ქალის 7 გავრცელებული ჩვევა, რომელიც აფრთხობს მამაკაცებს

928

თუ კითხულობთ, რატომ ვერ ქმნით ბედნიერ ურთიერთობას მამაკაცთან, მიზეზი შეიძლება თქვენს ყოველდღიურ ჩვევებს უკავშირდებოდეს.

ურთიერთობის რთულ სამყაროში როგორც ქალს, ასევე კაცს აქვს ჩვევები, რომლებიც საპირისპირო სქესს ან იზიდავს ან აფრთხობს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, თუმცა არსებობს რამდენიმე საერთო ჩვევა, რომელთა მუდმივი გამეორება ადამიანებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებს ხელს უშლის.

Vivien გიზიარებთ ქალების 7 გავრცელებულ ჩვევას, რომელიც მამაკაცებს აფრთხობს.

1. ბაქიაობა / ქედმაღლობა

თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ქედმაღლობა – არა. ბუნებით ადამიანებს ტრაბახები არ უყვართ. ძალიან ხშირად გვინდა, რომ შთაბეჭდილების მოსახდენად ვიტრაბახოთ, მაგრამ ამას უკუეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ბევრი ბაქიაობა გვაშორებს ხალხს, განსაკუთრებით მამაკაცს, რომელსაც ცხოვრებაში კონკურენცია ისედაც ყოფნის.

2. ნეგატივი

ცხოვრებაზე ნეგატიური შეხედულება არა თუ მამაკაცს, არამედ ყველას აფრთხობს. ყველას აქვს საკუთარი პრობლემები, რომლებსაც ყოველდღე ვაწყდებით, და უკანასკნელი, რაც ვინმეს სჭირდება, სხვისი პრობლემებით და ნეგატივით დამძიმებაა.

ბევრი ქალი შეცდომას უშვებს, როცა ურთიერთობას აქცევს ნაგავსაყრელად, სადაც ყველა პრობლემას მამაკაცს თავზე ახვევს. დრო და დრო შეყვარებულთან აზრის გამოთქმა ნორმალურია, მაგრამ მუდმივად მასთან მისვლით და ცხოვრებაზე წუწუნით, მისთვის თქვენთან ურთიერთობა ტვირთი გახდება. დადებით მომენტებზე კონცენტრირდით და სცადეთ, საუბარი მსუბუქი და მხიარული იყოს.

3. კრიტიკა ან დამცირება

არავის უყვარს, როცა აკრიტიკებენ, მაგრამ კაცები ამ მხრივ განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან. მამაკაცის ეგოს არ შეეხოთ. მამაკაცის ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა თავი იგრძნოს მნიშვნელოვნად, გამარჯვებულად. ყოველთვის, როცა ქალი აკრიტიკებს, თავს წარუმატებლად გრძნობს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენგან თავს შორს დაიჭერს.

4. უბედურად ყოფნის ჩვევა

კაცისთვის ყველაზე სექსუალური ქალია ბედნიერი ქალი. თუ გძულთ ცხოვრება, მეგობრები, სამსახური, საკუთარი თავი, თქვენთან ურთიერთობა რთულია. მამაკაცებს მოსწონთ, როცა მათი ცხოვრება მარტივია და არა მუდმივი ტანჯვით დამძიმებული.

5. სისასტიკე და საძაგლობა სხვების მიმართ

რეალურ ცხოვრებაში ავ გოგოზე სექსუალური არაფერია, მაგრამ სინამდვილეში წარმოუდგენლად უკუმბიძგებია. საძაგლობას გაუბედაობის და ემოციური პრობლემების „სუნი“ ასდის. ორი რამ, რასთან საქმის დაჭერა მამაკაცს არ სურს. ეცადეთ, ხალხში კარგი დაინახოთ, ჭორებს და ნეგატიურ ლაპარაკს მოერიდეთ.

6. ზედმეტი კონტროლი

მამაკაცი ერთგულებას და ყურადღებას აფასებს, მაგრამ ზედმეტად ბევრი აფრთხობს. მიეცით ცოტა სივრცე, არ დაახრჩოთ მუდმივი ზარებით ან შეტყობინებებით.

7. მხოლოდ საკუთარ თავზე

თუ საკუთარ თავზე ბევრს ლაპარაკობთ და მისი ცხოვრებით არ ინტერესდებით, მამაკაცს არ მოეწონება. დაუსვით კითხვები, გამოხატეთ ინტერესი, ყოველთვის იპოვეთ დრო, რომ მასზე და მის საქმეებზე დაელაპარაკოთ.

იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, მაგრამ ამ ჩვევების გაცნობიერება და მოშორება უფრო ძლიერი და სრულფასოვანი კავშირების შექმნაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ თვითცნობიერება და ღია კომუნიკაცია ნებისმიერი ჯანსაღი ურთიერთობის ქვაკუთხედია.