ეფექტური დიეტა: როგორ დაიკლოთ ზედმეტი წონა 7 დღეში

453

გსურთ ერთ კვირაში დაიკლოთ წონაში ისე, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ? ეს რეალურია! მტანჯველი ფიზიკური ვარჯიშები და შიმშილობა საჭირო არაა. დიეტა „საყვარელი“ საშუალებას გაძლევთ, 1 კვირაში 4-7 კგ დაიკლოთ.

7 დღეში თქვენი რაციონის სრული შეცვლით ორგანიზმს განტვირთავთ. თქვენი ენერგია მხოლოდ ცხიმის წვისკენ იქნება მიმართული. ამავდროულად, ჭამაში თავის ძალიან შეზღუდვა არ მოგიწევთ, რადგან აკრძალული პროდუქტების რაოდენობა ძალიან მცირეა.

საიმედო მეთოდი ზედმეტი წონის დასაკლებად 1 კვირაში

დიეტის წესები

  1. დიეტა „საყვარელი“ ერთ კვირაზე გათვლილია. სურვილისამებრ, მისი ვადა კიდევ 7 დღით შეგიძლიათ გაზარდოთ. დაიცავით ზუსტად ისეთი რაციონი, როგორც დასაწყისში.
  2. სასმლის დღეებში თქვენი არჩევანი მხოლოდ წყლით არ შემოიფარგლება. შეგიძლიათ დალიოთ რძემჟავა პროდუქტები, იოგურტი დანამატების გარეშე, უშაქრო ყავა და ჩაი, ასევე ფრეში.
  3. დღის განმავლობაში მინიმუმ 1,5 ლ წყალი დალიეთ. ეს აუცილებელია, რომ ზედმეტი წონის კლების პროცესი დააჩქაროთ, ასევე კანის ტონუსი შეინარჩუნოთ.
  4. თუ სურვილი გაქვთ ან აუცილებელია, ერთი პროდუქტი სხვა პროდუქტით ჩაანაცვლეთ (მხოლოდ ნებადართულით). პროდუქტების თანმიმდევრობა ნებისმიერი შეიძლება იყოს.
  5. დიეტა 4 კვებაზე უნდა დაყოთ. თითოეული პორცია 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

აკრძალული პროდუქტები

რა არ უნდა შეჭამოთ, რომ სწრაფად გახდეთ:

  • ყველა ტკბილეული (კანფეტი, შოკოლადი, ნამცხვარი, ტორტი და ა.შ.)
  • პურცომეული
  • მაკარონი (თუნდაც მყარი ჯიშის)
  • ხილი მაღალი გლიკემიური ინდექსით (მანგო, ბანანი, ყურძენი)
  • კვერცხის გული
  • სახამებლიანი ბოსტნეული (კარტოფილი, ბატატი, სიმინდი)
  • ბევრი სოკო
  • ცხარე და შემწვარი კერძები
  • ალკოჰოლი

ყოველდღიური მენიუს ნიმუში

  • ორშაბათი. დილით დალიეთ 1 ჭიქა მაწონი, კეფირი, ნატურალური იოგურტი ან ბოსტნეულის ფრეში. სადილზე ბულიონი მოხარშეთ, მარილი და სხვადასხვა სანელებელი არ დაუმატოთ. წასახემსებლად რძე ან უშაქრო იოგურტი დალიეთ. საღამოს 200 მლ კეფირი დალიეთ.
  • სამშაბათი. საუზმეზე კიტრი–პომიდვრის სალათი გაიკეთეთ. ცოტა ახალი კომბოსტო დაჭერით. სალათს ზეითუნის ზეთი მოასხით. უშაქრო ჩაი დალიეთ. სადილზე ბოსტნეულის წვნიანი მიირთვით და ჩაშუშული ყაბაყი სანელებლების გარეშე მოამზადეთ. მესამე კვებაზე გახეხილი მოხარშული ჭარხალი ზეითუნის ზეთით მიირთვით. ვახშამზე გაიკეთეთ სალათი ბულგარული წიწაკით, კიტრით და მწვანილით.
  • ოთხშაბათი. დილით დალიეთ 200 მლ კეფირი, ნატურალური იოგურტი ან ახალდაწურული ფორთოხლის წვენი. სადილზე მოხარშეთ ხორცის ბულიონი მარილის და სანელებლების გარეშე. შემდეგ კვებაზე 1 ჭიქა რძე ან კეფირი შეგიძლიათ დალიოთ. საღამოს 200 მლ მაწონი მიირთვით.
  • ხუთშაბათი. დილით მოამზადეთ ვაშლის და ფორთოხლის სალათი ცოტა ლიმონის წვენით. სადილზე მიირთვით ცოტა მსხალი, ქლიავი და გრეიფრუტი. წასახემსებლად ბროწეული ან კივი აიღეთ. ვახშამზე ხილის სალათი გაიკეთეთ ან 1 მუჭა კენკრა მიირთვით.
  • პარასკევი. 200 მლ კეფირით ან უშაქრო ჩაით ისაუზმეთ. სადილზე ხორცის ბულიონი მოხარშეთ. წასახემსებლად ბოსტნეულის ფრეში დალიეთ, საღამოს – 1 ჭიქა რძე ან კეფირი.
  • შაბათი. სასაუზმოდ აიღეთ 150 გ უცხიმო ხაჭო და უშაქრო ყავა. სადილზე თეთრი თევზი გამოაცხვეთ. პარკოსნის პიურე მოამზადეთ. 2 მოხარშული კვერცხის ცილით წაიხემსეთ. საღამოს მოხარშული ქათმის ფილე მიირთვით.
  • კვირა. 2 კვერცხის ცილით ომლეტი გააკეთეთ და ისაუზმეთ. სადილზე ნებისმიერი მარცვლეულის წვნიანი მოამზადეთ. ხილის სალათით წაიხემსეთ. ვახშამზე ახალი კიტრი–პომიდვრის სალათი გაიკეთეთ.

თუ დიეტის დაცვა და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის მოშორება გსურთ, ჯერ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. აკრძალული პროდუქტების რაოდენობა მცირეა, მაგრამ სჯობს ამ პერიოდში ვიტამინების ნაკრები მიიღოთ. ასე ორგანიზმში აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს თავიდან აიცილებთ.