დიეტა „კიბე“: ზედმეტი წონის მოშორება საფეხურებრივ

311

დიეტა „კიბე“ ხუთ მონოდიეტას აერთიანებს. თითქმის ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თითოეული პროდუქტისთვის კონკრეტული საფეხურია გათვალისწინებული. თითოეულ საფეხურზე გაჩერებით, დღეში კილოგრამი შეგიძლიათ დაიკლოთ, რომ ნებისმიერ კიბეზე მარტივად აირბინოთ.

დიეტა „კიბე“: წონა ქვემოთ, თვითშეფასება ზემოთ

  • ხანგრძლივობა: 5 დღე
  • თავისებურებები: 5 დღისგან შედგება, თითოეულ დღეს თავისი „სპეციალიზაცია“ აქვს.
  • ღირებულება: დაბალი (არაუმეტეს 50 ლარი მთელი პერიოდის განმავლობაში).
  • შედეგი: მინუს 3-6 კგ.
  • რეკომენდებული სიხშირე: წელიწადში ერთხელ.

დიეტა „კიბე“ შეუფერებელია: ორსულებისთვის, მეძუძური ქალებისთვის, გასტრიტის და წყლულების დროს, ღვიძლის და თირკმლების დაავადებების, კარდიოლოგიური დარღვევების დროს. დიეტის დაწყებამდე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ!

დიეტა „კიბე“ პოპულარულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ანონიმური კვების გეგმა, განსაკუთრებით სწრაფად გახდომის მსურველთათვის. უცნობმა ავტორებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ დიეტა შედარებით მარტივი და საინტერესო დასაცავი ყოფილიყო: ყოველი დღე გახდომისკენ მიმავალ გზაზე ცალკე საფეხურია. შეფასებების მიხედვით, ენთუზიასტები მოტივაციის გასაზრდელად ხატავენ კიბეს, რომ ყოველდღიური წარმატება ვიზუალურად ასახონ.

ხუთდღიანი დიეტის მენიუს მონოდიეტების კალეიდოსკოპი შეგვიძლია ვუწოდოთ. ჩანაფიქრით, თითოეულ დღეს თავისი ფუნქცია აქვს, ხოლო ნაკრებში შესანიშნავ შედეგს იძლევა. დიეტის დროს რეკომენდებულია ვარჯიში, რაც მარტივი საქმე არაა: კომპლექსური მრავალფეროვნების მიუხედავად დღის მენიუ საკმაოდ მწირია. დიეტის დასაცავად შვებულება ან არდადეგები საუკეთესო დროა.

ორიენტაციის გასამარტივებლად დიეტა დაიწყეთ ორშაბათს. ასე მთელი დატვირთვა სამუშაო დღეებს დაემთხვევა, ხოლო შაბათ–კვირას დასვენებას შეძლებთ (მთავარია, შემოიფარგლოთ დასვენებით, გასტრონომიული ექსცესების გარეშე). ან, პირიქით, პირველი, ყველაზე რთული დღე, შაბათს დაგეგმეთ და დიეტა შუა კვირას დაასრულეთ. რომელი სქემაც არ უნდა აირჩიოთ, დიეტის დღეების რიგითობა არ დაარღვიოთ. გაწერილი თანმიმდევრობით დაიცავით.

დიეტა „კიბე: ხუთდღიანი მენიუ

  • დღე 1 – გაწმენდა
  • დღე 2 – აღდგენა
  • დღე 3 – ენერგია
  • დღე 4 – მშენებლობა
  • დღე 5 – ცხიმების წვა

თითოეულ დღეს პროდუქტების უნიკალური ნაკრები შეესაბამება, რომელთა გაფართოება საკუთარი სურვილით არ ღირს, თუ თქვენი მიზანია 3-6 კგ–ს დაკლება. დიეტის დროს სასმლის მენიუ არის სუფთა უგაზო წყალი. ჩაიზე და ყავაზე დროებით უარი თქვით.

დღე პირველი: საფეხური „გაწმენდა“

ლოგიკურად, ზედმეტი წონის მოშორებამდე ორგანიზმი მომავალი დანაკარგებისთვის სწორად უნდა მოამზადოთ. ნაწლავების გაწმენდა სწორედ რომ შესაფერისია. ამაში დაგეხმარებათ (მთელ დღეზე გათვლილი):

  • 12 აბი აქტივირებული ნახშირი, 1 კგ ვაშლი, სუფთა უგაზო სასმელი წყალი (მინიმუმ 1 ლ).

მოცემული პროდუქტები ნებისმიერი კომბინაციით და თანმიმდევრობით შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ გაითვალისწინეთ 2 მომენტი: შიმშილის თავიდან ასაცილებლად „საკვები“ დღის განმავლობაში მცირე ულუფებით მიიღეთ. დიეტის პირველი დღე სახლში გაატარეთ, რადგან ნაწლავების აქტიური მოძრაობა ტუალეტის წვდომას გულისხმობს.

როგორ მოქმედებს საფეხური: პექტინებით მდიდარი ვაშლი და წყალი კუჭის შევსებაზე ზრუნავს და კუჭ–ნაწლავს გაწმენდისკენ უბიძგებს, ხოლო აქტივირებული ნახშირი მოქმედებს როგორც ადსორბენტი, ყველა სახის ტოქსინს, გაზებს, შხამებს აკავშირებს და ორგანიზმიდან გამოდევნის.

დღე მეორე: საფეხური „აღდგენა“

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სიძლიერის გამოცდის და დაგროვილი წიდების მნიშვნელოვანი ნაწილის მოშორების შემდეგ დიეტის მეორე დღეს ნაწლავების მიკროფლორის აღდგენაზე შეგიძლიათ დაფიქრდეთ. ამაში დღის განმავლობაში დაგეხმარებათ:

  • უცხიმო ხაჭო დანამატების გარეშე (600 გ), უცხიმო „ცოცხალი“ კეფირი (1 ლ), უგაზო სასმელი წყალი (მინიმუმ 1,5 ლ).

შეფასებების მიხედვით, მეორე დღეს გაწმენდის პროცესი გაგრძელდება. კეფირი და წყალი ასეთ შესაძლებლობას ტოვებს. როგორც არ უნდა იყოს, ამ ორ დღეში პირველ კლებას შეამჩნევთ. დაიკარგა წყალი, რადგან თირკმლები მთელი ეს დრო აქტიურად მუშაობდნენ (მათ შორის ვაშლისა და კეფირის მჟავების წყალობით) და მასები ნაწლავებიდან.

მეორე დღეს ცხოველური ცილები გაწმენდის ეტაპზე წარმოქმნილი მისი დეფიციტის აღდგენაში დაგეხმარებათ. ბევრი დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ ორგანიზმი ხარისხიანი განტვირთვის შემდეგ პროტეინს უკეთ ითვისებს. მართალია, ეს დაკვირვებები უფრო ხანგრძლივი დიეტის ფარგლებში ხდებოდა.

როგორ მოქმედებს საფეხური: გაწმენდის შემდეგ ორგანიზმი ცხოველური ცილის დოზას იღებს, რომელიც დიდხანს ითვისება, არ იწვევს შიმშილს და კუნთებს პროტეინს აწვდის. კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ხვდება კეფირის ბიფიდობაქტერიები, რომელიც მიკროფლორის აღდგენას ხელს უწყობს.

დღე მესამე: საფეხური „ენერგია“

დიეტის მესამე დღეს ენერგიის ხელმისაწვდომი წყაროთი დატვირთვა არის გაწერილი. ამ როლში გვხვდება მარტივი შაქრები, გლუკოზა და ფრუქტოზა. მათ მიღებას შეძლებთ:

  • 300 გ ქიშმიში, 2 ს/კ თაფლი, 2 ლ ნებისმიერი ჩირის გაწურული კომპოტი.

ტკბილ საფეხურზე მოსალოდნელია შიმშილის შეტევები. სწრაფად ათვისებადი მონოსაქარიდები ენერგიის მყისიერ ზრდას და კარგ განწყობას იძლევა, მაგრამ სისხლში ინსულინის გამოყოფას იწვევს. სწორედ ამიტომ, დაშვებული ქიშმიში ცალობით უნდა მიიღოთ. თაფლით კომპოტი შეგიძლიათ დაატკბოთ ან პატარა ულუფებად დაყოთ და ძალიან ნელა მიირთვათ, შაქარყინულივით გაწუწნეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩირი და მისი ნახარში ხშირად გვასუსტებს, ამიტომ მესამე დღეს ხანგრძლივი მოგზაურობა და საპასუხისმგებლო საქმეები არ დაგეგმოთ.

როგორ მოქმედებს საფეხური: ტვინი, რომელიც იკვებება სუფთა გლუკოზით, იღებს საყვარელ კერძს, ამიტომ ენერგეტიკული დღე ფსიქოლოგიურ განტვირთვაში გვეხმარება. ჩირი, რომელშიც უფრო მეტი ღირებული ნივთიერებები და მიკროელემენტებია (მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ანტიოქსიდანტები), ვიდრე ახალ ხილში, და „ქიშმიშის ტური“ სხეულს აწვდის ღვიძლის, გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის წარმოქმნისთვის სასარგებლო ნივთიერებებს.

დღე მეოთხე: საფეხური „მშენებლობა“

დიეტის ბოლოსწინა დღეს სამშენებლო მასალად რეკომენდებულია ცილები: მთელ დღეზე გადაანაწილეთ 500 გ ინდაურის ან ქათმის მოხარშული თეთრი ხორცი. მენიუში სუფთა უგაზო სასმელი წყლის (მინიმუმ 1,5 ლ) ჩართვა არ დაგავიწყდეთ. მოკრძალებულ რაციონს შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ახალი მწვანილი და ზომიერად მარილი.

როგორ მოქმედებს საფეხური: ადამიანის ორგანიზმისთვის ადვილად მოსანელებელი ფრინველის ხორცი გემრიელია და ბევრ საჭირო ამინომჟავას შეიცავს. სამი მოკრძალებული კვების შემდეგ ცილა კუნთებს „აშენებს“, რადგან ნებისმიერი მკაცრი დიეტის დროს კუნთები პირველი მსხვერპლია.

დღე მეხუთე: საფეხური „ცხიმების წვა“

დიეტის ავტორების ჩანაფიქრით ბოლო დღე ანაზღაურებს დატვირთვას, რომელიც პროტეინის დღეს წარმოიშვა, მარცვლეულში და ხილ–ბოსტნეულში შემავალი უჯრედისების მიღებით. ამ დღის მენიუ:

  • შვრიის ფანტელები დანამატების გარეშე (200 გ მშრალ ექვივალენტში), უმი ხილი და ბოსტნეული (სულ 1 კგ).

სასმელი წყალიც არ დაგავიწყდეთ. ვინაიდან ხილ–ბოსტნეული ბევრ სითხეს შეიცავს, დამატებით დაახლოებით 1 ლიტრი წყალი საკმარისია.

შვრიის ფანტელებიდან წყალზე ცოტა მარილით ფაფა მოხარშეთ და მთელ დღეზე გაანაწილეთ. ბოსტნეულთან და ხილთან ერთად მიირთვით ან ცალ–ცალკე გადაანაწილეთ (მაგალითად, მიირთვით ფაფა ვაშლით, შემდეგ ბოსტნეულის სალათი, შემდეგ მსხალი). მცენარეული საკვების არჩევისას მოერიდეთ ბანანს, ვაშლს და სახამებლიან ბოსტნეულს.

როგორ მოქმედებს საფეხური: ყველა იმ შეზღუდვის შემდეგ, რომლის გადატანა დიეტის დროს მოგიწიათ, ნამდვილი ქეიფი გელით. ვარაუდობენ, რომ ცხიმის მარაგი უჯრედისის ზემოქმედებით დაიწვება (ზოგჯერ ამ ეფექტს „უარყოფით კალორიულობას“ უწოდებენ – დანაყრება არის, კალორიები მინიმუმი!), რომლის ფონზე სხეულის ფიზიკურად დატვირთვა რთული არაა. საკითხავია, რამდენად გექნებათ ძალა სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ასეთი მკაცრი დიეტის შემდეგ.

დიეტიდან გამოსვლა

როგორც ნებისმიერ კვების გეგმას, რომელიც სერიოზულ შეზღუდვებს მოიცავს და მათ ხარჯზე მნიშვნელოვანი შედეგის მიღებას გულისხმობს, დიეტას „კიბე“ აქვს „ბუმერანგის ეფექტი“ – დაკარგული კილოგრამები სწრაფად დაბრუნდება, თუ დაკლებით გახარებული დაუბრუნდებით კვების ჩვევებს, რომლებმაც დიეტის დაცვა გაიძულოთ.

მაშინაც კი, თუ ზედმეტი კილოგრამები მარტივად მოიშორეთ და შთაგონებული ხართ, ხუთდღიანი დიეტის განმეორება არ ღირს. ეს დასუსტებას და სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ახალი შედეგის დასაფიქსირებლად დიეტიდან გამოსვლისას მოერიდეთ „ნოყიერ“ კალორიებს, ასევე ულუფის მოცულობა აკონტროლეთ. თუ მოხდენილობის შენარჩუნება გსურთ, ხშირად (დღეში ხუთჯერ), მაგრამ ცოტ–ცოტა მიირთვით. ასე დიეტა „კიბე“ საშუალებას მოგცემთ ცხოვრებით ისიამოვნოთ ზედა საფეხურის დატოვების გარეშე, საიდანაც თქვენი სილამაზე უკეთ ჩანს!