ყველაზე ზუსტი პიროვნების ტესტი: 5 წუთში და 9 კითხვაში გეტყვით, როგორი ადამიანი ხართ

1482

Vivien გთავაზობთ მოკლე ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს ქვეცნობიერში სწრაფად ჩაიხედოთ და იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც საკუთარი თავის და ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

მზად ხართ გაიგოთ სიმართლე საკუთარ თავზე? კომფორტულად მოეწყვეთ და ამ მოკლე, მაგრამ სწორ ტესტზე თქვენი დროის 5 წუთი დახარჯეთ! ამად ნამდვილად ღირს! შესაძლოა გაიგოთ ის, რისი აღიარებისაც გეშინიათ.

მოამზადეთ ქაღალდის ფურცელი, კალამი, მოდუნდით და მოიშორეთ ყველა ფაქტორი, რომელიც ყურადღებას გიფანტავთ.

თქვენს წინაშეა 9 კითხვა, თითოეული წაიკითხეთ და პასუხი ჩაწერეთ. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე სიტყვა ან მთელი წინადადება. მთავარია, გულწრფელად უპასუხოთ.

ყოველ ჯერზე, როცა კითხვას წაიკითხავთ, გირჩევთ, თვალები დახუჭოთ და თქვენი ჭეშმარიტი შინაგანი გრძნობები წარმოიდგინოთ. დიდხანს ფიქრი საჭირო არაა. გარდა ამისა, ყველა კითხვა მაშინვე არ წაიკითხოთ. თითოეულს თანმიმდევრობით უპასუხეთ. მნიშვნელობა არ აქვს, თუ ტესტის სხვადასხვა კითხვაზე ერთი და იგივე პასუხები გექნებათ.

ზოგიერთი კითხვა შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რა გაიფიქრეთ პირველ რიგში. პირველ ფიქრებს ქვეცნობიერი იძლევა, შემდეგ უკვე ლოგიკა და აზროვნება ერთვება.

ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ შეგიძლიათ სტატიის ბოლოს პასუხების გაშიფვრაზე გადახვიდეთ.

ეს ტესტი წარმოსახვით, მაგრამ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სიტუაციებში გაყენებთ. გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ გარემოში მიიღებთ, თქვენს პიროვნებას ააშკარავებს.

ტესტი ადვილი და სწრაფია. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ.

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს

1. იატაკზე გაუხსნელი ყუთია. რა არის მასში?

2. რომ შეგეძლოთ ერთი ადგილის არჩევა, სადაც მთელ ცხოვრებას გაატარებდით, სად იქნებოდა?

3. მთელი დღე უდაბნოში დადიხართ და როგორც იქნა დაინახეთ დასახლება, სადაც მიდიხართ. უცებ შეამჩნიეთ ულამაზესი ოაზისი, რომელიც უფრო ახლოსაა. სად წახვალთ პირველ რიგში?

4. რას გააკეთებდით, ყველაფერი რომ დაგეკარგათ?

5. ვთქვათ, ხვალ კვირაა. როგორ გაატარებთ?

6. პრობლემები რომ გქონდეთ, ვის მიმართავთ დახმარებისთვის?

7. არჩევა რომ შეგეძლოთ, რომელ პერიოდში იცხოვრებდით სამუდამოდ (ბავშვობა ან აწმყო), რას აირჩევდით?

8. ვინმემ რომ გითხრას, რომ მხოლოდ 24 საათის სიცოცხლე დაგრჩათ, როგორ გაატარებთ?

9. ხანძრიდან ერთი ნივთის გადარჩენა რომ შეგეძლოთ, რა იქნებოდა?

ქვემოთ წაიკითხეთ პასუხები და მათი გაშიფვრა.

თითოეული პასუხი აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების მიმართ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ყველა პასუხი არ შეესაბამება თქვენს აზრებს, გრძნობებს, ხასიათს. ცდაფიქრდით, ეცადეთ გაიგოთ, ნამდვილად არ აქვს არაფერი საერთო თქვენს ქცევებთან თუ პასუხში რაღაც ჭეშმარიტი მნიშვნელობა იმალება.

პასუხების ანალიზი

1. თქვენი პასუხი აჩვენებს, როგორ აღიქვამთ მოულოდნელ სიტუაციებს და როგორი დამოკიდებულება გაქვთ წარმატების მიმართ. თუ წარმოიდგინეთ, რომ ყუთში დევს რაღაც, რასაც თქვენთვის არანაირი ღირებულება არ აქვს, თვლით, რომ მარტივად არ გეძლევათ ბედნიერი და კარგი ნივთები, მით უფრო თქვენთვის განკუთვნილი.

თუ წარმოიდგინეთ რაღაც ღირებული, ერთხელ გამდიდრების იმედი გაქვთ. თუ თვლით, რომ ყუთი ცარიელია, წარმატების არ გჯერათ, ზედმეტად პრაქტიკული და რეალისტი ხართ.

