საშუალოდ, ბავშვები სკოლაში დღეში 5 საათზე მეტს ატარებენ და ეს ცოტა არაა. ამ მიზეზით ვივიენმა შეადგინა სია, რა სჯობს გაატანოთ ბავშვს სკოლაში, რომ მშიერი არ დარჩეს. ორიგინალური სენდვიჩები ბავშვებს არა მხოლოდ კარგად დაანაყრებს, არამედ მათ ტრაპეზს უფრო საინტერესოს გახდის, ვიდრე პურის და ძეხვის უაზრო ჭამაა.
რაშია მთავარი საიდუმლო? გაფორმებაში! მნიშვნელოვანია, კერძი ლამაზად გაფორმებული იყოს და ბავშვის თვალში ნამდვილ დელიკატესად გამოიყურებოდეს. რა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად, რომ ჭამოს და კმაყოფილი დარჩეს? როგორ გამოვკვებოთ გემრიელად და ჯანმრთელობის დაუზიანებლად? გთავაზობთ 5 წარმატებულ შიგთავსს თქვენი სენდვიჩებისთვის!
წასახემსებელი ბავშვებისთვის: 5 რეცეპტი
ბავშვები ჩვენი ცხოვრების ყვავილები არიან და მზრუნველ მშობლებს მათი რაც შეიძლება ხშირად გახარება სურთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ამა თუ იმ მიზეზით ბავშვი სახლიდან მოტანილ საკვებზე უარს ამბობს. ხშირად მიზეზია ერთფეროვნება და შეუხედაობა. მოდით, ბავშვების გასტრონომიული პრეფერენციები ორიგინალური და სწრაფი კერძებით გავალამაზოთ.
სენდვიჩი თინუსით და კვერცხით
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხი
- 2 ნაჭერი პური
- 1 პომიდორი
- 40 გ დაკონსერვებული თინუსი
- მწვანილი
- სანელებლები
მომზადების წესი:
- კვერცხი კარგად მოხარშეთ (წყლის ადუღებიდან 10 წუთი). გაფცქვენით, წვრილად დაჭერით ან გახეხეთ.
- დაკონსერვებული თინუსიდან ზედმეტი სითხე გადაასხით. თინუსი და კვერცხი აურიეთ. მარილი და საყვარელი სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ. პომიდორი გარეცხეთ და დაჭერით.
- პური ტაფაზე ან ტოსტერში შეწვით. პურის ნაჭერზე თინუსის და კვერცხი გადაიტანეთ. ზემოდან ერთი ან რამდენიმე პომიდვრის ნაჭერი დაადეთ. მეორე ნაჭერი პური დააფარეთ. ნოყიერი და სასარგებლო წასახემსებელი მზადაა!
როლი ქათმით და ბოსტნეულით
ინგრედიენტები:
- 2 თხელი ლავაში
- 1 ქათმის ფილე
- პეკინის კომბოსტო გემოვნებით
- 1 კიტრი
- 1 ბულგარული წიწაკა
- კორეული სტაფილო (სურვილისამებრ)
- 5 ნაჭერი ყველი
- 4 ს/კ არაჟანი
- 4 გამომშრალი პომიდორი
- ხმელი ნიორი გემოვნებით
- პაპრიკა
- იტალიური სუნელები
- მარილი
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე წინასწარ მოხარშეთ ან ღუმელში გამოაცხვეთ. როცა ხორცი გაგრილდება, საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
- კომბოსტო გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ბულგარული წიწაკა თხელ ნაჭრებად დაჭერით.
- სოუსისთვის აურიეთ არაჟანი, პომიდორი და სანელებლები. მასა ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ.
- ლავაშზე ბოსტნეული გადაიტანეთ და სოუსი მოასხით. ქათმის ფილე დაადეთ, ისევ სოუსი დაუმატეთ. ზემოდან – ყველი. ლავაში კარგად გაახვიეთ.
