ამ ტესტის შედეგი თავისი სიზუსტით გვაოცებს. ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენი წლისაა თქვენი სული? ეს კითხვა ხალხს საუკუნეების განმავლობაში აინტერესებდა.
ასაკი შეიძლება იყოს უბრალოდ ციფრი, მაგრამ ზოგჯერ თავს უფრო ახალგაზრდად ან მოხუცად ვგრძნობთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ. ბევრს უკვირს, როცა იგებს, რამდენი წლის ხართ, რადგან თქვენი ქცევა, ოპტიმიზმი და ენერგია ახალგაზრდობას და სასიცოცხლო ძალას ასხივებს. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომელთა ასაკი არ შეესაბამება მათ სიმწიფეს, აზროვნებას და მსოფლშეგრძნებას.
იდეა, რომ სულს შეიძლება ჰქონდეს ასაკი, რომელიც ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს არ შეესაბამება, კონცეფციაა, რომელსაც სხვადასხვა სულიერ და ფილოსოფიურ მიმართულებაში ფესვები ღრმად აქვს გადგმული. თქვენი სულის გაზომვის მეცნიერული მეთოდი არ არსებობს, ამ კონცეფციის შესწავლამ შეიძლება გამოიწვიოს ღრმა თვითშემეცნება და პიროვნული ზრდა.
სულის ასაკი არის ცნება, რომელიც ხშირად სულიერებასთან ასოცირდება. არსებობს თეორია, რომ ჩვენმა სულმა განიცადა რეინკარნაციების ან ცხოვრების სერია და დააგროვა გამოცდილება და სიბრძნე. თითოეული ცხოვრება ზრდის, სწავლების და სულიერი ევოლუციის უნიკალური შესაძლებლობაა. ითვლება, რომ სულის ასაკი ასახავს დაგროვებულ სიბრძნეს და პროგრესს, რომელიც ამ ციკლების განმავლობაში დააგროვა.
Vivien გთავაზობთ პიროვნების ტესტს იმის გასაგებად, რამდენი წლისაა თქვენი სული. უპასუხეთ კითხვებს დიახ, ზოგჯერ ან არა, რომ თქვენი სულის ასაკი გაიგოთ. თითოეული „დიახ“ 1 ქულას უდრის, „ზოგჯერ“ – 3 ქულას, „არა“ – 5 ქულას. მიღებული ქულები შეაჯამეთ და გაშიფვრა წაიკითხეთ. მზად ხართ?
დავიწყოთ
- გაინტერესებთ, რას მოგიტანთ ახალი დღე?
- მოგწონთ ცვლილებები?
- გახსნილი ხართ თუ არა ახალი ტექნოლოგიების მიმართ და იყენებთ მათ უპირატესობას?
- ხშირად იცინით ბედნიერად?
- გსურთ წასვლა დასასვენებლად იქ, სადაც ადრე არასდროს ყოფილხართ?
- ადვილად პოულობთ შთაგონებას ახალ ნივთებში, რომელთა გამოცდა მაშინვე გსურთ?
- ხშირად ესწრებით სხვადასხვა ღონისძიებას თქვენს ქალაქში?
- მოგწონთ ხალხის დახმარება?
- ამჩნევთ რაიმე ცვლილებას თქვენს გარემოცვაში?
- კარგად იმახსოვრებთ სახელებს და თარიღებს?
- აფასებთ თქვენს სამეგობრო წრეს?
- როგორ ფიქრობთ, კარგად გამოიყურებით თქვენი ასაკისთვის?
- ახლახანს შეიძინეთ ახალი ჰობი?
- გაიცანით ახალი ადამიანები ბოლო 1 წლის განმავლობაში?
- ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობთ, თქვენზე ახალგაზრდები არიან?
- მოგწონთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მათი აზრის გაგება სხვადასხვა საკითხზე?
- ხშირად იღლებით უმიზეზოდ?
- ადვილად ეგუებით ახალ სიტუაციებს?
- აკეთებთ იმას, რასაც სხვები თქვენი ასაკისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ?
- მოგწონთ სხვების თანაგრძნობა?
ახლა ქულები შეაჯამეთ და გაშიფვრა წაიკითხეთ.
შედეგების გაშიფვრა
70 ქულაზე მეტი
თქვენი ქცევა და ჩვევა აჩვენებს, რომ უფრო ასაკოვანი ხართ, ვიდრე დაბადების მოწმობაში წერია. იმის მიუხედავად, რომ ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რამდენი წლის ვართ, ზოგჯერ ეს არ შეესაბამება რეალურ სიტუაციას და იმ მსოფლმხედველობას, რაც გვაქვს. ზოგი 30 წლისას ისე გრძნობს და იქცევა, თითქოს გაცილებით მოხუცია. არიან ისინიც, რომლებიც 80 წლის ასაკშიც ახალგაზრდები რჩებიან.
შესაძლოა ამაზე თქვენს ცხოვრებაში რთულმა სიტუაციამ გავლენა მოახდინა. გრძნობთ, რომ უკვე ბევრი რამ გადაიტანეთ და ნამდვილად გესმით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შემთხვევითი არ იყო და ბევრი რამ გასწავლათ.
რა თქმა უნდა, თქვენი ასაკი არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ სწავლა და ახლის აღმოჩენა. წაიკითხეთ ახალი წიგნები, უყურეთ ფილმებს, გამოიყენეთ გაჯეტები, იპოვეთ საქმე, რომელიც გამხიარულებთ, სიახლის გრძნობას გჩუქნის. შემოიკრიბეთ ხალხი, რომელიც შთაგაგონებთ. გახსოვდეთ, რომ ცნობისმოყვარეებისთვის დრო ნელა გადის. სწორედ ამიტომ, თქვენში ბავშვი გააღვიძეთ!
50-დან 70 ქულამდე
ცვლილებები მოგწონთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ ზოგიერთისთვის ზედმეტად მოხუცი ხართ. ასე არაა. შესაძლებლობები არ გაუშვათ. რაიმეს დაწყება გვიანი არასდროსაა. არ დაელოდოთ, სანამ ვიღაც დაგპატიჟებს წვეულებაზე, მარტო წადით. თქვენს ცხოვრებას რისკი და გამოწვევები აკლია. დიდხანს ერთ ადგილას იმყოფებით.
იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს უთხრათ: „ამისთვის ზედმეტად მოხუცი ვარ“, ხშირად თქვით: „ვინ თქვა, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია“. შესაძლოა, უბრალოდ მეტი დრო გჭირდებათ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგათ. შემდეგ ვერავინ შეძლებს დაწევას.
50 ქულაზე ნაკლები
ფიქრობთ, რომ სიბერე თქვენ არ გეხებათ. დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. შეუპოვრობით და ოპტიმიზმით სავსე ხართ. ახალი ადგილების და კულტურების შესწავლა გსიამოვნებთ, რადგან თქვენთვის ადამიანები ნამდვილი აქტივია, რომელიც თქვენს ცხოვრებას ავსებს. მათთან დროის გატარება მოგწონთ.
ყოველთვის მზად ხართ სამოგზაუროდ, ახალი ადგილების მოსანახულებლად და საცხოვრებლის შესაცვლელად. თქვენში ავანტიურისტი ცხოვრობს. ხალხთან ურთიერთობა მოგწონთ. ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას პოულობთ. გარდა ამისა, თქვენს გარშემო ხალხის შემოკრებას ახერხებთ. თქვენი სული თამამი და ცოცხალია, ხოლო ასაკი მხოლოდ აუმჯობესებს.