იდეალური ფეტვის ფაფის მომზადების ყველა საიდუმლო: ფხვიერი და სიმწარის გარეშე

443

ზოგიერთი დიასახლისი უარს ამბობს ფეტვის ფაფის მომზადებაზე, რადგან ხარშვის შემდეგ მწარე გემო დაჰყვება. სინამდვილეში, სიმწარის თავიდან აცილება საკმაოდ ადვილია. უკრაინელი შეფმზარეული ევგენი კლოპოტენკო გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფეტვის ფაფა სწორად.

პირველ რიგში, შეარჩიეთ უმაღლესი ხარისხის მარცვლეული, რომლის შენახვის წესები არ არის დარღვეული. მეორეც, შეიძინეთ ყვითელი და არა მკრთალი მარცვლები. მესამეც, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, რომლის წყალობით ფეტვს სიმწარეს მოაშორებთ და ძალიან გემრიელ და ფხვიერ ფაფას მოხარშავთ.

როგორ მოვამზადოთ ფეტვის ფაფა სწორად: კლოპოტენკოს რჩევები

რა გავაკეთოთ, რომ ფეტვს მწარე გემო არ ჰქონდეს

ცნობილი შეფმზარეული ირწმუნება, რომ ფაფის მოხარშვამდე პროდუქტის ვარგისიანობის ვადა აუცილებლად უნდა შეამოწმოთ. თუ ფეტვი ერთ წელზე მეტხანს ინახება, დიდი ალბათობით, მწარე გემო ექნება.

ეშმაკური ხრიკი. მზა ფაფას სიმწარე რომ არ დაჰყვებოდეს, ფეტვი ძალიან წვრილ საცერზე დაყარეთ. გამდინარე წყალში გარეცხეთ. შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ წყალი გადაასხით და ფეტვი მოხარშეთ. ასე ფაფას სიმწარეს მოაშორებთ.

როგორ მივაღწიოთ სიფხვიერეს?

შეგიმჩნევიათ, რომ ზოგჯერ ფაფა იკვრება ერთ დიდ გუნდად? ამ პრობლემას აღარ შეეჯახებით, თუ დაიცავთ მომზადების წესებს ევგენი კლოპოტენკოსგან:

  • ფეტვი სქელძირიან ქვაბში მოხარშეთ.
  • ქვაბში ჯერ ზეთი გააცხელეთ და შემდეგ ფეტვი ჩაყარეთ.
  • მარცვლეულს წყალი დაასხით, 1:2 თანაფარდობა დაიცავთ.
  • ფეტვი მხოლოდ საშუალო ალზე ამზადეთ.
  • ხარშვისას ქვაბს თავსახური არ დაახუროთ.

არომატული ფეტვის ფაფა გოგრით კლოპოტენკოს რეცეპტით

ინგრედიენტები:

  • 250 გ ფეტვი
  • 1 ჭიქა სუფთა წყალი
  • 1 ჭიქა რძე
  • 0,5 კგ გოგრა
  • 2 ს/კ შტოში
  • 2 ს/კ შაქარი
  • 40 გ კარაქი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. გოგრას ქერქი და თესლი მოაშორეთ. საშუალო ზომის კუბებად დაჭერით.
  2. ჩაიდანში წყალი ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ფეტვი ცხელი წყლით სამჯერ გარეცხეთ, რომ სიმწარე მოაშოროთ. ასევე მარცვლეულს შეგიძლიათ მდუღარე წყალი დაასხათ და 15-20 წუთი გააჩეროთ.
  3. ფეტვი ცივ წყალში გარეცხეთ მანამ, სანამ სითხე გამჭვირვალე არ გახდება.
  4. მულტისახარშის ჭიქას 25 გ რბილი ან გამდნარი კარაქი წაუსვით. კუბებად დაჭრილი გოგრა ჩაყარეთ.
  5. გარეცხილი ფეტვი და შტოში დაუმატეთ. წყალი და რძე დაასხით. შაქარი და მარილი დაუმატეთ.
  6. „რძიანი ფაფის“ რეჟიმი აირჩიეთ და კერძი 20 წუთი ამზადეთ. ფაფა თეფშებზე გადაიტანეთ და თითოეულ თეფშს ცოტა კარაქი დაუმატეთ. გემრიელად მიირთვით!

სურვილისამებრ ფეტვის ფაფას გოგრით დაუმატეთ ქიშმიში ან კაკალი. ასე არა მხოლოდ უფრო გემრიელი, არამედ მკვებავი გახდება.