5 წესი, რომელიც უჯრედების დაბერებას ხელს უშლის. ენდოკრინოლოგის რჩევები

836

სწორი კვებით დიდხანს ვინარჩუნებთ ახალგაზრდობას. მნიშვნელობა არ აქვს, რას ჭამთ, უფრო მნიშვნელოვანია, როდის, განმარტავენ ექსპერტები.

ფაქტები: ასაკთან ერთად ჩვენი უჯრედების კომპეტენტურობა მცირდება. ეს ეტაპობრივი პროცესია და საშუალოდ 25 წლის ასაკიდან იწყება. შედეგი: ვბერდებით. რა თქმა უნდა, არც ისე კარგი ამბავია, მაგრამ უსაქმოდ არ უნდა ვისხდეთ.

„მათ, რომლებიც გარკვეულ ქცევას იცავენ, აქვთ გარანტია, რომ რეალურ ასაკს მხოლოდ პასპორტი აჩვენებს და სხეული უკეთეს შემთხვევაში ისე იმუშავებს, როგორც ახალგაზრდა ადამიანის სხეული“ – ამბობს ანტონინა გურეევა, ენდოკრინოლოგი.

დაბერება დაავადებაა და უჯრედების სწორი კვება საუკეთესო წამალია. უჯრედების ჯანმრთელობა განისაზღვრება სამი უჯრედული კომპეტენციით, რომლებზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია. ჯანმრთელობის 80 %–ს ვაკონტროლებთ ჩვენი ეპიგენეტიკის ყოველდღიური რეპროგრამით და მხოლოდ 20 %–ს თანდაყოლილი გენეტიკა განსაზღვრავს.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაბერების წინააღმდეგ?

1. ნაწლავი, როგორც „სახლის აფთიაქი“

ჯანსაღი და დაბალანსებული კვება უმთავრესია. ის დღეგრძელი ცხოვრების საფუძველს ქმნის, რადგან ჩვენი უჯრედების ტონუსს უზრუნველყოფს. სწორი პროდუქტები ორგანიზმის დაბერებას ანელებს.

„რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი დიეტა, რომელიც მოიცავს პრასს, ძირთეთრას, ჭარხალს, ვაშლს და კეშიუს. ეს პროდუქტები ნაწლავების ფლორაზე დადებითად მოქმედებს, ნაწლავების ბაქტერიებზე ერთგვარი განაყოფიერების ეფექტი აქვს“.

ასე მიკრობიომს მრავალფეროვნდება, რაც ჩვენი ნერვების რეგენერაციისთვის და სხვა დაავადებების განვითარების შესაფერხებლად სასარგებლოა. სასწრაფოდ უნდა მოერიდოთ შაქარს, რადგან სამართლიანად ცუდი რეპუტაცია აქვს. შაქარი ტვინში იმავე სასიგნალო გზებს მართავს, რასაც მძიმე ნარკოტიკები, და მსგავს დამოკიდებულებას იწვევს.

2. დრო იმარჯვებს

კითხვა „როდის“ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რას ჭამთ. საკვების მიღების სიხშირე ყურადღებით აკონტროლეთ. დღის განმავლობაში საკვების განმეორებით მიღებას მოერიდეთ, თუნდაც მცირე ულუფებით.

„8 საათის განმავლობაში ორჯერ შეჭამეთ, შემდეგ 16 საათი არაფერი მიირთვათ. ასე უჯრედებს დაასვენებთ, გაწმენდის და აღდგენის შესაძლებლობას მისცემთ. არ იდარდოთ: ასეთი დიდი ინტერვალითაც ორგანიზმი საჭირო ენერგიას მიიღებს სისხლის მიმოქცევის მხარდასაჭერად“.

3. სითხე საკვების ნაცვლად

ორგანიზმს დრო დასჭირდება, რომ ახალ რიტმს შეეგუოს. თავიდან შეიძლება დაღლილობა ჩვეულებრივზე მეტად იგრძნოთ. ამას დაბნევის საშუალება არ მისცეთ. გამოიყენეთ მარტივი ხრიკი: როცა შიმშილს იგრძნობთ, 1 მუჭა კაკალი შეჭამეთ. სწრაფად დაგანაყრებთ, თან ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. კიდევ უკეთესი: შიმშილი სითხით მოკალით. რეკომენდებულია მწვანე ჩაი, რადგან დღეგრძელობის ხელშემწყობ ნივთიერებას შეიცავს.

4. პატარა დამხმარეები

თუ თქვენთვის და თქვენი ორგანიზმისთვის კარგის გაკეთება გსურთ, ე.წ. სირტუინების გაძლიერებაზე იზრუნეთ. ეს ფერმენტებია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ბევრ მნიშვნელოვან პროცესზე გავლენას ახდენენ, როგორიცაა კუნთოვანი მასის ზრდა, ცხიმების წვა და დაავადებებისგან დაცვა.

„ისინი გვეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, რადგან ხელს უწყობენ უჯრედების განახლებას და აღადგენენ დაზიანებულ დნმ–ს, რომელიც ქრომოსების ბუნებრივი დაბერების პროცესში ხდება. სირტუინების გააქტიურება შეგვიძლია ე.წ. პოლიფენოლებით, რომელსაც საკვები შეიცავს“.

ჩვეულებრივი საკვებიდან მათი დიდი რაოდენობით მიღება რთულია (გვხვდება კურკუმაში, წითელ ხახვში, ჟოლოში, მოცხარში, მაყვალში, ასევე კოჭაში, ნიორში, შავ ყავაში და მუქ შოკოლადში), ამიტომ საკვები დანამატების მიღება დაგეხმარებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატის მიღებამდე კონსულტანცია გაიარეთ ექიმთან, რომელსაც ენდობით.

5. სამი მეოთხედის წესი

ჩვენი თეფშის სამი მეოთხედი ყოველთვის სავსე უნდა იყოს ბოსტნეულით, რომელიც სახამებელს არ შეიცავს. ბოსტნეულის ფერი მხოლოდ ლამაზი დეკორაცია არაა, არამედ რეკომენდებულია ფერადი კომბინაციები. საკვანძო სიტყვა – მეორადი მცენარეული ნივთიერებები ან პოლიფენოლები.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.