ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ გული და გაიგეთ, რა გაკლიათ ახლა

1003

ფსიქოლოგიური ტესტები სურათებით გასართობი ამოცანებია, რომელთაც ჩვენზე ბევრი რამის თქმა შეუძლიათ. მათი დახმარებით ჩვენს დადებით და უარყოფით მხარეებზე, ცხოვრებისეულ ღირებულებებზე და უპირატესობებზე მეტს ვიგებთ. დღევანდელი ტესტი სურათით „აირჩიეთ გული“ რაღაც მეტს გიამბობთ.

ტესტი სპეციალურად ქალებისთვის შეიქმნა და აჩვენებს, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, სასიყვარულო საქმეს ვგულისხმობთ. თუ პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ ან თქვენს სიყვარულს დიდხანს ეძებთ, სწორ ადგილას მოხვდით. ვივიენი გთავაზობთ საქმე გადადოთ, 2 წუთი ამ ტესტს დაუთმოთ და მომავლისთვის ღირებული რჩევები მიიღოთ.

ფსიქოლოგიური ტესტი: „აირჩიეთ გული“

ტესტი სურათით თქვენს წინაშეა. გამოსახულებებს ყურადღებით შეხედეთ და აირჩიეთ პირველი გული, რომელსაც თქვენი ტვინი შეამჩნევს. ქვემოთ შედეგებს გაეცანით.

გული №1

პირველი ვარიანტი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად უფრო მეტი დრო გჭირდებათ, ვიდრე სხვებს. ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად საუკეთესო დრო არაა. არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ, მით უფრო არ დააძალოთ საკუთარ თავს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. დაფიქრდით, დააკვირდით, მეტი ინფორმაცია მიიღეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა იჯდეთ და მუდმივად ელოდოთ. უბრალოდ გულს დრო მიეცით, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთოს. დროის გასვლის შემდეგ მიხვდებით, ეს უშედეგო არ იყო. შესაძლოა, სიყვარული სადღაც ახლოსაა. უბრალოდ ჯერ ვერ ამჩნევთ!

გული №2

ასეთი არჩევანი ამბობს, რომ მხოლოდ მასთან უნდა იყოთ, ვინც ნამდვილად გიყვართ. თქვენი გონების ან გულის მოტყუება არც სცადოთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ბუნებით თქვენი გრძნობების მკაფიოდ განსაზღვრა შეგიძლიათ. ასე რომ, როგორც არ უნდა სცადოთ, ვერ განავითარებთ ურთიერთობას მასთან, ვის მიმართაც გრძნობები არ გაქვთ. ამავდროულად, არ მოგერიდოთ აჩვენოთ თქვენი გულწრფელობა ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ. იყავით თამამი და ყველაფერი ნამდვილად გამოგივათ!

გული №3

თუ მესამე გული აირჩიეთ, მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემთ: ყოველთვის იყავით იმ ადამიანის მხარეს, ვისაც დიდხანს და დაჟინებით უყვარხართ. ნუ გაეკიდებით მას, ვინც არ გაფასებთ და პატივს არ გცემთ, როგორც პიროვნებას. აღარ დაუშვათ თქვენს ცხოვრებაში ცალმხრივი სიყვარული, სადაც თქვენ მიერ მოწონებული ადამიანი თქვენ მიმართ სათანადო გრძნობებს არ განიცდის. და ამის შესახებ კარგად იცით, რადგან მსგავსი გაკვეთილი არაერთხელ მიიღეთ! რა საჭიროა იმის დაკავება, ვინც არ გაფასებთ? ირწმუნეთ, თქვენი ბედი გიპოვით. შესაძლოა, როცა შანსს მისცემთ ადამიანს, რომელსაც მოსწონხართ, ნამდვილი ბედნიერება იპოვოთ. სიყვარული ხომ თქვენი არჩევანია!

გული №4

ეს სურათი აჩვენებს, რომ მუდმივად მეორე ნახევრის ძებნა არ გჭირდებათ. ამ მომენტისთვის უმჯობესია პირად მოთხოვნებებზე და საკუთარი თავის სიყვარულზე კონცენტრირდეთ. როცა საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიას მიაღწევთ, თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანი გამოჩნდება. ის არა მხოლოდ გულწრფელ და ძლიერ ემოციებს გაჩუქებთ, არამედ უსაფრთხოების, სიყვარულის და უსაზღვრო ზრუნვის გრძნობით აგავსებთ. იყო ვინმესთან „სხვების დასანახად“ ის არაა, რაზეც დრო უნდა დახარჯოთ. უფრო მეტი ვარიანტი გაქვთ, ვიდრე ფიქრობთ.

სურათში გულის გამოსახულებები შემთხვევით არ არის გამოყენებული. ნებისმიერი ქალისთვის სასიყვარულო სფერო ერთ–ერთი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს