კარდიოლოგი დიანა დერევიანკინა: 180/100–ზე მაღალი არტერიული წნევის მაჩვენებელი ადამიანში ლეტალური შედეგის რისკს ზრდის.
კარდიოლოგი საუბრობს დაბალი (ჰიპოტენზია) და მაღალი (ჰიპერტენზია) არტერიული წნევის თავისებურებებზე. ექიმი აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში გართულებები წარმოიქმნება არტერიული წნევის მკვეთრი რყევების და მისი უეცარი ზრდის დროს. მაღალ არტერიულ წნევას უკავშირდება თავის ტვინის (ინსულტის ჩათვლით), ასევე ბადურის, თირკმლის ქსოვილისა და გულის დაზიანების რისკი.
ექიმმა დაასახელა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში არტერიული წნევა.
„180/100 მმ–ზე მაღალი არტერიული წნევა სიცოცხლისთვის სახიფათოა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს“ – ამბობს ექიმი.
სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ მაღალი არტერიული წნევა დიდხანს შეუმჩნეველი შეიძლება იყოს. ხშირად ადამიანები ჰიპერტენზიის არსებობის შესახებ იგებენ სისხლძარღვოვანი კატასტროფის ვითარებაში, როცა მდგომარეობა კრიტიკულად უარესდება. ჰიპერტონიის უჩვეულო სიმპტომებზე საუბრისას კარდიოლოგი გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ განმეორებით თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს, ღებინებას, გულმკერდში დისკომფორტს.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.