5 წესი, როგორ მოამზადოთ ქათმის გამჭვირვალე ბულიონი

396

თითქოს, რა არის რთული ბულიონის მომზადებაში? ქათამს წყალი დაასხით და ქურაზე დადეთ. სინამდვილეში, ნაჯერი გემოთი გამორჩეული გამჭვირვალე ბულიონის მოხარშვა ყველა დიასახლისს არ შეუძლია.

ვივიენი გიამბობთ კულინარიულ ხრიკებზე, რომელთაც პროფესიონალი მზარეულები აქტიურად იყენებენ. ამ ხრიკების გამოყენებით მაქსიმალურად გამჭვირვალე და არომატულ ბულიონს მიიღებთ. გარანტიას გაძლევთ!

როგორ მოვამზადოთ გამჭვირვალე ბულიონი: 5 კულინარიული ხრიკი

აირჩიეთ ახალი ქათამი

ბულიონს ლამაზი და სუფთა ფერი, ასევე ძლიერი არომატი რომ ჰქონდეს, ხარისხიანი ხორცი შეიძინეთ. ქათამს ზედმეტი ცხიმი და ძარღვები მოაშორეთ. ამ შემთხვევაში მიიღებთ გამჭვირვალე ბულიონს, რომელსაც არ ექნება უსიამოვნო სუნი.

გახსოვდეთ წყლის ტემპერატურა

ხორცს და ძვლებს ცივი წყალი დაასხით. მდუღარე წყალში ჩადება არ ღირს, რადგან გათბობის თანაბარ ტემპერატურას ვერ მიიღებთ. შედეგად, ბულიონი მღვრიე გამოვა. ეს რომ არ დაუშვათ, გახსოვდეთ, რომ ცივი წყალი უნდა გამოიყენოთ.

არ გადაასხათ პირველი ბულიონი

ბევრი დიასახლისი პირველი ადუღების შემდეგ ბულიონს ასხამს, რადგან გამჭვირვალობის მიღწევა სურს. ამას ტყუილად აკეთებენ. პირველი ბულიონი ხომ ქათმის მაქსიმალურ გემოს და არომატს შეიცავს. არ გადაასხათ. მომზადების შემდეგ ბულიონი საცერში ან მარლაში გაწურეთ და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

მოხადეთ ქაფი

ქაფი, რომელიც ქათმის ხარშვისას ბულიონის ზედაპირზე ამოდის, უნდა მოხადოთ. ქაფი მოხადეთ არა ქაფქირით, არამედ კოვზით. ასე ბულიონში არ დარჩება თეთრი ნაწილები, ამიტომ მღვრიე ნამდვილად არ გამოვა.

სწორად გამოიყენეთ არომატული დანამატები

აპირებთ გაიტანოთ ბულიონი სუფრაზე, როგორც დამოუკიდებელი პირველი კერძი, და არ აპირებთ მოგვიანებით წვნიანის მომზადებას? ამ შემთხვევაში სანელებლები განსაკუთრებული მეთოდით დაამატეთ. სანელებლები და დაფნის ფოთოლი მარლის ქისაში ჩადეთ. ქვაბში ჩადეთ. ბულიონის გაწურვამდე სანელებლების ქისა ამოიღეთ.

არსებობს კიდევ 2 ხრიკი, როგორ გახადოთ პირველი კერძი მაქსიმალურად მადისაღმძვრელი. ქათმის ხარშვისას წყალს ახალდაწურული ნახევარი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ბულიონის ფერს გააღიავებს. მომზადების შემდეგ ქვაბში შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ყინულის კუბი. ამის წყალობით ბულიონი უფრო გამჭვირვალე გახდება. ეს ნიუანსები არ დაივიწყოთ და ამ კერძის მომზადება არ გაგიჭირდებათ.