2. თუ აირჩიეთ ადგილი, სადაც დარჩენილი ცხოვრების გატარება გსურთ, გამოდის კომფორტულად და მშვიდად ხართ იქ, სადაც იმყოფებით. თუ რაღაც შორეული ადგილი აირჩიეთ, მეოცნებე ხართ და რომანტიკული რაღაცეებისკენ მიისწრაფვით.

თუ ვერ აირჩიეთ კონკრეტული ადგილი და გიჭირთ წარმოიდგინოთ ასეთი ადგილი, ადამიანებისა და საგნებისადმი ძლიერი მიჯაჭვულობა არ გახასიათებთ.

3. ამ კითხვაზე პასუხი სამსახურისადმი თქვენს ურთიერთობას აღწერს. თუ აირჩიეთ ოაზისი და მისკენ წადით, სამსახურში პირველი მისვლა და ყველაზე ბოლოს წამოსვლა გიყვართ. წესები და რეგულაციები არ მოგწონთ, დროდადრო იმპულსური ხართ. მრავალმხრივობა მოგწონთ, მაგრამ ზოგჯერ რაღაც საქმეს და პროექტს სხვა დროისთვის დებთ.

თუ პირდაპირ დასახლებულ პუნქტში წადით, პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ. თქვენს დღეს ზუსტად გეგმავთ და დროის გამოყენება შეგიძლიათ. ვადებს იცავთ და გირჩევნიათ პროექტები დაასრულოთ, სანამ ახალს დაიწყებთ.

4. ის, ვინც საქმეს ნულიდან იწყებს, მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე და არა მხოლოდ მშვიდად მიიღოს ცვლილებები.

თუ ცდილობთ აღადგინოთ ის, რაც უკვე იყო, საკუთარ ცხოვრებაზე და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება გაშინებთ.

5. თქვენი პასუხი აღწერს, როგორ ხარჯავთ ფულს. თუ უპასუხეთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, ფულს თქვენი შეხედულებისამებრ ხარჯავთ და ვერავინ ახდენს თქვენზე გავლენას. ფულის დაზოგვა და ეკონომია გიჭირთ. დანაზოგი თითქმის არ გაქვთ.

თუ სახლში დარჩენა გადაწყვიტეთ, გამოდის, რომ ჩვეულებრივ ყველაფერს ხარჯავთ საყიდლებზე და პროდუქტებზე. თუ აირჩიეთ სპორტული საქმიანობა, შავი დღისთვის ფულის გადადება გახასიათებთ. თუ სეირნობა გადაწყვიტეთ, ფულს ფრთხილად და გონივრულად ხარჯავთ.

6. მათ, ვინც ყველაფრის დამოუკიდებლად გამოსწორებას ცდილობს, ძლიერი ხასიათი აქვთ და თავდაჯერებულნი არიან. თუ მეგობრებს და ახლობლებს მიმართეთ, ცოტა თავდაუჯერებლობას გრძნობთ და რთულ სიტუაციებში პასუხისმგებლობის აღებისთვის მზად არ ხართ.

რეალისტები არიან ისინი, რომლებიც ეძებენ პრაქტიკულ რჩევებს იურისტებისგან, ფსიქოლოგებისგან, მენტორებისგან ან სხვა სპეციალისტებისგან.

7. არჩეული წლები წარმოადგენს პერიოდს, როცა ყველაზე ბედნიერი იყავით. ვისაც, ბავშვობაში დაბრუნება სურს, პასუხისმგებლობის აღება არ უნდა.

თუ აწმყო აირჩიეთ, ზრდასრული და წარმატებული ადამიანი ხართ.

8. თუ თქვენს საყვარელი ადამიანებთან ერთად ყოფნა აირჩიეთ, მგრძნობიარე და ძალიან ემოციური ხართ. თუ მარტო ყოფნა გადაწყვიტეთ, ხშირად უკმაყოფილო და ცუდ ხასიათზე ხართ.

თუ გართობა გადაწყვიტეთ, ცხოვრებას მშვიდად უდგებით. თუ დღეს ჩვეულებრივად გაატარებთ, მამაცი და მოქნილი ხართ.

9. თუ აირჩიეთ, ვთქვათ, ფოტოალბომი ან რაღაც მსგავსი, ძალიან სენტიმენტალური ხართ. თუ რაღაც ღირებული აიღეთ, ფრთხილი ხართ.

თუ რაღაც ძვირადღირებული, მატერიალისტი. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ დოკუმენტებს ან ნოუთბუქებს, პრაქტიკულები არიან.

მსგავსი ტესტების ხშირად გავლით საკუთარ თავს უკეთ შეიცნობთ და მეტ უპირატესობას მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს