გაიგეთ თქვენი მზის და მთვარის ზოდიაქოს ნიშანი და ამოხსენით ბედის კოდი

1045

მზის ნიშანი პასუხისმგებელია ადამიანის ეგოზე, ხოლო მთვარის ნიშანი – მისი შინაგანი სამყაროს ეგოზე.

მათ, ვისაც ასტროლოგიასთან შეხება აქვს, ჰოროსკოპებს კითხულობს, შეიძლება შეუნიშნავთ, რომ პროგნოზები არ ემთხვევა, თითქოს მასზე არაა დაწერილი.

მიზეზი იმაშია, რომ პროგნოზები სტანდარტულად იწერება, „იდეალური სურათით“, ხოლო ადამიანის ცხოვრებაში ნამდვილად ჩასახედად მისი მზე და მთვარე უნდა იცოდეთ.

„ზოდიაქოს ნიშანი, რომლის შესახებ დაბადებიდან ვიცით, მზის ნიშანია. ანუ მზის მდებარეობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა და ამომავალი ნიშანი. მზის ნიშანი პასუხისმგებელია ჩვენს მე–ზე, ჩვენს ინდივიდუალობასა და სულზე. მთვარე არის ქვეცნობიერი, განცდა. არსებობს ასცედენტური ნიშანი, ესაა ჩვენი გარეგანი გამოვლინებები გარე სამყაროში“ – ამბობს ტატიანა ფომინა, ასტროლოგი და ასტროფსიქოლოგი.

მზის მდებარეობის გამოთვლა მარტივია, ხოლო მთვარის მდებარეობის გამოსათვლელად გჭირდებათ სპეციალური პროგრამა, რადგან ძალიან სწრაფად ბრუნავს. დროის სარტყლის და დაბადების ზუსტი დროის ცოდნით მთვარის მდებარეობა შეგიძლიათ გამოთვალოთ.

სტანდარტული ჰოროსკოპები გათვლილია იმაზე, რომ ადამიანს სამივე მაჩვენებელი აქვს ერთ ნიშანში, მაგრამ ასე იშვიათად ხდება. ძირითადად, სურათი არასრულყოფილია.

„თითოეულში ჭარბობს მზის ან მთვარის საწყისი. მზე არის ჰიპერაქტივობა, ლიდერული თვისებები, ინიციატივა, მამაკაცის ენერგია. ადამიანებს „ჰიპერ“ პრეფიქსით პასუხისმგებლობა არ აშინებთ. მთვარე უფრო მგრძნობიარეა, დაუცველი, ინტროვერტული. მისთვის შესაფერისია პროფესიები, რომლებიც ხალხს ეხმარება. მათში ყველა დაავადებას აქვს პრეფიქსი „ჰიპო“ – განმარტავს ფომინა.

მზის ნიშანი აჩვენებს, რომელ ზოდიაქოს ნიშანში იყო ის თქვენი დაბადების დროს. ის პიროვნების ძირითად მახასიათებლებს, ადამიანის ყველაზე საიდუმლო თვისებებს ამხელს. თან როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს.

მზის ნიშანი:

  • ვერძი: 21 მარტი – 19 აპრილი
  • კურო: 20 აპრილი – 20 მაისი
  • ტყუპები: 21 მაისი – 20 ივნისი
  • კირჩხიბი: 21 ივნისი – 22 ივლისი
  • ლომი: 23 ივლისი – 22 აგვისტო
  • ქალწული: 23 აგვისტო – 22 სექტემბერი
  • სასწორი: 23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი
  • მორიელი: 23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი
  • მშვილდოსანი: 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი
  • თხის რქა: 22 დეკემბერი – 19 იანვარი
  • მერწყული: 20 იანვარი – 18 თებერვალი
  • თევზები: 19 თებერვალი – 20 მარტი

თქვენი მთვარის ზოდიაქოს ნიშნის გამოსათვლელად საკმარისია ინტერნეტში იპოვოთ პროგრამა, სადაც თქვენი დაბადების თარიღი და ადგილი უნდა შეიყვანოთ. შემდეგ კი იწყება ყველაზე საინტერესო!

მთვარის ნიშნების დახასიათება

ვერძი

მთვარე პასუხისმგებელია ემოციების პირდაპირ გამოხატვაზე. ვერძი, როგორც ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ტიპიური წარმომადგენელი, აზარტულია და მორიგ ავანტიურაში მონაწილეობის შესაძლებლობას არასდროს გაუშვებს.

თუ თქვენი მთვარე ამ ნიშანშია, მოვლენებზე ძლიერი რეაქციები და გადაჭარბებული ემოციურობა გარანტირებული გაქვთ. ვერძის მთავარი ამოცანაა სიმშვიდე და წონასწორობა.

კურო

მთვარე კუროში კომფორტული და მდიდრული ცხოვრების საწინდარია. ასეთი ადამიანი გარემოცულია საყვარელი ნივთებით, უყვარს ხარისხიანი ნივთები და მზად არის პირადი სივრცისთვის იბრძოლოს.

მსგავსი კომბინაცია მიუთითებს ზედმეტ სიჯიუტეს, როგორც საქმეში, ასევე ურთიერთობაში. რაც მეორე ნახევართან პრობლემის მიზეზი ხშირად ხდება.

ტყუპები

ტყუპებისთვის კარგ ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. მისი მახვილგონივრული ბუნება ითხოვს მუდმივ სტიმულაციას, უყვარს საინტერესო ხალხის გარემოცვაში ყოფნა, ვისთანაც სალაპარაკო აქვს.

შეიძლება იყოს ზედმეტად მოლაპარაკე და ზოგჯერ მბრძანებლური. ვერ იტანს რუტინას და ცდილობს სხვებს გადაულოცოს. თავად მუდმივად ახალი ნაცნობების ძიებაშია, რაც მოხერხებულს და წარმატებულს ხდის.

კირჩხიბი

მთვარე კირჩხიბში თავის მფლობელს უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრებით. სახლში ყოფნის მოყვარული ზედმეტად ემოციურია, თუ ვიღაც მის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობს.

თუ თქვენი მთვარე ამ ნიშანშია, ნოსტალგია და წარსულის მოვლენების და ხალხის მონატრება თქვენთვის უცხო არაა. თავად ვერ ამჩნევთ, როგორ ეჯაჭვებით ემოციურად ახალ ნაცნობებს.

ლომი

მთვარე ამ ნიშანში სიყვარულის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი სხვებისგან მოელის სიყვარულს, როგორც რაღაც ბუნებრივს.

მისი მთავარი დიდი სიყვარულია ყურადღების ცენტრში ყოფნა, ბრწყინვა. უფრო ემოციურ დონეზე ადამიანს მთვარის მდებარეობით ერთგული სიყვარული შეუძლია.

ქალწული

მთვარე ქალწულში პრაქტიკული, თავშეკავებული და ყოველთვის მკაცრად გულწრფელია. პერფექციონისტია: სხვებისგან საუკეთესოს მოითხოვს და თავადაც მხოლოდ იდეალურ შედეგს იძლევა.

თუ სამსახურში ასეთი ადამიანი ძალიან კარგი თანამშრომელია, ურთიერთობაში – პირიქით. ხშირად ცივი და ზოგჯერ უხეშიც არის. ამასთან ცდილობს შემოიკრიბოს ახლობლები, რომ თავისი შფოთვა და მარტოობა არ იგრძნოს.

სასწორი

სასწორისთვის მთავარია მშვიდობა და ჰარმონია. სიყვარულისა და კომფორტისთვის შექმნილია და ნებისმიერ ფასად კონფლიქტებს გაურბის.

ფრთხილად უნდა იყოთ, კონფლიქტების თავიდან აცილების სწრაფვა ძალიან სწრაფად გახდება მოსახერხებელი გარშემომყოფებისთვის და არის რისკი, რომ კისერზე დაგასხდნენ. სასწორი ძალიან აფასებს წონასწორობას და თანამოაზრეობას. ეძებს მას, ვისაც მისი ღრმა ემოციურ დონეზე ესმის.

მორიელი

მთვარე მორიელში ყველაზე ჩაკეტილი ნიშანია, თავის ნამდვილ ემოციებს გულში მალავს. გარეგნულად ცივი, გაწონასწორებული და შეუღწევადია, მაგრამ მისი შინაგანი სამყარო ძალიან მდიდარია.

თუ შესაფერის ადამიანს იპოვის, ფერად ნათელ პალიტრას გამოავლენს. ყველაზე მომთმენს კი ელის ვნებიანი სიყვარული და უსასრულო ერთგულება.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის მეგზურია სპონტანური და თავგადასავლების მოყვარული სული. ერთ ადგილზე ერთ წამით გაჩერება არ შეუძლია, ემოციური და მიამიტია.

ასეთი ადამიანი აწმყოთი ცხოვრობს და ნებისმიერ „გრძნობას“ სწრაფად უშვებს.

თხის რქა

თხის რქაში მთვარე სერიოზულობაზე პასუხისმგებელია. ასეთი ადამიანი თავით მოვლენების მორევში არასდროს ეშვება, იქნება ეს სამსახური თუ ურთიერთობა.

ყველაზე ორგანიზებული და მიზანდასახული ნიშანია, რომელიც ზოგჯერ მკაცრი და უემოციო ჩანს. მკაცრი გარეგნობის მიღმა ღრმა დაუცველობა და გაგების სურვილი იმალება.

მერწყული

მთვარე მერწყულში დამცველია. ხშირად იცავს მას, ვინც ცუდადაა, მხარს უჭერს მას, ვინც იტანჯება, ვისაც უსამართლოდ აწყენინეს. ასეთი ადამიანი დიდ თანაგრძნობას ფლობს და ოცნებობს სამყარო უკეთესი გახადოს. ამის გამო ზოგჯერ სხვების თვალში უცნაური და იდეალისტია. ბუნებით უნიკალურია.

მას სამყაროს საერთო სურათის დანახვა შეუძლია, დეტალებზე და პატარა კონფლიქტებზე გამოკიდება არ ახასიათებს. ამავდროულად, სხვებს ძალიან ახლოს არ უშვებს და ცდილობს მათთვის საიდუმლოდ დარჩეს.

თევზები

მთვარე თევზებში ნაზი, გულისხმიერი და ემოციურად ზედმეტად დაუცველია. თითქოს გადაშლილი წიგნია და მზადაა თავისი სანუკვარი ფიქრები გაუზიაროს მათ, ვინც მზადაა მოსასმენად.

მზრუნველ და კეთილ თევზებს ახასიათებს გულუხვობის გამოჩენა ურთიერთობაში, პარტნიორის ემოციებსა და მოთხოვნილებებს თავისაზე წინ აყენებს. ამის გამო ბევრი ადამიანი მისი თავგანწირვით სარგებლობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს