საშინლად რეალური პიროვნების ტესტი: როგორი ჩანხართ სხვის თვალში

795

პიროვნების ტესტი, რომლის შედეგი თავისი რეალობით და სიმართლით გვაშინებს. იმას, რასაც სხვები თქვენში ხედავენ, მაგრამ თქმა არ სურთ, საშინლად ნამდვილი პიროვნების ტესტი გეტყვით.

ზოგი თქვენით აღფრთოვანებულია და მიბაძვას ცდილობს, ზოგს თქვენი არ სჯერა, სხვებს თქვენთან ურთიერთობა არ უნდათ, თუნდაც კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდეთ. რატომ?

რას ხედავენ სხვები თქვენში, მაგრამ არ გეუბნებიან? პასუხს სტატიის ბოლოს გაიგებთ. წაიკითხეთ კითხვები და პასუხის შესაფერისი ვარიანტი აირჩიეთ. მხოლოდ ერთი პასუხი აირჩიეთ! თითოეულ პასუხს ციფრი შეესაბამება. ეს არის ქულა, რომელსაც ამა თუ იმ პასუხისთვის იღებთ. ყველა ქულა ჩამოწერეთ და შეაჯამეთ. შემდეგ ტესტის გაშიფვრაზე გადადით. გულწრფელი იყავით, შედეგები მხოლოდ ბოლოს წაიკითხეთ, როცა ყველა კითხვას პასუხს გასცემთ!

მზად ხარ? გსურთ გაიგოთ, როგორი ჩანხართ სხვების თვალში? მაშინ დავიწყოთ.

1. როდის გრძნობთ თავს ყველაზე უკეთ?

ა.დილით (2 ქულა)

ბ.დღისით, საღამოსკენ (4 ქულა)

გ.გვიან ღამით (6 ქულა)

2. როგორ დადიხართ?

ა.სწრაფი, ფართო ნაბიჯებით (6 ქულა)

ბ.შედარებით სწრაფი, მოკლე ნაბიჯებით (4 ქულა)

გ.არც ისე სწრაფად, გამართული, წინ ხედვით (7 ქულა)

დ.არც ისე სწრაფად, თავდახრილი (2 ქულა)

ე.ნელა (1 ქულა)

3. როგორ ჟესტიკულირებთ სხვებთან ურთიერთობისას?

ა.ხელები მკერდზე გადაჯვარედინებული (2 ქულა)

ბ.მუშტები შეკრული (2 ქულა)

გ.ხელები თეძოებთან ან ჯიბეში (5 ქულა)

დ.თანამოსაუბრეს ეხებით (5 ქულა)

ე.თმაზე თამაშობთ, ნიკაპს ან ყურებს ეხებით (6 ქულა)

4. როგორ ზიხართ დასვენებისას?

ა.ფეხები გადაჯვარედინებული (6 ქულა)

ბ.ფეხები გამართული (2 ქულა)

გ.მუხლები პერპენდიკულარულად (4 ქულა)

დ.ერთი ფეხი მეორეზე (1 ქულა)

5. როგორ რეაგირებთ, როცა რაღაც გართობთ?

ა.ხმამაღლა იცინით (6 ქულა)

ბ.იცინით, მაგრამ არა ხმამაღლა (4 ქულა)

გ.ჩუმად იცინით (3 ქულა)

დ.უხმოდ იღიმით (2 ქულა)

6. როგორ გრძნობთ თავს დიდ კომპანიაში?

ა.ხმამაღლა საუბრობთ, ხუმრობთ, რადგან გინდათ, რომ შეგამჩნიონ (6 ქულა)

ბ.შეუმჩნევლად დგახართ, ეძებთ ვინმეს, ვისაც დაელაპარაკებით (4 ქულა)

გ.ცდილობთ სრულიად უხილავი იყოთ, რომ ვერავინ დაგინახოს (2 ქულა)

7. რას გრძნობთ, როცა ვიღაც ფიქრს გაწყვეტინებს?

ა.ბედნიერი ხართ (6 ქულა)

ბ.იმედგაცრუებული ხართ (2 ქულა)

გ.ორ უკიდურესობას შორის (ბედნიერებასა და იმედგაცრუებას შორის) (4 ქულა)

8. რომელია თქვენი საყვარელი ფერი?

ა.წითელი და ნარინჯისფერი (6 ქულა)

ბ.შავი (7 ქულა)

გ.ყვითელი და ცისფერი (5 ქულა)

დ.მუქი ლურჯი და იასამნისფერი (3 ქულა)

ე.თეთრი (2 ქულა)

ვ.ყავისფერი, რუხი (1 ქულა)

9. რა პოზაში იძინებთ?

ა.ზურგზე გაჭიმული (7 ქულა)

ბ.მუცელზე დაწოლილი (6 ქულა)

გ.გვერდზე (4 ქულა)

ე.ხელები თავქვეშ (2 ქულა)

ვ.თავზე საბანგადაფარებული (1 ქულა)

10. სიზმრებში, რომლებიც გახსოვთ, რა გესიზმრებათ ყველაზე ხშირად?

ა.ვარდნა (4 ქულა)

ბ.ჩხუბი, ვიღაცას გაურბიხართ (2 ქულა)

გ.ვიღაცას ეძებთ (3 ქულა)

დ.დაფრინავთ (5 ქულა)

ე.არაფერი გესიზმრებათ (6 ქულა)

ვ.სიზმრები ყოველთვის სასიამოვნოა (1 ქულა)

მზად ხართ, გაიგოთ, როგორი ადამიანი ხართ? ქულები შეაჯამეთ და გაშიფვრა წაიკითხეთ.

პიროვნების ტესტის გაშიფვრა

60 ქულაზე მეტი: დომინანტი

სხვები ფიქრობენ, რომ თქვენთან სიფრთხილე მართებთ, რადგან ამპარტავანი, ეგოცენტრული და ძალაუფლების მოყვარული ხართ. ზოგი თქვენით აღფრთოვანებულია და მიბაძვას ცდილობს, მაგრამ ცოტა ეშინიათ და არ გენდობიან, ამიტომ თქვენთან კონტაქტს გაურბიან.

51-დან 60 ქულამდე: ტემპერამენტიანი 

სხვების თვალში ფეთქებადი, იმპულსური და ლიდერი ხართ, რომელიც გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, თუნდაც ყოველთვის სწორი არ იყოს. ხალხი ფიქრობს, რომ თამამი, ფხიანი და საზრიანი ხართ. ხალხს თქვენთან ყოფნა მოსწონს იმ ენერგიის გამო, რომელსაც ასხივებთ.

41-დან 50 ქულამდე: პრაქტიკული 

სხვების თვალში უშუალო, ცოცხალი, მომხიბვლელი და საინტერესო ადამიანი ხართ. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ, მაგრამ საკმარისად გაწონასწორებული ხართ, რომ ზედმეტად იამაყოთ და ამპარტავნობა გამოიჩინოთ. ხალხი ფიქრობს, რომ კეთილი, მზრუნველი ხართ და სხვების დახმარება გიყვართ.

31-დან 40 ქულამდე: ნდობის ღირსი 

სხვები თვლიან, რომ გონიერი, ყურადღებიანი, მზრუნველი, ბრძენი, ნიჭიერი და მოკრძალებული ხართ. მეგობრებს სწრაფად არ იძენთ, თუმცა ნდობას იმსახურებთ და მეგობრებისგანაც იმავეს მოელით.

21-დან 30 ქულამდე: ყურადღებიანი 

სხვები ფიქრობენ, რომ კეთილსინდისიერი და კირკიტა ადამიანი ხართ. ფრთხილი, მზრუნველი და ერთგული ხართ. ხალხს უკვირს, როცა იმპულსურად იქცევით, რადგან ელიან, რომ თითოეულ სიტუაციას შეისწავლით, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სანამ რამეს გააკეთებთ. ეს აიძულებთ იფიქრონ, რომ ფრთხილი ადამიანი ხართ.

21 ქულაზე ნაკლები: გაუბედავი 

ხალხის თვალში მორცხვი, ნერვიული და გაუბედავი ადამიანი ხართ, რომელსაც სჭირდება ზრუნვა, რომელსაც ყოველთვის სურს, რომ მის ნაცვლად გადაწყვეტილება სხვამ მიიღოს და არაფერში ჩარევა უნდა. ხალხი ფიქრობს, რომ ყოველთვის ნერვიული ხართ, რადგან ყოველთვის პრობლემებს ხედავთ. ზოგი ფიქრობს, რომ მოსაწყენი ხართ. მათ, ვინც კარგად გიცნობთ, იციან, რომ ასე არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს