თუ გაინტერესებთ გამაახალგაზრდავებელი მაკიაჟის ნიუანსები, ალბათ, ბევრჯერ წაკითხული ან ნანახი გაქვთ ვიდეოები, სადაც გთავაზობენ წარბები გარკვეული ფორმით გააფორმოთ. ყველამ ვიცით, რომ ასაკთან ერთად წარბის ფორმა იცვლება და წესების მიხედვით მათი გაფორმება ძალიან რთულია, რადგან მოგიწევთ არსებული წარბები გაიპარსოთ და ახლიდან დაიხატოთ. ასეთი პერსპექტივა არ გვახარებს. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ ნიუანსებს, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება.
იცით, რომელი წარბები გაბერებთ ყველაზე მეტად? ყველაფერი მარტივია:
- ძალიან მუქი;
- ძალიან გრაფიკული;
- ძალიან ვიწრო ან ფართო;
- არაპროპორციული წარბები
დღეს სწორედ არაპროპორციულ წარბებზე ვისაუბრებთ.
თუ შეხედავთ თქვენს ფოტოს, სადაც 10-15 წლით ახალგაზრდა ხართ, შეამჩნევთ, რომ სახის ზედა მესამედი გაცილებით ფართო ჩანს. ყველაფერი იმიტომ, რომ არ გაქვთ შუბლის და თვალების კუნთების სპაზმი, რომელიც ცენტრში ქსოვილებს კუმშავს. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ თვალები უფრო პატარა ჩანს, წარბები მოკლე (შესაძლოა იმის გამო, რომ წარბების კუდები დაწეულია). სიტუაცია ვიზუალურად რომ გამოასწოროთ, წარბების გარეგნობა ახალგაზრდულ იერს უნდა მიუახლოვოთ.
პირველ რიგში, მოძებნეთ წარბის დასაწყისი. ზოგი ირწმუნება, რომ წარბის დასაწყისი უნდა იწყებოდეს ნესტოს დასაწყისის დონიდან, სხვები – ნესტოს კიდეზე. სინამდვილეში ცხვირის სიგანე ყველას განსხვავებული აქვს, უმჯობესია იხელმძღვანელოთ თვალის შიდა კუთხით. ამავდროულად, თუ გაქვთ, მაგალითად, ახლოს ჩამჯდარი თვალები, წარბის დასაწყისი ოდნავ შეგიძლიათ გადაწიოთ თვალის გარე კუთხისკენ (2–3 მმ–ით).
შენიშვნა: წარბებს შორის დაშორება ზუსტად თვალის სიგრძე უნდა იყოს (+/- რამდენიმე მილიმეტრი). თვალის სიგრძე არის მანძილი თვალის შიდა კუთხიდან გარე კუთხემდე.
წარბების უმაღლეს წერტილს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. მისი ძიება ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება, რადგან ყველა განსხვავებულები ვართ. თუმცა საკუთარ მაგალითზე გაჩვენებთ. მაგალითად, ამ წერტილის პოვნის 2 მეთოდი არსებობს:
- გაავლეთ ხაზი ნესტოდან გუგის გავლით;
- გაავლეთ ხაზი თვალის ფერადი გარსის გარე კიდეზე;
შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს. თუ პირველ წესს გამოვიყენებ, წარბის სხეული იქნება ძალიან მოკლე (მოკლე ან წარბის დანარჩენი ნაწილის ტოლი), ამიტომ ჩემთვის მე–2 ვარიანტი შესაფერისია. თქვენ თავად შეაფასეთ.
შენიშვნა: წარბის სხეული კუდზე გრძელი უნდა იყოს.
ახლა წარბის ბოლო იპოვეთ.
წარბის დასაწყისის ქვედა ნაწილი იპოვეთ, გაავლეთ ჰორიზონტალური სწორი ხაზი (წარმოსახვითი) და სცადეთ, რომ გაფორმებისას წარბის ბოლო ამ ხაზის ქვემოთ არ ჩაწიოთ.
წარბის ბოლოს პოვნაში ფანქარიც დაგეხმარებათ. ფანქარი ნესტოსთან მოათავსეთ და თვალის გარე კუთხისკენ ან ქვედა ქუთუთოს კიდისკენ მიმართეთ.
აი, შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს. პირველ შემთხვევაში წარბის დასაწყისი არის ნესტოს დონე, უმაღლესი წერტილი – ფერადი გარსის კიდე, ხოლო წარბის ბოლო – ქვედა ქუთუთოს კიდე. ამ სქემით ვიზუალურად მივიღეთ წარბი, რომელიც სახის ზედა ნაწილს აფართოებს, ხოლო მეორე შემთხვევაში წარბი გამოვიდა მოკლე, ამოკვეთილი, რაც კუნთების სპაზმს ხაზს უსვამს და მოცულობას ჭამს. ჩემს შემთხვევაში მეორე მეთოდი სილამაზეს არ მმატებს.
გირჩევთ, წარბებზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ. ერთი წარბი პირველი მეთოდით გააფორმეთ, მეორე – მეორე მეთოდით. შემდეგ შეაფასეთ. ერთ–ერთი მეთოდი ნამდვილად თქვენი შესაფერისი იქნება.