სასმელს აქვს შარდმდენი ეფექტი, რის გამოც ნასვამ ადამიანს ტუალეტში წასასვლელად ადგომა მოუწევს“ – განმარტავენ ექიმები.
კიდევ ერთი მცდარი მოსაზრებაა ის, რომ მეთილის სპირტი, რომელიც ძლიერი შხამია, ეთილის სპირტისგან შეგვიძლია გავარჩიოთ. ექსპერტები აცხადებენ, ალკოჰოლის დალევისას თითქმის შეუძლებელია ეთილის სპირტი გაარჩიოთ მეთილის სპირტისგან. არც სუნი, არც ფერი, არც წვის უნარი პროდუქტის თვისებებზე წარმოდგენას არ იძლევა.
ექიმები გირჩევენ, არ მოუსმინოთ განცხადებას, რომ რეგულარული სმის პირობებში „გაწვრთნილი“ ღვიძლი ალკოჰოლის გადაჭარბებას ეჩვევა და ასეთ დატვირთვას შედეგების გარეშე გაუმკლავდება.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.