თქვენ შესაძლოა ფლობდეთ ყველა იმ ტექნიკას, რომელიც საშუალებას მოგცემთ იდეალურად გაიკეთოთ მაკიაჟი. ქალების უმეტესობა იყენებს კანის მოვლის ძვირადღიერბულ საშუალებებს, მაგრამ წლების განმავლობაში სახეზე ჩნდება ნაოჭები, კარგავს ფორმებს და კუნთები ძველებურად აღარ ფუნქციონირებს.
ფრანგი კოსმეტოლოგები გვთავზობენ სახის ეფექტურ ვარჯიშებს, რომლებიც სახეზე მოგიდუნებთ კუნთებს და რამდენიმე დღეში შესამჩნევ ეფექტს იძლევა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოა.
ვარჯიში, რომელიც სახის ნაოჭებისგან დაგიცავთ
ვარჯიშები, რომლებიც ფრანგმა კოსმეტოლოგმა შემოგვთავაზა, გაგიძლიერებთ და გაგიახალგაზრდავებთ სახის კანს, მოგაშორებთ არასასურველ ნაოჭებს. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ ყოველდღიურად ან კვირაში 4-5-ჯერ. ერთი თვის შემდეგ, თქვენი სახე 5 წლით უფრო ახალგაზრდა იქნება.
ვარჯიშები უნდა გააკეთოთ ნელა, თქვენი თითების დახმარებით. თითების წნევა მაქსიმალურად დაძაბავს კუნთებს. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ვარჯიშის შემდეგ, სახე და ხელები საფუძვლიანად უნდა დაიბანოთ.
1. ბამბის მასაჟი
ეს ვარჯიშები განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ვარჯიში გააკეთეთ ყოველდღიურად. დაიწყეთ კისრიდან, და შემდეგ გადადით ნიკაპზე.
განაგრძეთ მასაჟი ყურებზე, სახის ცენტრზე და პერიფერიებზე. დაწოლის ძალა, თავდაპირველად, უნდა იყოს ზომერი ან შედარებით სუსტი. სიძლიერე ეტაპობრივად გაზარდეთ მტკივნეული შეგრძნებების გარეშე. 30 წლის ასაკიდან მასაჟი უნდა გაკეთდეს დილით, ხოლო 40 წლის შემდეგ – დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.
2. შუბლის ჰორიზონტალური ვარჯიში
ეს ვარჯიშები ხელს შეუწყობს შუბლზე ნაოჭების შემცირებას. ორივე ხელის თითები უნდა მოათავსოთ წარბების ზემოთ მის პარალელურად. დააჭირეთ თითებით მჭიდროდ. წარბების მოძრაობით სცადეთ თითების დაჭერას გაუწიოთ წინააღდეგობა. გაიმეორეთ 3-ჯერ.
3. შუბლის ვერტიკალური ვარჯიში
თითები მიიტანეთ შუბლზე. შემდეგ გადაჭიმეთ კანი ისე, რომ წარბებზე დაწოლა შეამციროთ. დაახლოებით 15-20 წამი გააჩერეთ. მიაქციეთ ყურადღება, რომ შუბლი ვარჯიშის დროს არ უნდა იყოს შეჭმუხნული. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 3-ჯერ.
4. ნაოჭების მოშორება თვალებიდან და ქუთუთოებიდან
ეს იდეალური ვარჯიშია იმისათვის, რომ გაძლიერდეს თქვენი თვალის კუნთი. თითები მოათავსეთ თვალზე შუაში და გვერდებზე ისე, რომ თვალი კუთხეებში დააფიქსიროთ, მაგრამ თითების ძალიან ნუ დააჭერთ. შემდეგ გაახილეთ თვალი, და უნდა გრძნობდეთ მის დაწოლას. ისუნთქეთ თანაბრად, 15-20 წამის შემდეგ დაისვენეთ და ვარჯიში გაიმეორეთ 3-ჯერ.
5. სახის ოვალური ვარჯში
ეს ვარჯიში ხელს უწყობს ლოყების და კისრის გაძლიერებას. გააღეთ პირი და თითები მოათავსეთ ქვედა კბილების უკან. შემდეგ შეეცადეთ პირი დახუროთ. ამით წინააღმდეგობას უწევთ ყბებს. ასე გაჩერდით დაახლოებით 15-20 წამი. შემდეგ დაისვენეთ და ვარჯიში გაიმეორეთ 3-ჯერ.
6. ნიკაპის და ტუჩების გაძლიერება
კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ასაკს გმატებთ, არის ნიკაპის და ქვედა ტუჩს შორის მანძილი. ამ ვარჯიშის გამოყენება ხელს შეუწყობს ცხიმის მოშორებას. დაადეთ თითები სწორედ ამ ადგილს და დაელოდეთ 30 წამის გასვლას. შემდეგ დაისვენეთ და გაიმეორეთ იგივე 2-ჯერ.
8. თვალის გაძლიერება
მოათავსეთ თქვენი თითები წარბებზე და დააჭირეთ. თავიდან, 5 წამის განმავლობაში თვალებით გაიხედეთ ქვემოთ და მარცხნივ, შემდეგ გაასწორეთ თვალები ნელა. შემდეგ აწიეთ ზემოთ ასევე 5 წამის განმავლობაში. შემდეგ გაიხედეთ მარჯვნივ და ქვემოთ. ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ 5-10 წამი. გაიმეორეთ იგივე 3-ჯერ.
9. სახის და ნიკაპის ვარჯიში
ამ ვარჯიშისთვის უნდა ჩაერთოს მთლიანი სახე და ის იდეალურია კუნთების ფორმირებისთვის. მოათავსეთ თქვენი თითები ზუსტად ნიკაპის ქვეშ და შემდეგ მთელს სიგრძეზე, როგორც ნაჩვენებია სურათში. შემდეგ დახუჭეთ თვალები. თავი ისე უნდა გქონდეთ, რომ არ ამოძრაოთ. უნდა გააკეთოთ ეს ვარჯიში მხოლოდ ერთხელ. დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ სახის კრემი, ან გაიკეთოთ ნიღაბი.
ეს იმ ვარჯიშების ძირითადი ჩამონათვალია, რომელიც გაგიახარგაზრდავებთ სახეს. მისი გაკეთება სასურველია ყოველდღე, დილით და საღამოს. 30 დღის შემდეგ სასიამოვნო შედეგს უკვე შეამჩნევთ.