ინტენსიური ტკივილი მკაფიო ნიშნებით მიოკარდიუმის ინფარქტის მთავარი სიმპტომია

504

მიოკარდიუმის ინფარქტის მთავარი სიმპტომია „ინტენსიური ტკივილი, რომელსაც საკმაოდ მკაფიო მახასიათებლები აქვს“. ამის შესახებ კარდიოლოგი კონსტანტინე კრულევი საუბრობს. ამ მახასიათებლების შესახებ უნდა იცოდეთ, რომ სასწრაფო დახმარება დროულად გამოიძახოთ.

ტკივილს ინფარქტის დროს:

  • აქვს ძალიან მაღალი ინტენსივობა
  • ხშირად ახლავს სიკვდილის შიში
  • სტენოკარდიისგან განსხვავებით გრძელდება რამდენიმე ათეული წუთი ან საათი
  • მოჭერითი ხასიათი აქვს
  • გულმკერდის ცენტრში მდებარეობს
  • გადადის მარცხენა ხელში
  • შეიძლება გადავიდეს ზურგში, ქვედა ყბაში, მუცლის ზედა ნაწილში.
  • ახლავს ქოშინი, ჭარბოფლიანობა

როგორ ვითარდება ინფარქტი?

გულის ერთ–ერთ სისხლძარღვში ათეროსკლეროზის ფოლაქი იზრდება. აუცილებელი არაა, დიდი იყოს. თუ მისი ზედაპირი მკვრივია, საშიში შეიძლება არ იყოს. თუ წყლულოვანია, თრომბი უერთდება. თრომბი არტერიებს ბლოკავს. გულის ნაწილი, რომელსაც ეს არტერია ჟანგბადით ამარაგებს, ჟანგბადის დეფიციტს განიცდის, რაც ტკივილს იწვევს.

თუ სისხლის მიმოქცევას დროულად აღადგენთ, კუნთის ამ ნაწილის სიცოცხლისუნარიანობა აღდგება.

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანს აქვს ინფარქტისწინა მდგომარეობა?

  • ტკივილი გულმკერდის უკან
  • გახშირებული გულისცემა
  • ზოგადი სისუსტე
  • სუნთქვის გართულება
  • ტუჩების გალურჯება

რისკის ჯგუფი:

  • მოწევა
  • სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე
  • ჰიპერტონია
  • არასწორი კვება
  • შაქრიანი დიაბეტი
  • სიმსუქნე
  • მუდმივი სტრესი

ლიპიდების მომატებული დონე იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას, სისხლძარღვების კედლებზე ყალიბდება ათეროსკლეროზის ფოლაქები. ათეროსკლეროზი ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.