- ტაფა უზეთოდ გააცხელეთ და როლი ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
სენდვიჩი კვერცხით
ინგრედიენტები:
- 10 გ ბეკონი
- 2 ნაჭერი თეთრი პური
- 20 გ ყველი ედამი
- 1 პომიდორი
- 1 ს/კ სახლის მაიონეზი (იოგურტი)
- 10 გ კარაქი
- 1 ქათმის კვერცხი
- 3 სალათის ფოთოლი
მომზადების წესი:
- ბეკონის თხელი ნაჭრები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. პური გახუხეთ. სენდვიჩის ერთ ნახევარს მაიონეზი (იოგურტი) წაუსვით, მეორე ნახევარს დაადეთ ყველი, პომიდორი, ბეკონი და სალათის ფოთლი.
- ამ დროში კვერცხი კარაქში შეწვით.
- მზა შემწვარი კვერცხი სალათის ფოთოლზე დადეთ, სენდვიჩის მეორე ნახევარი დააფარეთ. წასახემსებელი ლანჩბოქსში შესანიშნავად ინახება.
კლაბსენდვიჩი ყველით, ბეკონით და ავოკადოთი
ინგრედიენტები:
- 2 ნაჭერი ბეკონი
- 1 კბილი ნიორი
- 60 გ მაიონეზი
- 0,5 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 პომიდორი
- 6 ნაჭერი პური
- ნახევარი ავოკადო
- 2 ფირფიტა მდნარი ყველი
მომზადების წესი:
- გრილი (ტაფა) გააცხელეთ. ბეკონი 2 წუთი ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ამ დროში აურიეთ მაიონეზი, დაქუცმაცებული ნიორი და ლიმონის წვენი. დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. 4 ნაჭერი პური გრილზე დააწყვეთ და ერთი მხრიდან 1 წუთი შეწითლებამდე შეწვით.
- 2 ტოსტი შემწვარი მხრიდან ქვემოთ დაფაზე დააწყვეთ. ნივრიანი მაიონეზი წაუსვით, თხლად დაჭრილი პომიდვრები დააწყვეთ, შემდეგ ყველის ნაჭრები.
- ზემოდან ყველს ჩვეულებრივი პურის ნაჭერი დაადეთ, დარჩენილი მაიონეზი წაუსვით, შემდეგ ბეკონის რიგია.
- ავოკადო პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ და მაიონეზს ზემოდან წაუსვით. სენდვიჩი დარჩენილი შემწვარი პურით დახურეთ, შემწვარი მხრიდან ზემოთ. ოდნავ ჩააწექით.
- ყველის ნაჭრები ზემოდან დააწყვეთ, რომ ზედა პური მთლიანად დაფაროს და გვერდებზე გადმოვიდეს. მზა სენდვიჩები უმჯობესია თბილი მიირთვათ.
ტკბილი სენდვიჩები ვაშლით და ყველით
ინგრედიენტები:
- 1 მწვანე ვაშლი
- 200 გ მთელი მარცვლეულის პური
- 100 გ ყველი ჩედერი
- ზეითუნის ზეთი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გრილი, ტაფა ან მაყალი გააცხელეთ. ყველი 8 ფირფიტად დაჭერით. ვაშლიც თხელ ნაჭრებად დაჭერით.
- სამუშაო ზედაპირზე 4 ნაჭერი პური დააწყვეთ, თითოეულს დაადეთ ყველის ნაჭერი, შემდეგ ვაშლის (მსხლის) ფენა, შემდეგ ყველის ფენა და დარჩენილი პური დააფარეთ.
- ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთი მოასხით და გრილზე (ტაფაზე) გადაიტანეთ.
- დაახლოებით 3-5 წუთი შეწვით, ერთხელ გადააბრუნეთ, სანამ ყველი არ გადნება, შემდეგ სენდვიჩი არ შეწითლდება. დაფაზე გადაიტანეთ და შუაზე გაჭერით.
ეს 5 რეცეპტი საწყისი წერტილი გახდება თქვენი შემდგომი ექსპერიმენტებისთვის. თქვენი შვილის კვებითი სურვილების გათვალისწინებით შეადგინეთ კერძების სია, რომელიც ნამდვილად მოეწონება. მთავარია, რომ ხარისხიან მთელი მარცვლეულის პურზე არ დაზოგოთ და ბავშვების რაციონში მეტი სეზონური ბოსტნეული ჩართოთ.