დღეს გიამბობთ არა უბრალოდ სახის მახასიათებლებზე, რომელიც ქალს რამდენიმე წელს მატებს, არამედ იმაზე, რომ ქალი ამ მახასიათებლებს თავად უსვამს ხაზს. ასევე გიამბობთ, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია და უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეთ ვიზუალურად.
შენიშვნა: ნებისმიერი მაკიაჟის გაკეთების უფლება გაქვთ და თუ მოგწონთ, მისი შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავთ. ეს სტატია არის მათთვის, ვისაც სურს ყველა ნიუანსის ცოდნა და შესაძლებლობის / სურვილის მიხედვით გამოსწორება.
1. მოხრილი წარბები
წარბები ასაკთან ერთად ძალიან იცვლება. ზოგიერთისთვის პრობლემაა წარბების ჩამოწევა, ამ დროს წარბები თითქმის ქუთუთოებამდე ჩამოდის. სხვების შემთხვევაში პირიქით ხდება, ნებისმიერი კუნთის სპაზმის გამო წარბები ზემოთ იწევა. შედეგად, წარბები უფრო მოხრილია, ასაკობრივ ფორმას იძენს.
თუ ახალგაზრდა ქალს შეხედავთ, დაინახავთ, რომ მისი წარბები მოდუნებულია, ხოლო სახის კუნთის ნებისმიერი დაჭიმულობა (ჰიპერტონუსი) ან ზედმეტი მოდუნება (ჰიპოტონუსი) ქალს ასაკს მატებს.
რა გავაკეთოთ? წარბებს უფრო მოდუნებული იერი მიანიჭეთ. ისე შეღებეთ კოსმეტიკური საშუალებებით, რომ ზედმეტი მოხრილობა მოაშოროთ. წარბის სისქეზეც იმუშავეთ.
2. თვალის ფორმა
თვალის ფორმაც ასაკთან ერთად იცვლება. ნიუანსს, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ, თან ახლავს თვალის მრგვალი კუნთის სპაზმი, რის გამოც თვალები ჩავარდნილი, ვიზუალურად დამრგვალებული ხდება.
ამ შემთხვევაში არაფერი ისე არ კვეთს ამ თავისებურებას, როგორც ზედა და ქვედა ქუთუთოების დაჩრდილვა, თვალების გარე კუთხეებზე შეხების გარეშე.
რა გავაკეთოთ? ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია ზედა ქუთუთოზე აქცენტის გაკეთება და თვალის გარე კუთხეებში ჩრდილებით ოდნავ „გაწელვა“, საფეთქლისკენ მიმართულებით.
გთავაზობთ შეხედოთ, როგორ გამოიყურება 1–ელი და მე–2 მომენტები სიტუაციის გამოსწორებამდე და შემდეგ.
3. ტუჩის ფორმა
ტუჩის ფორმა მთელ სახეზე გავლენას ახდენს. ერთ–ერთი მომენტი, რომელიც ქალს აბერებს, არის კოსმეტიკური საშუალებებით ტუჩების მომრგვალება, როცა ტუჩებს მოცულობა დაკარგული აქვს. ტუჩების კუთხეების მომრგვალებას ვგულისხმობთ.
ვიზუალურად, ასე შეღებილი ტუჩები ოვალურ იერს იძენს.
რა გავაკეთოთ? სცადეთ, ტუჩები ისე შეღებოთ, რომ კუთხეები წვეტიანი იყოს, კონტურს არ გასცდეთ. ტუჩის ცენტრალურ ნაწილს ყურადღება მიაქციეთ.
4. ზედმეტი ჩრდილები
ქუთუთოების ჩრდილებს არ ვგულისხმობთ, არამედ კონტურინგს.
სინამდვილეში, ასაკოვან სახეზე ისედაც ბევრი ჩრდილია და ახალი მუქი ხაზების დამატებით ვიზუალური კორექციის ნაცვლად დაღლილ იერს მიიღებთ.
რა გავაკეთოთ? ასაკობრივ მაკიაჟში მეტი ყურადღება მიაქციეთ გარკვეული ნაწილების ამონათებას (თუ ერთ ნაწილს ოდნავ ამოანათებთ, სხვა მის ფონზე უფრო მუქი გამოჩნდება). მაგალითად, თუ ყვრიმალების ოდნავ გამოკვეთა გსურთ, თვალების ქვეშ ამოანათეთ და ყვრიმალებზე ცოტა რუმიანა წაისვით. სქემატურად ნაჩვენებია, სად ამოანათოთ, სად წაისვათ რუმიანა. თეთრი სამკუთხედები – ამოანათეთ, რაც მასშია. წითელი წრეები – რუმიანა წაისვით.
გთავაზობთ შეხედოთ, როგორ გამოიყურება მე–3 და მე–4 მომენტები სიტუაციის გამოსწორებამდე და შემდეგ.