ქალი ტყუპები: ვინ არის და როგორი მამაკაცი სჭირდება

627

ეს სტატია საბოლოო ჭეშმარიტებად არ ჩათვალოთ. ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნის „იდეალური“ წარმომადგენელი, რომელიც მოცემულ აღწერილობას 100%–ით შეესაბამება, ბუნებაში არ არსებობს, როგორც არ არსებობენ წმინდა სახის ფლეგმატიკები, ქოლერიკები, მელანქოლიკები და სანგვინიკები. და მაინც, შესაძლებელია ზოგადი წარმოდგენის შექმნა იმის შესახებ, ვინ გჭირდებათ. არ მოგიწოდებთ, დაანგრიოთ უკვე არსებული ურთიერთობა, თუ ისე მოხდა, რომ თუ ამ ტექსტის მიხედვით ერთმანეთისთვის შეუფერებლები ხართ.

ქალი ტყუპები

იდუმალი, მომხიბვლელი, მაცდური. მხოლოდ ის ერთი ათ ლამაზ ქალს უდრის. როგორც კი საუბარში ერთვება, სხვები მაშინვე მისით იხიბლებიან. მან, ისე როგორც არავინ, იცის მოსმენა და სხვისი პრობლემისადმი გულწრფელი ინტერესის გამოჩენა. თუ სხვა თანამოსაუბრეები თქვენს წუხილს ყურად არ იღებენ, ქალი ტყუპები სხვაგვარად მოიქცევა. არა მხოლოდ გულის გადაშლის შესაძლებლობას მოგცემთ, არამედ სიტუაციას გაანალიზებს და დაგარიგებს.

ქალი ტყუპები ძალიან ადვილად უახლოვდება ხალხს, მეგობრულ ურთიერთობებს აყალიბებს. აუცილებლად დაგირეკავთ დაბადების დღეზე და არ დაავიწყდება სასაცილო ღია ბარათის გამოგზავნა. ალბათ, ვერ იპოვით ერთ ქალ ტყუპებს, რომელიც სხვებს სულში ჩახედვის საშუალებას მისცემს.

ძალიან სურს, რომ ყველას უყვარდეს, იმის მიუხედავად, რომ თავად ყველა არ უყვარს. გადაწყვეტილებას ძალიან სწრაფად იღებს, თავის ალღოს და რეფლექსებს ენდობა. უჭირს კონცენტრირება, რადგან ერთი საკითხიდან მეორეზე ყურადღება ადვილად გადააქვს. ყველაფერი ახალი მაგნიტივით იზიდავს.

ორგანიზებულობა მისი ძლიერი მხარე არაა. რაიმე საქმის თავიდან ბოლომდე შესრულების აუცილებლობა თითქმის პანიკაში აგდებს. შესაძლოა ამის გაკეთება გულწრფელად სცადოს, მაგრამ, დიდი ალბათობით, მისი მცდელობა წარმატებით არ დასრულდება. შუა გზაზე მოწყენილობა იპყრობს, რადგან თავში მოსდის ახალი იდეები, კრეატიული, საინტერესო, ხოლო ძველი ნაგავში ხვდება (თუმცა თავიდან ბრწყინვალე ჩანდა). თავად გესმით, რომ მუშაობის ასეთი სტილი თითქმის არსად მისაღები არაა.

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი ძალიან ემოციურია. ხანმოკლე ვადაში შეუძლია გაიაროს მთელი სკალა „სიჩუმიდან და ნათელიდან“ „შტორმამდე და ცუნამამდე“. მისთვის ყოველთვის ცოტაა. ცოტაა ერთი საყვარელი, ერთი საქმე ან ერთადერთი გეგმა. ცოცხალი ვერცხლისწყალია, დღეს – აქ, ხვალ – იქ, მისი ცხოვრება დუღს, მაგრამ ამის მიუხედავად განწყობის ცვლილებებისა და დეპრესიისკენ მიდრეკილება აქვს. ამის თავიდან ასაცილებლად ძლიერი მამაკაცის მხარდაჭერა სჭირდება.

ქალ ტყუპებს სინაზის და გულისხმიერების მიუხედავად ცივ და ანგარებიან ადამიანად თვლიან, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას გონებით ხელმძღვანელობს და არა ემოციებით.

ქალი ტყუპები ფრანს ჰგავს, რომელიც ჰაერში ამაყად დაფარფატებს და მისი დაკავების ნებისმიერი მცდელობა მარცხით დასრულდება.

არასდროს არის კმაყოფილი იმით, რაც აქვს, და არ წყვეტს რეალობის შეცვლის მცდელობას – ავეჯს ადგილს უცვლის, ახალ ბინას ეძებს, სამზარეულოში ექსპერიმენტებს ატარებს და ქმარს თავიდან ზრდის. ერთადერთი, რასაც ვერ აკონტროლებს, ცვლილებების წყურვილია.

ტყუპები საწოლში

სექსისთვის რაიმე განსაკუთრებული რომანტიკულ–ეროტიული დეკორაციები არ სჭირდება, ავტომობილის სავარძელი ან კინოთეატრში „ადგილი საკოცნელად“ საკმარისია. საყვარლისგან მხოლოდ ერთს ითხოვს, რომ არ იჩქაროს, დაიწყოს პრელუდიით და იმოქმედოს „გრძნობით, აზრიანად, დალაგებულად“.

ქალი ტყუპები ისეა მოწყობილი, რომ ლტოლვა ასანთივით უცებ შეიძლება გაუჩნდეს ან თავისი ლიბიდო დაკარგოს, თუ პარტნიორი ფინიშისკენ სწრაფად მიიწევს. როგორც წესი, საწოლში ტემპის შექმნას თავად ცდილობს და ვაი მას, ვინც ვერ გაუძლებს!

ზოგჯერ ქალი ტყუპები ასხივებს სექსუალურ აგრესიას და ინიციატივას საკუთარ ხელში სიამოვნებით იღებს. ამ შემთხვევაში სჭირდება მამაკაცი, რომელსაც დაიპყრობს, აცდუნებს და დაიმონებს.

ვერ ვიტყვით, რომ ტყუპებს ამოძრავებს მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებები, უფრო, ცნობისმოყვარეობა. ნებისმიერი ექსპერიმენტი უყვარს, მათ შორის სექსუალური.

როგორი მამაკაცი სჭირდება?

ქალ ტყუპებს სჭირდება მამაკაცი, რომელიც დილის ხუთ საათზე წვეულებიდან დაბრუნებისას ფინჯანი ცხელი ყავით შეხვდება და ეჭვიანობის სცენას არ მოუწყობს. მის გვერდით ცხოვრებას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც მოთმინების და სიმშვიდის უზარმაზარი მარაგი აქვს.

ვინ შეეფერება ტყუპებს?

ქალი ტყუპები და კაცი მერწყული ერთმანეთისთვის შექმნილია, ერთ ტალღაზე ურთიერთობენ და ერთმანეთს თითქმის უსიტყვოდ უგებენ. იმის მიუხედავად, რომ ორივეს „მარცხნივ გასეირნება“ ახასიათებს, ერთმანეთს იშვიათად ღალატობენ. მათ რომანში არის ყველაფერი, რაც შეიძლება ისურვოთ – ჭეშმარიტება, ღრმა გრძნობა, ვნება და ორმხრივი თავისუფლება.

კიდევ ერთი შესაფერისი პარტნიორია მამაკაცი სასწორი. ის ქალის სხვადასხვა იდეას სიამოვნებით ახორციელებს. საწოლში ერთმანეთს ისე ავსებენ, რომ დაქორწინებამდე კიდევ მრავალი წელი მათ შორის „ეროტიული ნაპერწკალი“ არ ქრება.

მამაკაცი ლომი და ქალი ტყუპები ცუდი კომბინაცია არაა. დიდხანს შეიძლება იარსებოს, თუ ურთიერთობის დასაწყისში მისი აღიარების და დიდების სურვილი მას არ გააგიჟებს.

ტყუპებს და ვერძს წარმატებული ურთიერთობის დიდი შანსი აქვს. ვერძი, როგორც სასწორი, მზადაა ტყუპების ნებისმიერი იდეა განახორციელოს და სიყვარულით გააკეთოს. ერთადერთი რამ, რასაც ამ წყვილის სასიყვარულო ნავის გატეხვა შეუძლია, ტყუპების თავისუფლებისკენ გატაცებასა და ვერძის უსაფრთხოებისა და სინაზისკენ სწრაფვას შორის წინააღმდეგობაა.

ვინ არ შეეფერება ტყუპებს?

წყვილი ტყუპები + ტყუპები როგორღაც ერთად ცხოვრებას შეძლებს, მაგრამ ორივეს იმდენი საქმე აქვს ხან იქ, ხან აქ, რომ სჯობს სხვა პარტნიორები მოძებნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწოლში იშვიათად შეხვდებიან.

დასაწყისში იმედის მომცემი ურთიერთობის მიუხედავად, მტკიცე და ცოტათი მიწიერი კურო სწრაფად ბეზრდება ტყუპებს. მას სტაბილურობაზე მეტი სჭირდება.

მშვილდოსანთან მის ცხოვრებაში ერთ–ერთი საუკეთესო ღამე შეიძლება გაატაროს, მაგრამ, ალბათ, მხოლოდ ერთი ღამე იქნება. ძალიან განსხვავებულები არიან. ცივსისხლიანი კირჩხიბი და თხის რქა ტყუპებს არა თუ აღიზიანებს, არამედ აგიჟებს. მაქსიმალური სიახლოვის მიღწევის სურვილით ანთებული მორიელი ცდილობს ქალი ტყუპები კუთხეში მოამწყვდიოს და ამით საპირისპირო შედეგს აღწევს (უფრო წავა, ვიდრე მისი ზეწოლის ქვეშ იცხოვრებს). მორიელზე უარესი შეიძლება იყოს მუდმივად პედანტი და მომაბეზრებელი ქალწული. თევზებთან უმნიშვნელო ურთიერთობაზე ლაპარაკიც არ ღირს, აქ არც სიყვარული, არც მეგობრობა არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს