შეიძლება თუ არა დაობებული პომიდვრის გადარჩენა? არ იჩქაროთ გადაყრა

726

აი, ისევ! დედამთილმა აგარაკიდან უამრავი გემრიელობა ჩამოგვიტანა, მთელი მაცივარი ახალი ბოსტნეულით სავსეა. ყველაფრის ჭამას ვერ ვასწრებთ, ბევრი რამ ფუჭდება. აი, დღეს მარაგს გადავხედე და სინანულით შევნიშნე, რომ პომიდორი ობით დაიფარა. მსხვილი, ტკბილი, ხორციანი. გადაყრა მენანება. ნაცნობი ისტორიაა?

პომიდორი გაფუჭდა

ბევრი ჩვენგანი ამ პრობლემას მარტივად აგვარებს, გაფუჭებულ ბოსტნეულს სანაგვეში აგდებს და საქმეს ასრულებს. ვივიენი გირჩევთ პომიდორს მეორე შანსი მისცეთ. საქმეზე გადავიდეთ!

შეიძლება თუ არა დაობებული პომიდვრის ჭამა? კატეგორიულად „არა“! ეს ნებისმიერ პროდუქტს ეხება. ობი მწვავე მოწამვლას იწვევს. გაფუჭებული ნაწილის მოჭრით სიტუაციას ვერ გამოასწორებთ. დაიმახსოვრეთ წესი: შენიშნეთ ობის „კუნძული“ პომიდორზე, უკვე მთელი ბოსტნეული დაინფიცირებულია და მისი ჭამა არ შეიძლება.

როგორ გამოვიყენოთ დაობებული ბოსტნეული? თუ დიდი ხანია ოცნებობთ აივანზე პატარა ბოსტნის გაშენებაზე და ნერგების დამოუკიდებლად გაზრდაზე, ასეთი პომიდორი შეინახეთ, თესლი შეაგროვეთ და მალე წვნიანს საკუთარი პომიდვრით მოამზადებთ!

როგორ გავზარდოთ პომიდორი თესლიდან?

ასეთი ექსპერიმენტისთვის მარტი–აპრილი საუკეთესო პერიოდია. უპერსპექტივო პომიდორი გაჭერით, თესლი ამოიღეთ და სველ მიწაში მოათავსეთ (თავიდან სველი ბამბა შეგიძლიათ გამოიყენოთ). ჭურჭელი მოათავსეთ სითბოში, სადაც ბევრი მზეა და მიწის მორწყვა არ დაგავიწყდეთ. გარანტიას გაძლევთ, რომ თავს ბოტანიკის დედოფლად იგრძნობთ, როცა პირველი ყლორტები თავს ამოყოფს!

ზოგი დაობებული პომიდვრის მომზადებაზე დროს არ კარგავს და მიწაში მთელ ბოსტნეულს დებს. ეს მეთოდი უფრო დიდი ნაკვეთის მფლობელებს გამოადგებათ. გაძლიერებული ნერგები კვლებში შეგიძლიათ გადარგოთ ან აივანზე დატოვოთ. ამ შემთხვევაში უფრო დიდი კონტეინერი დაგჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ „ველურ ბუნებაში“ პომიდვრის ყლორტები ამოიყრება, როცა ღამის ტემპერატურა 15 გრადუსზე დაბლა აღარ ეცემა.

თესლის დამატებითი დამუშავება

თუ გსურთ მებაღეობაში თქვენი უნარების განვითარება და მოსავლის გაზრდა, რამდენიმე ხრიკი შეასრულეთ, რომ პომიდვრის თესლი სწრაფად გაღვივდეს.

ხრიკები თესლის სწრაფად გასაზრდელად:

1. მხოლოდ სიცოცხლისუნარიანი თესლი შეარჩიეთ. მარილიან წყალში ჩაყარეთ და აურიეთ. გადაყარეთ ყველა, რომელიც ტივტივებს. კარგი თესლი ჭიქის ძირიდან შეაგროვეთ, გააშრეთ და გაღივებისთვის გამოიყენეთ.

2. დათესვამდე თესლი გაათბეთ, რომ „გააღვიძოთ“. თერმოსში მოათავსეთ, თბილი წყალი (53°) დაასხით და 20 წუთი გააჩერეთ. ამ პროცედურით პათოგენური მიკროორგანიზმების ნარჩენებსაც მოკლავთ.

3. დანარჩენი ბაქტერიების მოსაშორებლად თესლი 30 წუთი ჩაალბეთ ქლორჰექსიდინში, ალოეს წვენში, ბრილიანტის მწვანეში ან ნივრის ნაყენში. საშუალება წყალში 1:2 თანაფარდობით გააზავეთ.

როგორ შევინახოთ პომიდვრის თესლი ზამთარში?

შემოდგომაზე ან ზამთარში თესლის მომარაგება ძალიან მარტივია. პომიდორი შუაზე გაჭერით და ერთმანეთს შეახეხეთ, რომ რბილობი კანს მოაშოროთ. შემდეგ რბილობი საცერში გახეხეთ, რომ თესლი მოაშოროთ. თესლი ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ და რამდენიმე დღე გააჩერეთ გაშრობამდე. ამის შემდეგ მშრალ მინის ქილაში ან ქაღალდის კონვერტში გადაიტანეთ და გაზაფხულამდე ბნელ, ნაკლებად ტენიან ადგილას შეინახეთ. გაზაფხულზე ზემოთ აღწერილი მარტივი ნაბიჯები შეასრულოთ.

სახლის ახალი პომიდორი ნაყიდს არ შეედრება. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნოა ტოტიდან საკუთარი პომიდვრის მოწყვეტა და მისი არომატის შესუნთქვა. რა ფერებით ათამაშდება ნებისმიერი ბოსტნეულის კერძი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს