ღამით ფეხებში დისკომფორტს რკინის და მაგნიუმის დეფიციტი იწვევს

549

თერაპევტი ალექსი ხუხრევი ღამით ფეხებში უსიამოვნო შეგრძნების გამომწვევ მიზეზებს ასახელებს.

ექიმის თქმით, ღამით ფეხებში დისკომფორტი ხშირად არის მშფოთვარე ფეხის სინდრომის ანარეკლი. ამ შემთხვევაში ქვედა კიდურებში ჩნდება სხვადასხვა სახის ჩხვლეტა, ტკივილი, უკონტროლო კანკალი. დაზარალებულს არ შეუძლია წოლა, ვერ მოძრაობს და ასე თუ ისე მუდმივად ფეხს აკანკალებს. ეს დისკომფორტი დაძინების საშუალებას არ აძლევს, უძილობას და ნევროზს ავითარებს.

ხუხრევი აღნიშნავს, რომ ღამით ფეხებში დისკომფორტი რკინის დეფიციტის გამო ხშირად ჩნდება.

„თუ ადამიანი ჩივის, რომ ფეხები იგრიხება და სიმშვიდეს ვერ პოულობს, პირველ რიგში, სისხლში რკინის დონე უნდა შემოწმდეს“ – გვიზიარებს ექიმი.

თერაპევტი ამატებს, რომ ღამით ფეხებში დისკომფორტი მაგნიუმის დეფიციტითაც შეიძლება იყოს გამოწვეული. მაგნიუმი მიკროელემენტია, რომელიც ნერვული იმპულსების გადაცემაზე და კუნთების ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია. როგორც წესი, მისი დეფიციტი ღამით კრუნჩხვებზე გავლენას ახდენს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.